"მარსელის" პრეზიდენტი ვენსან ლაბრუნი ვადაზე ადრე დიდიესთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს
სწორედ ამ დღეებში ვწერდით, რომ დიდიე დეშამი, პრაქტიკულად, შეეგუა იმას, რომ სეზონის ბოლოს "ველოდრომიდან" წასვლა მოუწევს, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდი "ზომაზე მეტად" უმოტივაციოდ გამოიყურება.

სხვას ვერაფერს დავაბრალებთ იმას, რაც 20 მარტს საღამოს მოხდა - "მარსელმა" საფრანგეთის თასის 1/4-ფინალში მესამელიგელ "კევილისთან" წააგო. მიუხედავად ამ სამარცხვინო მატჩისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბისთვის ყველა ტურნირში ერთად მე-7 წაგება(!) იყო, "მარსელის" პრეზიდენტი ვენსან ლაბრუნი ვადაზე ადრე დიდიესთან თანამშრომლობის შეწყვეტას მაინც არ აპირებს.

"ყველას უნდა ეყოს სითამამე და თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს. მე პირადად დეშამს მხარს ვუჭერ და ბოლომდე მასთან ერთად დგომას ვაპირებ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, "მარსელის" ღირსების გადასარჩენად ვიზრუნოთ. ამ ეტაპზე პრიორიტეტებს შორის ჩემპიონატის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დასრულებაა. თასიდან გამოვარდნას ერთადერთი მინუსი აქვს: სათამაშო გრაფიკი ბევრად უფრო შემსუბუქდება," - აცხადებს ლაბრუნი.

რაც შეეხება თავად მწვრთნელს, ის აცხადებს, რომ: "იცით რა? ყველა დამარცხება ძალიან მძიმე გადასატანია, მაგრამ ასეთი წაგებები, რაც დღეს საღამოს ვიწვნიეთ, სხვებზე მტკივნეულია. მინდა მეტოქეს მივულოცო ეს წარმატება და ვაღიარო, რომ პლეი ოფების შეხვედრებში გუნდმა სწორედ ასე უნდა ითამაშოს. ცნება "ყველაფერში დამნაშავე" დღეს საღამოს არ არსებობს.

ამიტომ მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებსაც ვერ დავადებ ხელს და ვერც მთლიანად მე ვიკისრებ ამ ტვირთს. მართალია, ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძოდით. ყველაზე მეტად ამ თამაშში ჩვენ ფანტაზია, სიზუსტე და მოძრაობა გვაკლდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა