უახლოეს უიქ ენდზე იტალიის გრან-პრი გაიმართება. მას ტრადიციულად მონცას ეროვნული ავტოდრომი უმასპინძლებს. ეს არის "ფერარის" საშინაო ტრასა და ფორმულა 1-ის მექა, რომელსაც 1950 წლიდან მოყოლებული არ გამოუტოვებია არც ერთი რბოლა.

უახლოეს უიქ ენდზე იტალიის გრან-პრი გაიმართება. მას ტრადიციულად მონცას ეროვნული ავტოდრომი უმასპინძლებს. ეს არის "ფერარის" საშინაო ტრასა და ფორმულა 1-ის მექა, რომელსაც 1950 წლიდან მოყოლებული არ გამოუტოვებია არც ერთი რბოლა.

მონცას ფორმულა 1-ის ტრასებს შორის ყველაზე მეტი ეტაპისთვის უმასპინძლია, გარდა ამისა, ის ყველაზე ჩქაროსნული რბოლაა მთელს ჩემპიონატში - აქ ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარე ფიქსირდება. თავის დროზე, ტრასას სწორედ სარეკორდო სიჩქარეზე გათვლით აგებდნენ. ავტოსპორტის სამყაროში მას "სიჩქარის ტაძარიც" კი უწოდეს, მაგრამ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში არაერთი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ტრასის კონფიგურაცია შეიცვალა და უფრო მეტი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოებას. სხვათა შორის, ზუსტად 30 წლის წინ, მონცას ერთ-ერთ მოსახვევში დაიღუპა ლეგენდარული იოხენ რინდტი, რომელიც სიკვდილის შემდეგ გამოაცხადეს ჩემპიონად.

ასეა თუ ისე, მონცა კვლავაც ყველაზე სწრაფი ტრასაა და გუნდები სპეციალურად იტალიის გრან-პრისთვის ამზადებენ აეროდინამიკულ ელემენტებს.

მოქმედ პილოტებს შორის იტალიის გრან-პრიზე მხოლოდ ოთხს გაუმარჯვია. მიხაელ შუმახერი ხუთჯერ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე, მაგრამ ძალთა დღევანდელი თანაფარდობის გათვალისწინებით, "წითელ ბარონს" მეექვსე ტრიუმფის მინიმალური შანსი აქვს. რუბენს ბარიკელოსაც არ უნდა ჰქონდეს მონცაში მეოთხე გამარჯვების იმედი.

კიდევ ერთი პილოტი, რომელმაც მონცა დაიპყრო, ფერნანდო ალონსო გახლავთ. 2007 წელს ესპანელმა "მაკლარენის" ბოლიდით პოულიდან აიღო სტარტი და ექვსი წამით გაუსწრო უახლოეს მდევარს. ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი "ფერარის" ბოლიდით შეეცდება წარმატების მიღწევას.

სებასტიან ფეტელმა, რომელსაც ამ სეზონში პერმანენტული უიღბლობა დასჩემდა, ორი წლის წინ მოკრძალებული "ტორო როსოს" ბოლიდით კარიერაში პირველი პოული და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ასე რომ, ეჭვგარეშეა, ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი ბოლიდის მქონე გერმანელი ყველაფერს გააკეთებს დაკარგულის დასაბრუნებლად. ხოლო მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, სება, ალბათ, უნდა გამოეთხოვოს ამ სეზონში პირველობაზე ფიქრს.

მით უმეტეს, რომ ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, უკვე 31 ქულით უსწრებს გერმანელს. ავსტრალიელმა ბელგიის გრან-პრის შემდეგ ღიად გამოაცხადა, რომ დროა "რედ ბულის" ხელმძღვანელობამ სეზონის დარჩენილი რბოლებისთვის "პირველი" პილოტის ვინაობა დაასახელოს. ბუნებრივია, მარკი ამ ფრაზაში საკუთარ თავს გულისხმობდა. უებერს სერიოზულად აქვს ჩაფიქრებული ტიტულის მოპოვება. ბელგიის ეტაპის შემდეგ მან საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაუთმო ლუის ჰემილტონს, რაც, ალბათ, კიდევ უფრო გააღიზიანებდა ავსტრალიელს.

ჰემილტონი კი მომავალ რბოლაში ბუკმეიკერების ფავორიტია. ბრიტანელმა ამ სეზონში მხოლოდ ორჯერ ვერ შეძლო ქულათა ზონაში შესვლა, დანარჩენ შემთხვევებში კი პირველ ხუთეულში ხვდებოდა. "მაკლარენში" მისი პარტნიორი, მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონიც არ კარგავს ჩემპიონობის შენარჩუნების იმედს. ჯენსონი ბელგიის სპაზე დასანანი ინციდენტის გამო გაბრაზებული ხვდება იტალიის გრან-პრის. შეგახსენეთ, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ფეტელმა დამუხრუჭებისას უხეში შეცდომა დაუშვა და ბრიტანელი რბოლას გამოთიშა.

კვირას რბოლა თბილისი დროით 16 საათზე დაიწყება.

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 182 ქულა; 2. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 179; 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 151; 4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 147; 5. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 141; 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 109; 7. რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) - 104; 8. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 102; 9. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 45; 10. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 44; 11. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 30; 12. კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) - 21; 13. ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) - 19; 14. ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) - 13; 15. ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) - 10; 16. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 7.

ლელო

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა