"ატლანტას" ქართველმა ცენტრმა "კლივლენდთან" მატჩში მიმდინარე სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა
თომპსონი და ფაჩულია

ტრისტანს მოვუსმინოთ:

- კვირას ზაზა ფაჩულიამ დამამარცხა. მოხსნებიც არ დამანება, სამწამიანი ზონიდან გამაგდო და საერთოდ, მოედანზე დამანარცხა. ეს დაუშვებელია. მაქვს შანსი, განმეორებით მატჩში შეცდომა გამოვასწორო, ზედმეტად ვიაქტიურო და ფაჩულიას მოხსნა არ დავუთმო.

ტრისტან თომპსონი "კლივლენდის" მეფარეა, რომელსაც "ატლანტა ჰოქსთან" ბოლო ოთხ დღეში ორჯერ მოუწია დაპირისპირება. ზემოთ მოყვანილი ფრაზა თომპსონმა სამშაბათს თქვა.

ოთხშაბათს კი ჯორჯიელებმა მეორედაც დაამარცხეს "კავალერები". ამჯერადაც 103 ქულა ჩაუგდეს, თუმცა საკუთარ კალათში 102 მიიღეს. რაც შეეხება ზაზასა და ტრისტანის დუელს, კლივლენდელმა ქართველს ვერც ამჯერად აჯობა. შედარებისთვის სტატისტიკას შემოგთავაზებთ. ფაჩულია: 47:52 წუთი, 14 ქულა, 7 მოხსნა. თომპსონი: 41 წუთი, 13 ქულა, 5 მოხსნა.

თუმცა ტრისტანმა იმდენი მაინც მოახერხა, რომ ზაზას სარეკორდო სვლა შეაწყვეტინა - კარიერაში პირველად ფაჩულიას ზედიზედ ექვსჯერ ჰქონდა გადალახული ათმოხსნიანი ბარიერი. "კლივლენდთან" კი 7 მოხსნა მოაგროვა.

დრიუ ზაზას: შენი ბოლომდე მჯერა!

კვირის მატჩში "ატლანტამ" სტუმრად "კავალიერსს" იოლად, 103:87 სძლია. 22 მარტს გამთენიისას კი შეხვედრა იმდენად საინტერესოდ წარიმართა, რომ ღამის გატეხვად ნამდვილად ღირდა. საწყის სამ პერიოდში "ატლანტას" ჩვეული თამაში არ გამოუვიდა, "კლივლენდს" საგანგებოდ ჰქონდა გადაკეტილი პერიმეტრი.

ამიტომ მასპინძლებმა აქცენტი ფარქვეშიდან შეტევაზე გააკეთეს. ეს კარგად გამოსდიოდა ჯოშ სმიტს, რომელმაც საბოლოოდ 32 ქულას მოუყარა თავი. შედეგიანად უტევდა ფაჩულიაც, რომელიც მეოთხე რაუნდს 14 ქულით შეხვდა. მიმდინარე სეზონში მისი რეკორდი 16 ქულაა. მესამე პერიოდის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ ამ მაჩვენებელს თუ არ გააუმჯობესებდა, გაიმეორებდა მაინც.

ზაზამ მეოთხე პერიოდი და ოვერტაიმი შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ქულათა მონაგარი ვერ გაიმდიდრა და რეკორდი შემდეგისთვის გადადო.

არადა, იყო ეპიზოდი, როცა ზუსტი ტყორცნით ფაჩულიას მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეეძლო: ოვერტაიმის დასრულებამდე 32 წამით ადრე (ანგარიშზე 101:101) ხელსაყრელი პოზიციიდან სტყორცნა. მაშინ, როცა ყველას ბურთი კალათში ეგონა, ნასროლმა მიზანს ვერ მიაღწია. გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" ეს ეპიზოდი "დენვერთან" ფაჩულიას მიერ ბოლო წამზე აცილებულს შეადარეს:

"ზაზამ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ბოლო წუთებზე რომ არ აეცილებინა...

მის შესახებ მწვრთნელ ლარი დრიუს ვკითხეთ, რომელმაც აღნიშნა:

- ფაჩულიას ვუთხარი: შესაძლოა, ერთი მნიშვნელოვანი ტყორცნა გააფუჭო, მაგრამ ამით ჩემი შენდამი დამოკიდებულება არ შეიცვლება. კვლავაც ბოლომდე გენდობი. როცა საქმე გუნდის წინა ხაზს ეხება, მსოფლიოში ყველაზე მეტად შენი მჯერა-მეთქი."

ამიტომაცაა, დრიუმ ფაჩულია 48 წუთი რომ ათამაშა, რაც მიმდინარე სეზონში ქართველის პირადი რეკორდია.

ჯოში და ჯო

ბოლოს ორიოდე სიტყვა მატჩის ქრონოლოგიაზეც უნდა ვთქვათ. თამაშის დასრულების შემდეგ ნებისმიერი გულშემატკივარი (მნიშვნელობა არ აქვს, რომელ გუნდს ქომაგობდა) ემოციურად დადებითად დაიმუხტებოდა.

პირველი მეოთხედი "კლივლენდისა" იყო, რომელმაც მე-16 წუთზე 16-ქულიან უპირატესობას მიაღწია (42:26). სწორედ ამის შემდეგ გაიღვიძა ჯოშ სმიტმა, ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო. მას ზაზა (4 ქულა) და სტეკჰაუზიც (ორი სამქულიანი) შეეშველნენ და მეორე პერიოდის დასრულებამდე 44 წამით ადრე "ატლანტა" 54:53 დაწინაურდა.

მესამე თორმეტწუთეულს 2 წუთი უკლდა, როცა მწვრთნელმა ფაჩულია კოლინზით შეცვალა. ამ მცირე მონაკვეთში ჯორჯიელებს 7-ქულიანი ფორა ხელში "შემოადნათ" და გადამწყვეტ რაუნდს უპირატესობით "კავალიერსი" შეხვდა - 73:72.

მეოთხე პერიოდისთვის ჯო ჯონსონიც გამოფხიზლდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის კალათბურთელია: საფინალო სირენასთან ერთად სამქულიანი კალათში ჩაუშვა (91:91) და წაგებული თამაში შემოატრიალა.

ოვერტაიმში კაილ ირვინგის (29 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი) აქტიურობით "კლივლენდი" წინ გაიჭრა - 101:95. სირენამდე 1:27 წუთით ადრე ექვსქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ურთულესი საქმეა, მაგრამ ჯონსონისა და სმიტის სიზუსტის წყალობით "ატლანტამ" ამჯერადაც შემოატრიალა და რა ანგარიშითაც გაიმარჯვა, უკვე მოგახსენეთ.

ატლანტა-კლივლენდი 103:102

ზაზა ფაჩულია: 48 წუთი, 14 ქულა (12-დან 5 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, 2 შეცდომა, 4 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა