საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპოინატისთვის "კლერმონის" საწვრთნელ ბაზაზე ემზადება
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც ილია მაისურაძე (მთავარი მწვრთნელი), ირაკლი ჭყონია და ზურაბ ამონაშვილი ხელმძღვენელობენ, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონის" საწვრთნელ ბაზაზე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საწვრთნელი შეხვედრა გამართეს "კლერმონის" 19-წლამდელთა გუნდთან, რომელიც საფრანგეთში ამ ასაკში ერთ-ერთი საუკეთესოა და მშრალი ანგარიშით 17:0 დაამარცხეს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანა. თავი გამოიჩინეს მურაზ გიორგაძემ (ვეფხვები), გიორგი ნათელაშვილმა (ხარები) და დევი დევსურაშვილმა (ხულიგანა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება, პირველ შეხვედრას 30 მარტს ინგლისის 18-წლამდელთა გუნდთან გამართავს. ამ მატჩში გამარჯვებული უელსისა და იტალიის ნაკრებებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება, დამარცხებული კი, შესაბამისად დამარცხებულს.

ამ გუნდების გარდა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ საფრანგეთის, ირლანდიის, შოტლანდიისა და პორტუგალიის 18-წლამდელთა ნაკრებები.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ირლანდიის 18-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს ქართული წარმოშობის მესამეხაზელი საბა მეუნარგია, რომელიც ქონოთთან ახლოს, მერისტის კოლეჯში სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ის ირლანდიური სარაგბო სკოლის აღზრდილია და ადგილობრვი გუნდის, "მეკობრეების" 15-წლამდელთა გუნდშიც უთამაშია.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), მიხეილ ზურიკაშვილი (ხარები), ლექსო ცისკარიშვილი (არმია), ზურაბ ხარებავა (რაინდები), გიორგი მარგველანი (ივერია).

მეორე ხაზი: გიორგი სორდია (საფ), მიხეილ მასხარაშვილი (ჯიქები), შალვა შაშიაშვილი (აია).

მესამე ხაზი: საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე (ორივე-აკადემია), ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), ონიეს მოგელაშვილი (ჯიქები), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტოვი).

#9: რევაზ ბროძელი (არმაზი),

#10: იოსებ ტუკვაძე (ყოჩები), გიორგი ტალახაძე (ხულიგანა).

#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები).

#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე (აია).

#15: გიორგი აფციაური (არმია).

U18 ევროპის ჩემპიონატი

30 მარტი

საქართველო-ინგლისი, ირლანდია-პორტუგალია, უელსი-იტალია, საფრანგეთი-შოტლანდია

3 აპრილი

ნახევარფინალი

7 აპრილი

ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა