"ბარსელონამ" გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ სესარ როდრიგესს გატანილი გოლების რაოდენობა 235-იდან 232-ამდე შეუმცირა
"ბარსელონამ" გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ სესარ როდრიგესს გატანილი გოლების რაოდენობა 235-იდან 232-ამდე შეუმცირა.

ამის შესახებ 19 მარტს სპეციალური გამოკვლევის შედეგად გახდა ცნობილი, რომელიც "ბარსელონას" სტატისტიკურმა განყოფილებამ ჩაატარა.

გამოკვლევის მსვლელობისას კლუბის სპეციალისტებმა და გაზეთებმა სხვადასხვა წყაროთი ყველა მატჩი გადაამოწმეს, რომელშიც სესარი მონაწილეობდა და დაასკვნეს, რომ "ბარსელონას" ოფიციალურ თამაშებში მან არა - 235, არამედ 232 გოლი გაიტანა.

კლუბის საუკეთესო ბომბარდირად, მატჩების სტატუსისგან დამოუკიდებლად, პაულინო ალკანტარა მიიჩნევა. 357 ოფიციალურ და ამხანაგურ თამაშში მან 369 გოლი გაიტანა.

სესარი 1995 წელს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის "ბარსელონაში" 1939-იდან 1955 წლამდე გამოდიოდა. ამას გარდა, ის სხვა ესპანურ კლუბებში, ასევე ესპანეთის და კატალონიის ნაკრებებში თამაშობდა.

ჩატარებული გამოკვლევის შედეგები კი ნიშნავს, რომ ლიონელ მესის სესარის რეკორდის გამეორება და დამხობა უკვე 20 მარტს შეუძლია. ამ დღეს "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში "გრანადასთან" ითამაშებს. ამ დროისთვის 24 წლის მესის ანგარიშზე კატალონიური კლუბის მაისურით გატანილი 231 გოლია.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე