კვალიარელამ ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში და დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბის გამოცვლა მოუწევს
ფაბიო კვალიარელამ ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში და დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბის გამოცვლა მოუწევს.

ამ ამბავს თვით ანტონიო კონტე არ გამორიცხავს და დასძენს, რომ ჯერჯერობით ფაბიო ვერ ჩაეწერა მის მონახაზში. როდესაც მწვრთნელი ასეთ რამეს ამბობს, იქ უკვე ყველაფერი ცხადია და ძნელად წარმოსადგენია, რომ ვითარება შეიცვალოს - ანუ ფაბიომ ზაფხულში ახალი გუნდი უნდა მოძებნოს.

აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ კვალიარელას გადაბირებით "ლაციოს" მესვეურები არიან დაინტერესებულნი და ტურინელ კოლეგებთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ. აქვე ვთქვათ, რომ 29 წლის ფორვარდს "იუვენტუსთან" 2014 წლის 1 ივნისამდე აკავშირებს კონტრაქტი და თუ საქმე საქმეზე მიდგა, რომაელებს მასში, სავარაუდოდ, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ... ყოველ შემთხვევაში, ასეთია ფაბიოს საბაზრო ღირებულება და დანარჩენი უკვე მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

ამ საკითხზე კომენტარი "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "მიროსლავ კლოზესა და ფაბიო კვალიარელას ტანდემი შესანიშნავი სანახავი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა.

ისე, ვადასტურებ, რომ ზაფხულში მაღალი კლასის ფორვარდის გადმობირებას ვგეგმავთ და ერთ-ერთი სამიზნე სწორედ კვალიარელაა. მის თამაშს დიდი ხანია ვაკვირდები და პირადად ჩემი აზრით, შესანიშნავად ჩაეწერებოდა "ლაციოს" მონახაზში. ამასთან, უნივერსალია და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდის პოზიციაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფაბიოს გადმობირებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე