"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მარცხი ღირსეულად მიიღო
იუვენტუსი-მილანი 1:2 დ.დ. 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 დელ პიერო (28), 1:1 მესბა (51), 1:2 მაქსი ლოპესი (81), 2:2 ვუჩინიჩი (96).

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი "იუვენტუსის" გასვლითი გამარჯვებით დასრულდა, "მილანის" ჩამოწერა აზრად არავის მოსვლია და როგორც განმეორებითმა მატჩმა გვიჩვენა, სრულიად საფუძვლიანადაც... ლომბარდიელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს პიემონტელებს, დამატებით დროში გადაიყვანეს თამაში და მხოლოდ იქ გაუშვეს გადამწყვეტი გოლი...

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. მართალია, ფეხბურთელთა ქმედებაში წუნი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მთლიანობაში თამაში მაინც სანახაობრივი გახლდათ.

პირველი გოლი ალესანდრო დელ პიეროს ანგარიშზეა, რომელიც ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და არც წაუგია... 28-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პინტურიკიო მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, "მილანის" კიპერს დასწრებაზე აჯობა და ბურთი, პრაქტიკულად, დაუცველ კარში შეაგორა, 1:0. გოლით ფრთაშესხმულმა ტურინელებმა კიდევ რამდენიმე იერიში მიიტანეს მილანელთა კართან, მაგრამ მარკო ამელია იყო მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ნახევარი უკვე ’მილანის" სრული უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. სტუმართა გამოცოცხლებაში დიდი წვლილი ცვლილებებმაც შეიტანეს. განსაკუთრებით, მაქსი ლოპესის გამოსვლა უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეცვალა.

გამათანაბრებელი გოლი ჯამელ მესბას ანგარიშზეა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან ჩაკიდულ ბურთს მეტოქის საჯარიმოში დაუხვდა და ზუსტი დარტყმით შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, 1:1. ამის შემდეგ მილანელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ამან შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო - მაქსი ლოპესმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, კარგად შემოტრიალდა, ორ მოწინააღმდეგეს აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით მარკო სტორარი უშანსოდ დატოვა, 1:2. მაქსიმ მართლაც ულამაზესი გოლი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

აი, დამატებითში კი მილანელებს აშკარად დაღლა დაეტყოთ, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი - ლომბარდიულ გრანდს ამ თამაშამდე სამ ფრონტზე უწევდა ბრძოლა, რაც, პრაქტიკულად, სამ დღეში ერთხელ თამაშს ნიშნავს და თუ ამას ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმრავლეს დავუმატებთ, ყველაფერი გასაგები ხდება.

მოკლედ, "მილანმა" ფიზიკურად ვეღარ გაუძლო და მირკო ვუჩინიჩისგან საბედისწერო გოლი მიიღო - ჩერნოგორიელმა მეტოქის კარიდან დაახლოებით 30 მეტრში მიიღო ბურთი, უძლიერესად დაარტყა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა, 2:2.

საერთოდ, მირკოს თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია. ყველაზე სახიფათო იყო ტურინელთაგან და დამატებითშიც ისე ენერგიულად ირჯებოდა, თითქოს მთელი 90 წუთი მის მაგივრად ვინმე სხვას ერბინოს. მოკლედ, ვუჩინიჩმა ყველაზე საჭირო დროს გაისროლა და ტურინულ გრანდს იტალიის თასის ფინალური მატჩის საგზური მოუტანა.

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მარცხი ღირსეულად მიიღო და პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "შეგირდთა ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომები არ დაგვიშვია - პირიქით, ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. უბრალოდ, გადატვირთული კალენდრის და შეთხელებული შემადგენლობის გამო დამატებითი დრო ჩვენთვის ნამდვილი გამოცდა იყო, რომელიც ვერ ჩავაბარეთ. იძულებული გავხდი, მოედანზე ის ფეხბურთელები შემეშვა, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

მაქსი ლოპესით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. რა გაეწყობა, ღირსეულად უნდა მივიღოთ მარცხი და წინ გავიხედოთ. "იუვეს" კი ფინალში წარმატებებს ვუსურვებ".

ანტონიო კონტე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა და ამის საპატიო მიზეზი ჰქონდა - თამაშის მსვლელობისას იმდენი იყვირა, რომ ხმა ჩაეხლიჩა და ხეირიანად ლაპარაკის უნარი დაკარგა. ამიტომ პრესას ანდრეა პირლო გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ფანტასტიკური შეხვედრა იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

ბედნიერი ვარ, რომ საწადელს მივაღწიეთ და ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. აქვე, აუცილებლად უნდა შევაქო მეტოქე, რომელმაც შესანიშნავი თამაში აჩვენა და ასევე იმსახურებდა ფინალში თამაშს. თუმცა, რას ვიზამთ, გამარჯვებული ერთი უნდა იყოს და ამჯერად ჩვენ გაგვიმართლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე