ჰოლანდიელმა ფირფიტა შეცვალა და "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს

არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნისთვის" ფასდაუდებელი ფეხბურთელია, რაც გასულ უქმეებზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა: 28 წლის ჰოლანდიელმა ბერლინის "ჰერტასთან" 6:0-ზე მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

რობენს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავარიელებმა მასთან ახალი ხელშეკრულების დადება ზაფხულამდე უნდა მოასწრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არიენის "ბაიერნში" დარჩენას სერიოზული საფრთხე დაემუქრება. უკიდურეს შემთხვევაში კი, ჰოლანდიელი "ბაიერნს" გაისად სულაც უფასოდ დატოვებს.

"ბაიერნის" ქომაგები ბოლო თვეებში რობენის გამო არ ნერვიულობდნენ, რადგან იანვარში არიენმა გასაგებად თქვა, რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობააო და მერე ისიც დასძინა, ეს იანვარში თუ არა, თებერვალში ან, მაქსიმუმ, მარტში მაინც მოხდება. ასე რომ, "ბაიერნის" ფანებს სანერვიულო არაფერი აქვთო.

იანვარიც გავიდა და თებერვალიც, ახლა კი მარტი იწურება და რობენს ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მან ფირფიტა შეცვალა!

"ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტით "ბაიერნში" ვრჩები, - უთხრა გუშინ რობენმა "ბილდს", - ბოლო კვირებში რაღაც-რაღაცები მოხდა და ბევრი რამ შეიცვალა. ზედიზედ სამ მატჩში არ მიასპარეზია და ეს დრო სათადარიგოთა სკამზე გავატარე.

გულახდილად ვამბობ, რომ სკამზე ჯდომა არ მსიამოვნებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სულაც არაა აუცილებელი, ახალი კონტრაქტი ამ ან მომდევნო კვირაში გავაფორმო. ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. თანაც, "ბაიერნთან" ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და მოკლედ, საჩქარო არაფერია."

ერთი სიტყვით, რობენი "ბაიერნის" ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს ანერვიულებს. რეკორდმაისტერისთვის კარგი მხოლოდ ის არის, რომ ჰოლანდიელს ბავარიიდან აბარგებაზე ჯერჯერობით კრინტიც არ დაუძრავს.

"არა, სხვა კლუბებს ნამდვილად არ ველაპარაკები და სანამ "ბაიერნთან" არ გავარკვევ ურთიერთობას, არც არავის დაველაპარაკები. ცხადია, ვიღაც-ვიღაცები მირეკავენ და მეც არაფერს გამოვრიცხავ - ფეხბურთში ხანდახან უცნაური რაღაცები ხდება," - ამბობს რობენი. სამაგიეროდ, "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა თავდამსხმელი მარიო გომესი...

პისარო ისევ ბაიერნში?

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი: "ბაიერნს" კლაუდიო პისაროს დაბრუნება უნდა. ჟურნალ "შპორტ ბილდის" ცნობით, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები "ვერდერის" 33 წლის თავდამსხმელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ პისაროს ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება და "მუსიკოსებს" მისი შენარჩუნება უნდათ. პერუელმა თვის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს, აფორმებს თუ არა "ვერდერთან" ახალ ხელშეკრულებას. შეგახსენებთ, რომ კლაუდიო პისარო "ბაიერნში" 2001-იდან 2007 წლამდე თამაშობდა და რეკორდმაისტერთან ერთად სამჯერ გერმანიის ჩემპიონი გახდა და ერთხელ გერმანიის თასი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!