რაფაელ ვან დერ ვაარტი ამბობს, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპური" სეზონის ბოლოს ცხრილში "არსენალზე" მაღლა იქნება. ეს "სფურზის" გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან...

რაფაელ ვან დერ ვაარტი ამბობს, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპური" სეზონის ბოლოს ცხრილში "არსენალზე" მაღლა იქნება. ეს "სფურზის" გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაგან აგერ უკვე ოცი წელიწადია ჩრდილოეთ ლონდონის ამ ორი კლუბიდან ერთი მეორეს აშკარად ჩაგრავს - სად "მეთოფეთა" მიღწევები და სად "ტოტენჰემის" საშუალო შედეგები. თუმცა, სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს ნაყიდი ჰოლანდიელი აცხადებს, რომ ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება.

"რატომაც არა, - თქვა 27 წლის ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა ოფიციალურად ახლაღა წარუდგინა ფანებსა და პრესას, - "არსენალს" ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, იქ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლები. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამ გუნდს პირადადაც მოვუგოთ და სეზონის ბოლოს ცხრილში მასზე მაღლაც დავიკავოთ ადგილი".

ვან დერ ვაარტს ერთი სული აქვს, როდის გამოცდის თავის თეორიას პრაქტიკულად. ჩრდილო ლონდონური დერბი 21 სექტემბერს "ქარლინგიის თასზე" გაიმართება, მაგრამ ეს არაფერი, ნამდვილი, პრემიერლიგის დაპირისპირება 20 ნოემბერს "ემირეიტ სთედიუმზე" გახლავთ დანიშნული. ამ დერბიში ვან დერ ვაარტს თანამემამულის რობინ ვან პერსის წინააღმდეგ თამაშის საშუალება ექნება.

"მე რობინს უკვე ველაპარაკე და მან მითხრა, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი დერბია. მოუთმენლად ველი ჩვენი და "მეთოფეების" დაპირისპირების დღეს" - თქვა ვან დერ ვაარტმა.

თუმცა, "არსენალის" დამარცხებაზე მეტად ჰოლანდიელს "რეალისთვის" სამაგიეროს გადახდა აინტერესებს. მადრიდელებმა ვან დერ ვაარტი ხომ ვერ შეიშვნეს და "სფურზს" 8 მილიონ ფუნტად მიჰყიდეს. ჟურნალისტებმა სწორედ ეს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს იგი მთელს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მადრიდში სერიოზულად შეცდნენ?

"იმედი მაქვს, რომ ამის დამტკიცებას შევძლებ. "ტოტენჰემის" შემადგენლობაში რაიმეს მოგება ჩემი ოცნებაა, მაგრამ ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღება მინდა. "რეალი" უკვე წარსულია და მასთან მიბრუნება არ მსურს. ამიერიდან ლაღად უნდა ვითამაშო".

ზემოთ ვახსენეთ, რომ ვან დერ ვაარტი 27 წლისაა. ეს ცოტა არ არის, მაგრამ თავად ფეხბურთელს მიაჩნია, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს და ინგლისურ ფეხბურთში დენის ბერკამპის მსგავს კვალს დასტოვებს.

"დენის ბერკამპი ჩემთვის იდეალია. ის ნამდვილი ათი ნომერი იყო, ჭეშმარიტი გამთამაშებელი", - ამბობს ფეხბურთელი, რომელიც თავადაც ამ ამპლუას გახლავთ მორგებული. კიდევ, ფეხბურთელი დასძენს, რომ როდესაც ჰარი რედნაპის წინადადება მიიღო, ფიქრისათვის სულ ათი წუთი დასჭირდა.

"ხელადვე გადავურეკე ჩემს ცოლს და ვუთხარი, მოემზადე, ლონდონში მივდივართ, მეთქი. მართალი გითხრათ ცოტა დაიბნა, შოკირებული ჩანდა, მაგრამ ძალიან გაუხარდა და მეც ბედნიერად ვიგრძენი თავი".

ადრეც გვიხსენებია, რომ ვან დერ ვაარტის მეუღლე სილვი ჰოლანდიელი ტელევარსკვლავია და ლონდონში გამოჩენა მისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ. ვან დერ ვაარტმა იხუმრა:

"რასაკვირველია, ჩემი ცოლი ჰოლანდიაში ცნობილი ადამიანია, ალბათ, ჩემზე გაცილებით ცნობილი, მაგრამ ჩვენ ახალ გარემოსთან

შეგუებას მაინც მოვახერხებთ. ვფიქრობ, ინგლისი მისთვისაც დიდებული ქვეყანაა, მე კი აქ თამაში ყოველთვის მინდოდა".

და ბოლოს, ვან დერ ვაარტს მისი რეპუტაციის შესახებ ჰკითხეს: "ქუჩის ბიჭი ვარ, ქუჩაში კი ადგილი ბრძოლით მოიპოვება, მაგრამ ისე ძალიან წყნარი ადამიანი ვარ. შარიანს ტყუილად მეძახიან".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა