აღმოსავლეთის კომუსუბი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) გამოფხიზლდა - 20 მარტს მან მონღოლი ტოკიტენკუ იოლად დაამარცხა
ოსაკაში გაზაფხულის ბაშოს 2/3 გაილია. ქართველთა იანვრის ტრიუმფის შემდეგ გაწბილება გველოდა - ჩვენებურებს ძალიან უჭირთ, როგორც ელიტაში, ასევე მე-2 დივიზიონში.

აღმოსავლეთის კომუსუბი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) გამოფხიზლდა - 20 მარტს მან მონღოლი ტოკიტენკუ იოლად დაამარცხა. თეიმურაზს 3-7 ბალანსი აქვს. მოგეხსენებათ, კიდევ ერთი მარცხი მას კომუსუბის ტიტულს დაუკარგავს. ეს რომ არ მოხდეს, გაგამარუმ ხუთივე დარჩენილი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. დღეს ის იოშიკაძეს (3-7) ხვდება.

მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ელიტაში ერთადერთია, ვინც ერთ ბრძოლაზე მეტი ვერ მოიგო. სამწუხაროდ, ჩვენებური რეიტინგში გვარიანად დაქვეითდება. ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაის (ლევან ცაგურია) წაგების უფლება აღარ აქვს.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ამიშიკი (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ბარუტო-ტოჩიოძანი (კოტენაგე), კისენოსატო-მიოგირიუ (ოშიდაში), ტოიონოშიმა-კოტოოშუ (კატასუკაში), კაკურიუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), გაგამარუ-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კიოკუტენჰო-იოშიკაძე (აბისეტაოში), ჰომაშო-ტოჩინოშინი (ოშატაოში), არანი-ტაკაიასუ (ჰატაკიკომი). ძურიო: ოივატო-კოკაი (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა

9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), შოტენრო (მაეგაშირა 16).

8-2: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)... 3-7: გაგამარუ (კომუსუბი)... 1-9: ტოჩინოშინი (მ 3).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-კოტოოშუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, კაკურიუ-მიოგირიუ, ამინიშიკი-ტოჩინოვაკა, გაგამარუ-იოშიკაძე, არანი-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ, ვაკაკოიუ-კიოკუტენჰო, ტოიონოშიმა-ტაკაიასუ. ძურიო: კოკაი-არავაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე