25 მარტს მაიამიში ქალმა ჩოგბურთელებმა მერვედფინალისტების გარკვევა დაიწყეს
25 მარტს მაიამიში ქალმა ჩოგბურთელებმა მერვედფინალისტების გარკვევა დაიწყეს, წინა დღეს კი მეორე წრე სრულდებოდა და აქ ერთი საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ.

იმის გამო, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვენუს უილიამსი განთესილებს შორის ვერ მოხვდა, ამერიკელს ადრეულ სტადიაზე მოუწია შეხვედრა რეიტინგის მესამე ნომერთან, პეტრა კვიტოვასთან. რაოდენ ცუდ ფორმაშიც უნდა იყოს უფროსი უილიამსი, ის ნებისმიერისთვის არასასურველი მეტოქეა. თანაც, კვიტოვას სასარგებლოდ არ ლაპარაკობდა ისიც, რომ ჩეხი ადრეულ ეტაპზე გავარდა ინდიან უელსში.

ორივე ჩოგბურთელს კარგი მოწოდება აქვს, ამიტომაც ბრეიკების მცირე რაოდენობა ვიხილეთ. პირველ სეტში ყველაფერი გადაწყვიტა ბოლოსკენ ჩეხის ერთმა შეცდომამ საკუთარ მოწოდებაზე - ვენუსმა პარტიაში მეექვსე ჯერზე გამოიყენა ბრეიკ-პოინტი. მეორე სეტში პეტრამ მიღებაზე უკეთ თამაში დაიწყო, რამაც მას ორი ბრეიკი მოუტანა.

ერთი ბრეიკი ამერიკელმა დაიბრუნა, მაგრამ მესამე ჩოგანმა უპირატესობა შეინარჩუნა და საქმე გადამწყვეტ სეტამდე მიიყვანა. იქ კი კვიტოვამ მთლიანად ჩააგდო თამაში, ვენუსმა კი მეტოქეს გონს მოსვლა არ აცალა და პარტია “მშრალი” ანგარიშით მოიგო - 6:0. უილიამსმა 2011 წლის ივნისიდან პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი და მესამე წრეში კანადელ ალექსანდრა ვოზნიაკს შეხვდება.

რაც შეეხება კვიტოვას, მას სერიოზული კრიზისი აქვს. ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ მან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. თებერვალში დოჰასა და დუბიას დიდი ტურნირებიდან ჩეხი მოიხსნა, მარტი კი მთლიანად ჩააგდო.

ამასობაში სეზონში მეხუთე ტიტულისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა ვიქტორია აზარენკამ, რომელმაც საწყის შეხვედრაში 6:3, 7:5 დაამარცხა მიხაელა კრაიჩეკი. მსოფლიოს პირველ ჩოგანს იოლი სტარტი გამოუვიდა ინდიან უელსის ტურნირისგან განსხვავებით, როცა მას გერმანელ მონა ბარტელთან მატჩში მეტოქის ორი მატჩზე ჩაწოდების მოგერიება მოუწია.

სენსაციად მოინათლა ვერა ზვონარევას მარცხი უცნობ ესპანელ გარბინ მუგურუსა-ბლანკოსთან. 18 წლის ჩოგბურთელი პირველ ტურნირს ატარებდა WTA-ს დონეზე. პირველი წრე მან აიუმი მორიტას უარის ხარჯზე გაიარა, მეორეში კი ტოპ-ათეულის წევრი დაამარცხა.

არადა, რუსისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - ის 4:0 დაწინაურდა. თითქოს საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ზვონარევამ ზედიზედ რვა გეიმი წააგო. მეორე სეტში რუსმა შეწყვიტა ეს უიღბლო სერია, თუმცა უპირატესობის დაბრუნება ვერ შეძლო. საქმე ისაა, რომ თავისი ასაკისთვის შეუფერებლად, ესპანელმა გადამწყვეტ მომენტებში მშვიდად და დამაჯერებლად ითამაშა - 6:4, 6:3.

საერთოდ, ამ დღეს ქალთა ერთეულთა თანრიგში ბევრი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. ინდიან უელსის ტურნირის ნახევარფინალისტი ანჟელიკ კერბერი მაიამიში პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას - მან ჟიე ჟენგთან წააგო. ფრანჩესკა სკიავონე დაძაბულ მატჩში დამარცხდა ქსენია პერვაკთან. განთესილთაგან ასევე შეწყვიტეს ბრძოლა მონიკა ნიკულესკუმ, კაია კანეპიმ და ლუსი საფაროვამ.

25 მარტს კი, როგორც გითხარით, 1/16 ფინალი დაიწყო და აქაც ერთი დიდი მოულოდნელობა ვიხილეთ. ბელგიურ დერბიში იანინა ვიკმაიერმა კიმ კლაისტერსი დაამარცხა. მართალია, კიმს ავსტრალიის ღიას შემდეგ არცერთი მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული და ფორმიდან ამოვარდნილი ჩანდა, ბევრი ვარაუდობდა, რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ ის გავიდოდა.

რთული სათქმელია, რამ გამოიწვია კლაისტერსის მარცხი - ცუდმა სათამაშო ფორმამ, არასაკმარისმა მოტივაციამ თუ ვიკმაიერის კარგმა თამაშმა.

მონდომება კი კიმს არ აკლდა, რადგან მეორე სეტში შვიდი მატჩბოლი მოიგერია (ოთხი ტაი-ბრეიკამდე და სამი მე-13 გეიმში). იანინამ მხოლოდ მერვე ცდაზე გაიფორმა გამარჯვება - 6:4, 7:6(5). მეოთხედფინალში გასასვლელად ვიკმაიერი კაროლინ ვოზნიაცკის შეხვდება. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ორ სეტში დაამარცხა პეტრა ჩეტკოვსკა - 6:3, 7:5.

ბეწვის ხიდზე გაიარა სამანტა სტოსურმა. აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი შანელ სხეპერსთან 2:6, 2:5-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ ავსტრალიელს ფანტასტიკური გარღვევა ჰქონდა - ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და გადამწყვეტ პარტიაში ბრეიკით დაწინაურდა. თავისი მეტოქისგან განსხვავებით, სამანტამ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. ახლა სტოსური სერენა უილიამსს შეხვდება, რომელსაც 2011 წელს აშშ-ის ღია ფინალში აჯობა.

კაცები

II წრე

დავიდ ფერერი (ესპ, 5)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:4, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 17)-სედრიკ-მარსელ შტებე (გერ) 6:3, 6:7, 6:2; ხუან მონაკო (არგ, 21)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 5:0 უარი; ენდი როდიკი (აშშ, 31)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:3, 6:2; ჟულიან ბენეტო (საფ, 30)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 3:6, 6:3, 7:6; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 20)-ბიორნ ფაუ (გერ) 6:3, 6:0; გაელ მონფილსი (საფ, 14)-სერგეი ბუბკა (უკრ) 6:4, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 23)- იგორ კუნიცინი (რუს) 6:3, 7:6; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 27)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 4:6, 6:1, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:2, 7:6; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-სემ კუერი (აშშ) 6:3, 6:7, 6:3; მერდი ფიში (აშშ, 10)-ფრანკ დანჩევიჩი (კან) 6:3, 7:6; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-დავიდ გოფენი (ბელ) 6:4, 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 11)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:5, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:2, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 13)-რობერტო ბაუტისტა (ესპ) 6:4, 6:2; იურგენ მელცერი (ავსტრია, 22)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 7:6, 3:6, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 7:5, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ქსავიე მალისე (ბელ) 7:5, 7:5; ფილიპ კოშრაიბერი (გერ, 32)-ფედერიკო ჟილი (პორ) 6:2, 7:5; ფლორიან მაიერი (გერ, 19)-ივან დოდიგი (ხორ) 6:4, 7:5; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 25)-ტომი ჰაასი (გერ) 7:6, 6:1; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 18)-ანტონიო ვეიჩი (ხორ) 6:4, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 26)-არნო კლემანი (საფ) 7:6, 6:2; ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ, 24) 2:6, 6:3, 6:1; კეი ნიშიკორი (იაპ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:3, 6:3; ჯონ ისნერი (აშშ, 10)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 2:6, 6:3, 6:4; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 29) 6:2, 4:6, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ნიკოლა მაუ (საფ) 7:5, 6:1; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:2, 6:0.

ქალები

II წრე

გარმინ მუგურუსა (ესპ)-ვერა ზვონარევა (რუს, 9) 6:4, 6:3; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 7:6, 6:1; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16)-ანა ტატიშვილი (საქ) 7:5, 6:1; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-კაია კანეპი (ესტ) 7:5, 6:3; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 27) 6:2, 6:1; მარია კირილენკო (რუს, 22)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 7:6, 6:3; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 4:6, 6:3, 6:4; ანა ივანოვიჩი (რუს, 15)-ვანია კინგი (აშშ) 6:4, 7:5; ფლავია პენეტა (იტა, 24)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:4, 2:6, 6:0; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-მედისონ კისი (აშშ) 6:1, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 6:3, 7:5; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ნადია პეტროვა (რუს, 32) 6:3, 6:2; ქსენია პერვაკი (ყაზ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 11) 6:4, 4:6, 7:5; მერიონ ბარტოლი (საფ, 7)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 5:7, 6:2, 6:1; ვენუს უილიამსი (აშშ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 3) 6:4, 4:6, 6:0; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ეკატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:7, 6:2, 7:6.

1/16 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 10)-რობერტა ვინჩი (იტა, 21) 6:2, 6:1; საბინ ლისიცკი (გერ, 12)-შუაი პენგი (ჩინ, 17) 6:4, 7:5; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-მონა ბარტელი (გერ) 6:2, 6:4; ნა ლი (ჩინ, 8)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 7:5, 6:2; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 23)-კიმ კლაისტერსი (ბელ) 6:4, 7:6; მარია შარაპოვა (რუს, 2)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:4, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ, 29) 6:3, 7:5; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 2:6, 7:5, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ