გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) პირველ მაეგაშირა მიოგირიუსთან ვერაფერი გააწყო და მე-8, გადამწყვეტი მარცხი იწვნია
გაზაფხულის ბაშო 25 მარტამდე გრძელდება, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი დასრულდა - 23 მარტს უკანასკნელმა ქართველმა სუმოისტმაც წააგო, ვისაც კიდევ შეეძლო სუპერტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება: გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) პირველ მაეგაშირა მიოგირიუსთან ვერაფერი გააწყო და მე-8, გადამწყვეტი მარცხი იწვნია. გაგამარუ კომუსუბის ტიტულს დაკარგავს.

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) უბრძოლველად მიითვალა მესამე გამარჯვება, მეტოქე ჩიონოკუნი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

ბაშოს კი მოულოდნელი ლიდერი ჰყავს - მონღოლი კაკურიუ, რომელსაც 12 მოგება აქვს. რაც შეეხება დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს, ის ბოლოს ჩემპიონ კისენოსატოსთან დამარცხდა.

XIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-ჰაკუჰო (ოშიდაში), კოტოოშუ-არანი (იორიკირი), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (უვატედაშინაგე), ბარუტო-ჰარუმაფუჯი (ცუკიდაში), ამინიშიკი-ტოკიტენკუ (იორიკირი), მიოგირიუ-გაგამარუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-იოშიკაძე (უბრძოლველად), კიოკუტენჰო-ტოჩინოვაკა (უვატენაგე), ტოჩინოშინი-ჩიონოკუნი (უბრძოლველად), ტოიონოშიმა-ტოიოჰიბიკი (კატასუკაში), აოიამა-ვაკაკოიუ (ოშიტაოში). ძურიო: კოკაი-სატოიამა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

12-1: კაკურიუ (სეკივაკე).

11-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

10-3: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), გოეიდო (მაეგაშირა 6)... 5-8: გაგამარუ (კომუსუბი)... 3-10: ტოჩინოშინი (მ 3).

XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-კაკურიუ, კოტოშოგიკუ-არანი, ბარუტო-კისენოსატო, ამინიშიკი-ვაკაკოიუ, ტოჩიოძანი-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ჰომაშო, ტოჩინოვაკა-ტოკიტენკუ, მიოგირიუ-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-სადანოფუჯი. ძურიო: კოკაი-ბუშუიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა