საქართველოს A ნაკრებმა ინგლისის პრემიერშიპში მოასპარეზე "ეშერი" 25:8 დაამარცხა

საქართველოს A ნაკრებმა 21 მარტს ბრიტანულ ტურნეში პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა ინგლისის პრემიერშიპში მოასპარეზე "ეშერი" 25:8 დაამარცხა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ინგლისელებთან საასპარეზოდ ასეთი შემადგენლობა გაიყვანა:

საქართველო A: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. ალექსანდრე ნიჟარაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. ირაკლი ჩხიკვაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. გიორგი ჯიმშელაძე, 9. ბიძინა სამხარაძე. 1. ირაკლი მირცხულავა, 2. შალვა სუთიაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. დავით ჩიტიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ბექა ბიწაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი თხილაიშვილი.

16. ბექა მეკოკიშვილი, 17. გიორგი მენაბდიშვილი, 18. ლაშა თავართქილაძე, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. გიორგი კაჭარავა, 21. გიგა გაგოშვილი, 22. ირაკლი გეგენავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს A ნაკრებს თან ახლავს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები: მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამ ტურნესთვის შესაძლებელი იყო უკეთესი გუნდის შეკრებაც, მაგრამ ეს სამი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. პირველი: მორაგბეები არ გამოუშვეს ფრანგულმა კლუბებმა; მეორე: 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისთვის ემზადება, რომელიც ივნისში სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება და ამიტომ მოხდა კონტინგენტის გადანაწილება; ამასთან ერთად, ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილს გაუმიზეზდა რუსეთის ნაკრებთან თამაშისას მიღებული ტრავმა და ტურნეში გამგზავრება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას საქართველოს A ნაკრები 27 მარტს უელსის კლუბების ნაკრებთან გამართავს, ოთხი დღის შემდეგ კი ჩრდილოეთ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kosta
ლოსაბერიძე რატომ არ ყავთ?
giorgi
დასანანია ირაკლი ყიასაშვილი რომ არაა, იმედია მალე მოირჩენს ტრამვას და შეუერთდება დიდი დანაკლისია მისი არყოფნა, ბიჭებს კი ვულოცავ გამარჯვებას
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე