16 მაისს, ლონდონში გაიმართება ყოველწლიური საგაზაფხულო აუქციონი, რომელიც კომპანია Silverstone Auctions-ის ეგიდით ტარდება
16 მაისს, ლონდონში გაიმართება ყოველწლიური საგაზაფხულო აუქციონი, რომელიც კომპანია Silverstone Auctions-ის ეგიდით ტარდება.

კომპანია სპეციალიზდება რარიტეტული ავტომობილების გაყიდვით, ამასთან ლომის წილი მის კატალოგებში სპორტულ და სარბოლო მანქანებს უჭირავთ.

წლევანდელი აუქციონის მთავარი ლოტი იქნება Toleman TG184 - ავტომობილი, რომლითაც ლეგენდარული ბრაზილიელი აირტონ სენა ფორმულა 1-ში თავის პირველ სეზონში ასპარეზობდა.

აუქციონის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ამ ბოლიდით დაიკავა სენამ მეორე ადგილი მონაკოს ლეგენდარულ გრანპრიზე: სველ ტრასაზე აირტონი ძალიან სწრაფად დაეწია ლიდერ ალენ პროსტს და გამორიცხული არ არის, რომ მოიგებდა რბოლას, მსაჯებს უსაფრთხოების მოსაზრებით რბოლა რომ არ შეეწყვიტათ.

სულ Toleman TG184-ით სენას სამი პოდიუმი აქვს მოპოვებული და მეცხრე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში.

ბოლიდი იდეალურ მდგომარეობაშია და შესაძლებელია მისი გამოყვანა ევროპაში პოპულარულ ისტორიული მანქანების რბოლებზე. ჯერჯერობით უცნობია, რა საწყისი ფასი ექნება აირტონ სენას ყოფილ ბოლიდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა