ბულგარულ პლოვდივში მიმდინარე ჩემპიონატზე ოთხი ტურის შემდეგ ინგლისელი იონეს გავაინი დაწინაურდა
ბულგარულ პლოვდივში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში ბაადურ ჯობავა, რომლის აქტივშიც ერთი მოგება და ორი ყაიმი იყო, შავი ფიგურებით რუს ვასილი პაპინს დაუპირისპირდა.

მე-13 სვლისთვის პოზიციურ უპირატესობას მიაღწია, მაგრამ 30-ე სვლისთვის ბრძოლის სადავეები მეტოქეს გადააბარა.

ჩრდილოელმა მეზობელმა "საჩუქარი" ვერ შეირგო - 35-ე და 38-ე სვლებზე პარტიას სასურველი გაგრძელებები ვერ მოუძებნა. რითაც ისარგებლა ქართველმა დიდოსტატმა და ორიოდე სვლაში დაფაზე სიტუაცია რადიკალურად შემოაბრუნა. 51-ე სვლაზე პაპინმა საათი გააჩერა.

შოთა აზალაძეს, რომელიც თეთრი ფიგურებით თამაშობდა, საკმაოდ გამოცდილი მეტოქე ჰყავდა - რუსული საჭადრაკო სკოლის აღზრდილი ალექსანდრ ბელიავსკი (სლოვენია)., მაგრამ შოთამ მასაც იოლად მოუძებნა გასაღები და გათამაშების ცხრილში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.

წარმატებით ითამაშა ლევან ფანცულაიამაც - მაკედონიელი ტრაჟკო ნედევი დაამარცხა. 2700-იანთა კლუბის წევრ ანიშ გირს (ჰოლანდია, 2717) მეტოქეობდა ლუკა პაიჭაძე. ჩვენებურმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ნიდერლანდელს და პარტია ყაიმით დამთავრდა.

ასევე დაზავდნენ: პოლონეთის ოთხგზის ჩემპიონი მათეუშ ბარტელი (პოლონეთი)-დავით ბენიძე, მიხეილ მჭედლიშვილი-რამ სოფერი (ისრაელი), ბრანკო დამლიანოვიჩი (სერბეთი)-დავით ლომსაძე, ილია სმირინი (ისრაელი)-გაიოზ ნიგალიძე, გიორგი ხელაია-საბრი ჰალინი (ესკ).

ოთხი ტურის შემდეგ ქართველთა მონაგარი ასეთია: აზალაძე-3,5, ჯობავა, ფანცულაია-3-3, ლომსაძე, მჭედლიშვილი, ბენიძე, პაიჭაძე, ნიგალიძე-2-2, ხელაია-0,5 ქულა.

ჩემპიონატს ერთპიროვნულად მეწინავეობს ინგლისელი იონეს გავაინი, რომელმაც რუსი ბორის სავჩენკო დაამარცხა და ოთხი ქულა აქვს. არადა, სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ცხრა მოჭადრაკე მიიწევდა წინ.

24 მარტს ერთმანეთს დაუზავდნენ ჰრანტ მელქუმიანი (სომხეთი)-ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი), არკადი ნაიდიჩი (გერმანია)-იური კუზუბოვი (უკრაინა), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-კაიდო კულაოტსი (ესტონეთი), სანან სიუგიროვი (რუსეთი)-ლუკა ლენიჩი (სლოვენია), ფაბიანო კარუანა (იტალია)-იულან რადულსკი (ბულგარეთი). 4 ტურის შემდეგ 20-მა მოჭადრაკემ 3,5-3,5 ქულას მოუყარა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cisko
ორ ნიგალიძეს რომ ათამაშებთ რა ვერ ხვდებით?გაასწორეთ სირცხვილია
nemso
მაგარია ეს ლელო თავის ჟურნალისტებით-ორი გაიოზ ნიგალიძე ყავს ევროპაზე და ერთს თეთრებით ათამაშებს და მეორეს კი -შავებით
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე