არადა, ევროპაში ყველაზე ხშირად ჯარიმებს მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფორვარდი ასრულებს
თუ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველები, კროოსი და რიბერი, იმის გამოსარკვევად, თუ ვინ დაარტყამს ჯარიმას, ყველასთვის ნაცნობ საბავშვო თამაშს "ჯეირანს" თამაშობენ, მადრიდის "რეალში" ეს საკითხი კარგა ხანია არ დამდგარა.

ჯარიმებს ყოველთვის ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო ურტყამს, თუმცა გუნდში ბევრი ოსტატია: იოზილი, კაკა, ჩაბი ალონსო, ბენზემა. მაგრამ უახლოეს ხანში ერთ-ერთი მათგანი "სამეფო კლუბის" ვარსკვლავს კონკურენციას გაუწევს, მიმდინარე სეზონში ხომ ჯარიმიდან რონალდოს ჯერაც არ გაუტანია.

ამასთან, პორტუგალიელი ჯარიმებს არა მხოლოდ თავის გუნდში, ევროპაშიც ყველაზე ხშირად ასრულებს: 37 დარტყმა და არცერთი გოლი…

ყველა ევროპულ ჩემპიონატს შორის ამ მაჩვენებლით საუკეთესო "მალაგას" ნახევარმცველი სანტი კასორლაა: 21 დარტყმა, 4 გოლი. ბოლოს მან სწორედ რონალდოს გუნდი დაამწუხრა, როდესაც უკვე დამატებულ წუთებზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაუთანაბრა.

საჯარიმო დარტყმების ყველაზე ზუსტი შემსრულებელი კი "სანდერლენდის" შვედი ფეხბურთელი სებასტიან ლარსონია: 10 დარტყმა, 3 გოლი. შემდეგ მოდიან ჩავი ( 2 გოლი 10 საჯარიმოდან), უეინ რუნი ( 2 11-დან), მორტენ-ჰამსტ პედერსენი ( 2 15-დან).

ამ მხრივ კრიზისი, როგორც ჩანს, ყველა რეკორდის დამამხობელ ლიონელ მესისაც შეეხო: 21 დარტყმა და მხოლოდ ერთი გოლი.

ეს 37 საჯარიმო დარტყმა ალბათ მხოლოდ პრიმერაში არის დათვლილი.. წინააღმდეგ შემთხვევაში უზუსტობა გაპარული. ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაზე ლიონთან გასვლით შეხვედრაში რონალდომ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა გოლი :) ნუ დავუკარგავთ ადამიანს :)
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე