ერევანში მთავრდება "პრეზიდენტის თასის" გათამაშება 18-წლამდელ ჩოგბურთელთა შორის. გოგონებში და ბიჭებში სულ19-მა ქართველმა იასპარეზა...

ერევანში მთავრდება "პრეზიდენტის თასის" გათამაშება 18-წლამდელ ჩოგბურთელთა შორის. გოგონებში და ბიჭებში სულ19-მა ქართველმა იასპარეზა.ერთეულთა ბადეში ნახევარფინალების ჯერია და იქ თითო ჩვენებურია გასული. ბიჭების ნახევარფინალში 16 წლის ნიკა დოლიძეა, რომელიც 18-წლამდელთა ასპარეზზე ლამის დებიუტანტია, აქამდე მან მხოლოდ ერთ ტურნირში ითამაშა. "რენას და დათოს თასის" წლევანდელი ტურნირის გამარჯვებული (16-წლამდელებში) ერევანში საკვალიფიკაციო ბატალიებიდან ჩაერთო. ახლა კი ის ტურნირის პირველ ჩოგანს, 18 წლის ესტონელ დანილ პროსკურას (236) ხვდება ნახევარფინალში. წინა წრეში დოლიძემ სამ სეტში დაამარცხა მასპინძელთა ფავორიტი, მე-4 ნომრად განთესილი არტემ ოგანესიანი (505) - 3:6, 6:4, 7:6 (5). დოლიძემ მთელი ძალები შეალია სომხის ძლევას, პროსკურამ უბრძოლველად წაიწია წინ, მიხეილ ხმიადაშვილმა პირველივე სეტში (0:1-ზე) შეწყვიტა წინააღმდეგობა. საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსული ლუკა ფილფანი მე-8 ნომრად განთესილ უკრაინელ ოლექსანდერ ბიელინსკისთან (1326) დამარცხდა - 4:6, 2:6.

გოგონათა ნახევარფინალში 15 წლის ბარბარე ერისთავი გავიდა, ის რუს პოლინა ნოვოსელოვას ეთამაშება. საოცარია, მაგრამ რუსი ჩოგბურთელი ჯერ 13 წლისაა და უკვე 18-წლამდელთა შორის თამაშობს. მან ტურნირზე ორი ქართველი და ერთი სომეხი ჩოგბურთელი დაამარცხა. მეოთხედფინალში ერისთავმა ნუნე ხაჩატრიანს მოუგო - 6:3, 6:4. მე-4 ნომრად განთესილი ნინო სუჯაშვილი (934) კი ანი ამირაღიანთან დამარცხდა - 1:6, 1:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე