"დინამოსთან" შეხვედრის შესახებ ქუთაისური გუნდის თავკაცმა ისაუბრა
25 მარტს 18:00 საათზე ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე ქვეყნის 13-გზის ჩემპიონსა და 9-გზის თასის მფლობელ თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, "ტორპედოს" ხელმძღვანელთა ინიციატივით, ეროვნული პირველობის უდავოდ გამორჩეულ მატჩზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. კვირას გასამართი მატჩი "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, საიუბილეო - რიგით 50-ე იქნება.

დღევანდელ ვარჯიშს გრიგოლ დოლიძე გამოაკლდა, რომელსაც სიცხე აქვს, მიკრო ტრავმის მუხედავად ვარჯიში არ გაუცდენია მაქსიმე ქვილითაიას.

ზემოთ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ქუთაისური გუნდის თავკაცმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა.

"ამ მატჩისთვის ნორმალური განწყობა გვაქვს, მიუხედავად, წინა ტურში განცდილი მარცხისა, მთავარია სწორი დასკვნები გავაკეთოთ, მიზეზებს მივაგნოთ და ამ განხრით ვიმუშაოთ. "დინამო" არის გუნდი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს პირველობაზე, ამრიგად, ძალიან რთული თამაშის მოლოდინში ვართ.

ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თუ დღეს ჩვენ წინა პლანზე გამოვიტანთ სატურნირო მდგომარეობას, მაშინ ხვალ გუნდი არ გვეყოლება.

მთავარი მიზანი არის გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც ხვალ რეალურად შესწევს უნარი პირველობისთვის ქონდეს პრეტენზია.

მრავალი მიზეზის გამო, მე მაინც კანონზომიერად მიმაჩნია მარცხი ფოთში. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ალბათ, ეს არის სათამაშო პრაქტიკის არქონა.

მრავალჯერ გადადებული თამაშების გამო, ამ ეტაპზე გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ნამდვილად არ არის, ჩვენ ამ შეხვედრების ხარჯზე ვაპირებთ ფორმაში შესვლას, ამდენად, მე გულშემატკივრებსაც მინდა ვთხოვო, რომ გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს.

ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თითოეული თამაში, რომელზეც გუნდი მოსაგებად გადის. სხვანაირად არც შეიძლება, "ტორპედო" უნდა არსებობდეს გამარჯვებულის სულისკვეთებით. იგივეს, ფეხბურთელებთან საუბრისასაც ავღნიშნავ და ყველა მათგანი ამ კონკრეტული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ბოლო პერიოდში, ჩვენს გუნდში რამდენიმე ახალ ფეხბურთელს მივეცით თამაშის შანსი. იგივე ვალერი ბოლქვაძე, რომელსაც ტრავმის გამო გარკვეული დრო გაუცდა და დებიუტი ჰქონდა წინა მატჩში.

ნიკა ფირცხალავა, რომელმაც თავის სადებიუტო შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასთან", გოლით აღნიშნა. ნახეთ, ახალგაზრდა ფანცულაიაც, ვისაც ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას. ამასთანავე, ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებენ კუხიანიძე და საბანაძე. საერთო ჯამში, მე ვფიქრობ ეს ყველაფერი დადებით მომენტს გვიჩვენებს.

მივესალმები ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას მატჩზე გულშემატკივართა უფასოდ დასწრების გადაწყვეტილების თაობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მე ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ცალ-ცალკე ვერ ვგულისხმობ, თუ ვლაპარაკობთ გუნდში არსებულ ვითარებაზე ან მიზნებზე, ამ ამოცანათა გადაჭრისათვის მიდგომა ერთსულოვანი უნდა იყოს, როგორც საფეხბურთო კლუბის, ისე გულშემატკივრის მხრიდან".

მომდევნო მატჩის შესახებ კომენტარი "ტორპედოს" ნახევარმცველმა გიორგი დათუნაიშვილმაც გააკეთა.

"ამ თამაშს შესავალი არ სჭირდება, "დინამო" ჩვენი კონკურენტია და ისედაც, ამ გუნდთან მატჩის წინ ყოველთვის საბრძოლო განწყობაა. იმ ცუდი თამაშის შემდეგ, რომელიც ფოთში ჩავატარეთ ვემზადებით ბიჭები რომ რეაბილიტაცია მოვახდინოთ, ამის გასაკეთებლად კი "დინამოსთან" მოგება ყველაზე კარგი საშუალება იქნება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გულშემატკივრებს იმედები გავუმართლოთ და გავიმარჯვოთ".

fctorpedo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა