სუპერლიგის მეორე წრის მე-8 ტურის დასკვნით შეხვედრაში აკადემიელებმა მეტოქე დიდი სხვაობით 74:52 დაამარცხეს
სუპერლიგის მე-8 ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს "სოხუმი" და "შსს აკადემია" დაუპირისპირდნენ.

მატჩში გამარჯვება აკადემიელებმა მოიპოვეს, რომლებმაც მეტოქე დიდი სხვაობით 74:52 დაამარცხეს. "ძალოვნებმა" უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიშით 33:24 იმარჯვეს.

მესამე მეოთხედში კი კიდევ უფრო გააქტიურდნენ და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს - 51:34. დასკვნითი მეოთხედის შუწელში შსს აკადემიამ თავის სასარგებლოდ 20ქულიანი სხვაობა დააფიქსირა, დარჩენილ დროში კი "სოხუმმა" ვეღარაფერი მოახერხა და მარცხი განიცადა.

აკადემიელებს 21 ქულით ლარი ბლერმა ულიდერა, ხოლო "სოხუმის" შემადგენლობაში თავი სერგო ათუაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 12 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგიდ დუბლი მიითვალა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე "სოხუმისა" და "შსს აკადემიას" მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

გიორგოს კეცელიდისი (შსს აკადემიას მწვრთნელი): უპირველეს ყოვლისა მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ძალიან ბევრს ვმუშაობთ, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ.

ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და ვინაიდან მოწინააღმდეგე გუნდი ჩინებულად თამაშობს თავდასხმაში, მაქსიმალური აქცენტი დაცვაზე გვქონდა გაკეთებული.

მე ვიცნობ "სოხუმის" მთავრ მწვრთნელს ლიტვიდან და მას დიდ პატივს ვცემ, ამიტომ ბოლო წამებზე, როდესაც 20 ქულით ვიგებდით აღარ შევუტიეთ.

ეს უბრალო პატივისცემა იყო ჩემი მხრიდან. გუნდში 13 მოთამაშე გვყავს, რომლებიც მუდამ მზად არიან სათამაშოდ და ნებისმიერ მათგანს აქვს შესაძლებლობა გახდეს გუნდის ლიდერი. რაც შეეხება ტრავმებს, ფეხი დაუშავდა ტრეისი სმიტს, რომელსაც დღეს არ უთამაშია.

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი): მინდა მივულოცო "შსს აკადემიას" მწვრთნელს, რომლის მოსვლის შემდეგ გუნდი სულ სხვა თამაშს თამაშობს.

რაც შეეხება მატჩს ჩვენ დავმარცხდით ყველა კომპონენტში და არაფერი გამოგვივიდა. გუნდმა ვერ ითამაშა მობილიზებულად და ძალიან ცუდი დაცვა აჩვენა. ჩვენმა მეტოქემ დღეს მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა.

მერაბ ბოქოლიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება და იმედია პლეიოფებს სასურველ ფორმაში შევხვდებით.

ლაშა ფარღალავა: მივულოცავ "შსს აკადემიას" გამარჯვებას, რომელიც ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა და მას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან რთულია იმ სიტუაციაში ყოფნა, რაშიც ამჟამად "სოხუმი" იმყოფება.

ფსიქოლოგიურად და მორალურად მოშლილია ჩვენი გუნდი. ელემენტარული პირობები არ გვაქვს კალათბურთელებს, რომ ვარჯიშებზე ვიაროთ და ეს ძალიან გვაწუხებს. რამდენიმე თვეა უკვე რაც ხელფასი არ აგვიღია. ყველა ხედავს რომ "სოხუმი" დღითიდღე უკლებს თამაშს და გუნდი უკან და უკან მიდის. მოტივაციის შენარჩუნება ძალიან გვიჭირს. ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობაა.

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა