ექვსი ერის სიმბოლურ ნაკრებში დიდი სლემის შემსრულებლის, უელსის ნაკრების რვა მორაგბე მოხვდა
ექვსი ერის დასრულების შემდეგ, მრავალი გამოკითხვისა და აზრთა გაცვლის შედეგად, დადგინდა, რომ წლეულს ყველაზე გამორჩეული სამი ახალგაზრდა მორაგბე იყო: უელსელი ფლანკერი დენი ლიდიატი, შოტლანდიის ნაკრების მეორეხაზელი რიჩი გრეი და საფრანგეთის ეროვნული გუნდის შუამარბი ვესლი ფოფანა.

ცხადია, როგორც წესია, დასახელდა სიმბოლური ნაკრები, რომელშიც გასაკვირი არ არის, რომ დიდი სლემის შემსრულებლის, "წითელი ურჩხულების" რვა მორაგბე მოხვდა. ორ-ორი მოთამაშე მიავლინეს საუკეთესოთა შორის ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებებმა. თითო მოთამაშე ჰყავთ სიმბოლურში საფრანგეთს, შოტლანდიასა და იტალიას.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის ნაკრებში" ვერ მოხვდა 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ტიერი დუსოტუარი. ისევ შესანიშნავ ფორმაშია და რვა ნომრის პოზიციაზე პირველობას არავის უთმობს არგენტინული წარმოშობის იტალიელი სერჯო პარისე.

სიმბოლური ნაკრები: 15. რობ კირნი (ირლანდია), 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი (ორივე-უელსი), 12. ვესლი ფოფანა (საფრანგეთი), 11. ჯორჯ ნორსი (უელსი), 10. ოუენ ფარელი (ინგლისი), 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთლინ ჯენკინსი (ორივე-უელსი), 2. რორი ბესტი (ირლანდია), 3. ადამ ჯოუნზი (უელსი), 4. რიჩი გრეი (შოტლანდია), 5. იან ევანსი, 6. დენ ლიდიატი (ორივე-უელსი), 7. კრის რობშო (ინგლისი), 8. სერჯო პარისე (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე