"ხარებს" აღარ სპონსორობს "ჰაიდელბერგცემენტი", რომელიც გუნდს ერთგულად ედგა გვერდში სამი წელი
სანაკრებო ციებ-ცხელება დასრულდა და 31 მარტიდან გაზაფხულის ტურნირში, რომელიც ახლებური სისტემით გასამართი საქართველოს ჩემპიონატის გარდამავალი შეჯიბრებაა, უმაღლესლიგელები ჩაერთვებიან. გუნდები სამი თვეა, ინტენსიურად ემზადებიან. ამჯერად რუსთავის "ხარებს" წარმოგიდგენთ.

ამ კლუბში ბევრი სიახლეა. სამწუხაროდ, "ხარებს" აღარ სპონსორობს "ჰაიდელბერგცემენტი", რომელიც გუნდს ერთგულად ედგა გვერდში სამი წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, "ხარების" პატრონობა რუსთავის მუნიციპალიტეტმა ითავა. შეიცვალა გუნდის ლოგო, სათამაშო ფორმის დიზაინი.

"ხარების" რიგები კონტრაქტის დასრულების შემდეგ კახაბერ უჩავამ და სერგო მოქიამ დატოვეს. სარაგბო კარიერა დაასრულა გამოცდილმა შოთა მაჭარაშვილმა. მათ ნაცვლად დავიმატეთ გიორგი ხაბაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ზურაბ ჭიჭინაძე და ჭაბუკთა A ლიგაში მოთამაშე გუნდის რამდენიმე მორაგბე. ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი შესვენების შემდეგ გუნდ "ხარებს" დაუბრუნდა ლაშა კაკაბაძე" - გვითხრა რუსთავის "ხარების" პრეს-ატაშემ ნათია ჯიოშვილმა.

ზაზა ხუციშვილი, რუსთავის "ხარების" მწვრთნელი:

"სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით. უამინდობის გამო მოედანზე ვერ შევდიოდით, მაგრამ ბიჭები ყოველდღიურად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვარჯიშობდნენ. გუნდში რამდენიმე იმედისმომცემი ახალი მორაგბე მოვიწვიეთ.

გარდამავალ საგაზაფხულო ტურნირს საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ივნისში ახალ სტადიონზე გადავალთ. პირობები ბევრად უკეთესი გვექნება, რაც, შესაბამისად, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

მიზანი საქართველოს ჩემპიონატში ფლეი ოფში გასვლაა, იქ კი საპრიზო ადგილისთვისაც ვიბრძოლებთ".

დავით კაკაბაძე, რუსთავის "ხარების" დირექტორი:

"მომავალი სეზონიდან "ხარების" უმაღლესი ლიგისა და ყველა ასაკობრივი გუნდი წითელ-თეთრ ფერებში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ წლეულს, უწინდელისგან განსხვავებით, მორაგბეებს ზამთრისა და ზაფხულის სპეციალური სპორტული ფორმა შევუკერეთ. მხარდაჭერისათვის მინდა მადლობა გადავუხადო მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებს."

რუსთავის "ხარები"

პირველი ხაზი: დავით სიხარულიძე, დავით ხვიჩია, უჩა აღაშვილი, ლაშა კაკაბაძე, მიხეილ წიკლაური, გიორგი ხაბაშვილი, გიგა ქვლივიძე.

მეორე ხაზი: თომა ბალუაშვილი, სოლომონ ქარუხნიშვილი, რატი ხარძიანი, კახა კობერიძე.

მესამე ხაზი: ლაშა გოგიაშვილი, ლევან შაშიაშვილი, ირაკლი ზავარდაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ზურაბ გაბრიჭიძე, დავით ყოჩიაშვილი, გიორგი მარტიაშვილი.

#9: ვაჟა ხუციშვილი, ლექსო მელიქიშვილი, გიორგი გულბათაშვილი.

#10: მანუჩარ ჭაავა, გიორგი ბასილაია.

#12-13: რატი ღამბაშიძე, პალიკო ჯიმშელაძე, ზვიად ღამბარაშვილი, თორნიკე კიკნაძე.

#11-14: ბექა ბებიაშვილი, მიხეილ წიკლაური, გიორგი ბებიაშვილი, ირაკლი მურადაშვილი,

#15: ლაშა შუბითიძე, თორნიკე თეგეთაშვილი.

31 მარტი

ხარები-ჯიქები, ლოკომოტივი-ყოჩები, აია-თიბისი

7 აპრილი

ხარები-აია, თიბისი-ლოკომოტივი, ყოჩები-ჯიქები

21 აპრილი

თიბისი-ხარები, აია-ყოჩები, ჯიქები-ლოკომოტივი

28 აპრილი

ლოკომოტივი-ხარები, ჯიქები-აია, ყოჩები-თიბისი

5 მაისი

ყოჩები-ხარები, თიბისი-ჯიქები, აია-ლოკომოტივი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

natia
დიდი მადლობა gregory57...
GREGORY57
წარმატებები ხარებს და გუნდის პრეს-სამსახურს ნათია ჯიოშვილს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა