დღესდღეობით ინგლისელები ელოდებიან, დატოვებენ თუ არა სტიუარტ ლანკასტერს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად
ალბათ ყველას ახსოვს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მარტინ ჯონსონისა და კაპიტნის, ლუის მუდის მოჟამული სახეები ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან. ინგლისელები თითქოს განადგურებულნი იყვნენ და "დიდი სარაგბო ოკეანის" ფსკერზე დაეშვნენ.

"პომების" რენომე 2012 წლის ექვსი ერის გათამაშებაში აღსდგა. ინგლისელებმა ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. მაინც რამ გამოიწვია გუნდის ასეთი გარდაქმნა? ინგლისის რაგბის კავშირმა გუნდს დროებით მწვრთნელად ინგლისის A ნაკრების თავკაცი სტიუარტ ლანკასტერი დანიშნა. მისი ასისტენტები ქვეყნის ჩემპიონის, "სარასენზის" მწვრთნელი ენდი ფარელი და ჯონსონის მწვრთნელთა შტაბის ერთ-ერთი წევრი გრემ რაუნტრი იყვნენ.

ამ სამეულმა მთავარი სამუშაოს შესრულება შეძლო. შექმნეს გუნდის ბირთვი და დაამყარეს რკინისებური დისციპლინა. მათ შთაუნერგეს მორაგბეებს, რომ ინგლისის ნაკრების კვართის ღირსების დაცვა უწინარესი მოვალეობა და უდიდესი პატივია.

ლიდსში გამართულ საწვრთნელ ბანაკში "პომებს" კევინ სინფილდი და ჰარი ნევილი ეწვივნენ და დიდხანს ისაუბრეს თემაზე, თუ რას ნიშნავს, წარმოადგენდე შენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე.

ახალი მორაგბეების: ოუენ ფარელის, ჯეფ პერლინგისა და ბენ მორგანის მისვლით ინგლისელთა გუნდი უფრო ხალასი, ბრძოლისუნარიანი გახდა. შოტლანდიასთან გაჭირვებით მოგების შემდეგ "პომებმა" თამაშის ხარისხი ნელ-ნელა გააუმჯობესეს და ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს იტალიის, საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებები.

ლანკასტერსა და კომპანიას დიდი სლემის შესრულებაც შეეძლოთ. უელსთან მატჩში არბიტრს დევიდ სტრიტლის მიერ გატანილი ლელო რომ ჩაეთვალა, ტრიუმფატორი დღეს სულ სხვა ქვეყანა იქნებოდა.

დღესდღეობით ინგლისელები ელოდებიან, დატოვებენ თუ არა სტიუარტ ლანკასტერს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად. მისი ასისტენტების ამბავი ცნობილია: ფარელი ისევ "სარასენზში" ბრუნდება, რაუნტრიმ კი განაცხადა: "არ მინდა რამე შევცვალო".

აღსანიშნავია, რომ მისი კონკურენტი სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტია. ახლა ყველაფერი იმ ხუთკაციან კომისიაზეა დამოკიდებული, რომელიც იანვრიდან მოყოლებული ნაკრების მწვრთნელის შესაფერის კანდიდატს ეძებს. ცხადია, კომისიის წევრებზე ფული ფუჭად დაიხარჯა. ნაკრების მომავალი მწვრთნელის ყველაზე რეალური კანდიდატი ხომ თავიდანვე ცნობილი იყო - ეს ლანკასტერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
ის ლელო, თუნდაც ჩათვლილიყო მოსაგებად არ ყოფნიდა ინგლისის ნაკრებს სხვათა შორის
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა