გორის "დილას" ახალწვეულმა მუხლის ტრავმა მოირჩინა და მოედანზე გამოსვლას 25 მარტს, ფოთში "კოლხეთთან" იმედოვნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟობით გორის "დილა" მოფერიანდა, ფინანსურად მოღონიერდა, დაიწყო საკლუბო ინფრასტრუქტურის განახლება, გენერალურ დირექტორად დანიშნულმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მამუკა ჯუღელმა კი საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.

ერთ-ერთი მათგანი - საქართველოს ნაკრებში ნათამაშები 26 წლის გოჩა ხოჯავა რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ცხადია, მისი იმედი ჰქონდათ გორელებსაც, მაგრამ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ ექვსი ტური მიილია, პლეიმეიკერი კი მოედანზე არ გამოჩენილა.

ხოჯავას თქმით, ტრავმირებული მუხლი ახლახან მოირჩინა და მართალია, უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ბოლო ტურში ზუგდიდის "ბაიასთან" მოედანზე გასვლაც შეეძლო, მაგრამ სიფრთხილის გამო, თავი შეიკავა.

ტრავმამორჩენილებს ხელოვნურსაფრიან მოედანზე გასვლას არ ურჩევენ და ხოჯავამ სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შეხვედრისთვის ტრიბუნიდან მიადევნებინა თვალი.

გოჩა იმედოვნებს, რომ მოედანზე გასვლას 25 მარტს ფოთში "კოლხეთის" წინააღმდეგ მაინც მოახერხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა