მსოფლიოს მე-11 ჩოგანი დევისის თასის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს
მსოფლიოს მე-11 ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დევისის თასის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ამის შესახებ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მარტინ ჰაიტმა გამოაცხადა.

ბოლოს ხუან მარტინმა ნაკრებში შარშან, დევისის თასის ფინალში ითამაშა, რომელშიც მისმა გუნდმა ესპანეთთან წააგო.

არგენტინისა და ხორვატიის მეოთხედფინალი 6-8 აპრილს ბუენოს აირესში გაიმართება.

ნადალი მეწყვილეს იცვლის

ესპანელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მაიამის მასტერსზე წყვილთა თანრიგში მარსელ გრანოლერსთან ერთად ითამაშებს. ეს ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი იქნება.

ინფორმაცია ოდნავ გაკვირვებას იწვევს, რადგან მსოფლიოს მეორე ჩოგანის მუდმივი პარტნიორი მარკ ლოპესი იყო და ამ დუეტმა გასულ კვირას ინდიან უელსის მასტერსის წყვილთა თანრიგი მოიგო.

როგორც ჩანს, ნადალი ოლიმპიადაზე სწორედ გრანოლერსთან ერთად აპირებს თამაშს.

ფედერერს პირველობა შეუძლია

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ შესაძლოა რეიტინგის პირველი ნომერი გახდეს.

2011 წლის აშშ-ის ღიადან მოყოლებული, ფედერერმა დღემდე 5935 ქულა გამოიმუშავა, ენდი მიურეიმ - 3210, ნოვაკ ჯოკოვიჩმა - 3200, ნადალმა კი - 2520. გამოდის, რომ ამ პერიოდში როჯერმა 2635 ქულით მეტი მოიპოვა, ვიდრე მსოფლიოს ამჟამინდელმა პირველმა ნომერმა ჯოკოვიჩმა და 3315 ქულით მეტი, ვიდრე ნადალმა.

რეიტინგში პირველი საფეხურის დასაბრუნებლად ფედერერმა ამერიკის ღია პირველობამდე არ უნდა მისცეს ნოვაკს ამ სხვაობის შემცირების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ ფედერერს რეიტინგში ლიდერობის ორი კვირა არ ჰყოფნის პიტ სამპრასის რეკორდის დასამხობად. ლეგენდარული ამერიკელი ყველაზე დიდხანს იყო კლასიფიკაციის სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა