თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში იკრიბებიან
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დუშეთის ოლიმპიურ ბაზას შეკრების გასავლელად მიაშურა, მოგვიანებით კი მას ბერძენ-რომაელთა გუნდიც შეუერთდება.

ჩვენი მოჭიდავეები სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადებიან და ეს შეკრებაც ამ მიზანს ემსახურება. ამ რანგის პირველი შეჯიბრება 20-22 აპრილს სოფიაში ტარდება ევროპის ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით და იქ ლონდონის ოლიმპიადის საგზურს ფინალისტები მიიღებენ.

ბულგარეთში წასვლამდე ჩვენები კიდევ ერთ შეკრებას გაივლიან, ისევ დუშეთში.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემაც და მისმა ბერძენ-რომაელმა კოლეგა ბეგი დარჩიამაც დუშეთში გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანეს - 40-40 კაცი.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფლებს" ოთხი ლიცენზია აქვთ - 60, 74, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ბერძენ-რომაელებს კი მხოლოდ ერთი გააჩნიათ 66 კილოგრამში.

სოფიის შემდეგ მიყოლებით კიდევ ორი სალიცენზიო შეჯიბრება ტარდება, ოღონდ უკვე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით - 27-29 აპრილს ჩინურ ტაიუანში, 4-6 მაისს კი - ჰელსინკში. ჩინეთში სამი საგზური გათამაშდება - ბრინჯაოს მედალოსნებს ერთმანეთს დააჭიდებენ, ფინეთში კი კვლავაც ორი, ანუ ისევ მხოლოდ ფინალისტებზე.

აქვე დავძენთ, რომ ამ ტურნირებში ქვეყანა მონაწილეს ვერ გააგზავნის იმ წონებში, სადაც უკვე მოპოვებული აქვს ლიცენზიები. ცხადია, ეს სხვებს შანსს უზრდის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აქამდე არასაჭიდაო აფრიკულ-ლათინოამერიკული ქვეყნების წარმატების ფონზე მსოფლიოს პირველობაზე ძალიან ბევრი ძლიერი ევროპელი მოჭიდავე დარჩა უსაგზუროდ.

ჩვენი მწვრთნელები სალიცენზიო ტურნირებზე წასაყვან კანდიდატებს ჯერ არ ასახელებენ, თუმცა ბევრმა მეტოქემ ეს უკვე გააკეთა.

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე