ლადო ვარძელაშვილი: "დიდი კონკურენციის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე გეგმებს არ ვცვლით"
საქართველო და აზერბაიჯანი, ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით დასახულ გეგმებს არ შეცვლიან.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტი იქნებოდა და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილს ათეულობით ქვეყანა გამოთქვამდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასპინძლობის უფლების მოპოვების შანსები არ არსებობს.

"2020 წლამდე საკმარისი დროა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ტურნირის მასპინძლობისთვის სათანადოდ მომზადება მოასწრონ. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და არავინ იცის, რა მოხდება. შესაბამისად, ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ", - აცხადებს ვარძელაშვილი.

ამასთან, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო და აზერბაიჯანი 2020-ის მასპინძლობის უფლებას ვერ მოიპოვებენ, მზადებას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აზრი არ დაეკარგება, რადგან განაცხადის შეტანა შემდგომ ევროპის ჩემპიონატზე იქნება შესაძლებელი.

"2020-ის შემდეგ ევრო 2024 მოდის. შესაბამისად, როდესაც შანსი მოგვეცემა, მას აუცილებლად გამოვიყენებთ", - აღნიშნა ლადო ვარძელაშვილმა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების საგანაცხადო პროცესი გახსნილად ორი დღის წინ გამოცხადდა. ტურნირის მასპინძლობის მსურველ ქვეყნებს UEFA-ში ოფიციალური განაცხადების შეტანა 26 მარტიდან ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

22 მარტს სტამბულში, UEFA-ს კონგრესის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მასპინძლობის სურვილის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს კიდევ ერთხელ უმასპინძლოს და ამ უფლების მოსაპოვებლად პაექრობაში ჩაებას.

მოგვიანებით ერდოღანის განცხადებას UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი გამოეხმაურა და თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

თურქეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის გარდა, "ევრო 2020"-ის მასპინძლობის სურვილი ჰოლანდიამ და ბელგიამ, რუმინეთ-ბულგარეთმა, ჩეხეთ-სლოვაკეთმა, ბოსნია-ხორვატია-სერბეთმა და ირლანდია-შოტლანდია-უელსმა გამოთქვეს.

"ინტერპრესნიუსი"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა