ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტორპედო-დინამო 1:1 - კლასიკური კლასიკო

ტორპედო-დინამო 1:1 - კლასიკური კლასიკო

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპის IV ტური. პლეი ოფი (1-8 ადგილები)
დიდთოვლობამ ჩაიარა და ქუთაისში ერთთვიანი პაუზის შემდეგ დიდი ფეხბურთი დაბრუნდა. თანაც, არც მეტი, არც ნაკლები ,თბილისის "დინამოსთან" მატჩით, რომელსაც იმერეთის ცენტრში ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესითა და მობილიზებით ხვდებიან.

ამ მხრივ, 50-ე საიუბილეო (საქართველოს ჩემპიონატში) ქართული კლასიკოც არ ყოფილა გამონაკლისი. ქუთაისური გუნდის ხელმძღვანელობამ მატჩისადმი გულშემატკივართა დიდი ინტერესი გაითვალისწინა და კლასიკოზე დასწრება უფასო გამოაცხადა.

ყოველივე ამას კარგი ამინდიც თან დაერთო და საყვარელი გუნდის საქომაგოდ სტადიონზე 11 000-ამდე გულშემატკივარი მივიდა. შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა.

სუპერკლასიკოს არ აკლდა დაძაბულობა, ემოციები, ტემპი, ლამაზი ეპიზოდები და, რაც მთავარია, გატანილი გოლები.

შეხვედრა "ტორპედომ" უფრო აქტიურად დაიწყო. განსაკუთრებით ქუთაისელთა მარცხენა ფრთა აქტიურობდა, სადაც ძალიან ნაყოფიერად ირჯებოდა გიორგი გურული.

აშკარა იყო, რომ გია გეგუჩაძეს სწრაფი გოლი ჰქონდა ჩაფიქრებული. ქუთათურები მიზანთანაც ახლოს იყვნენ. რევაზ გოცირიძეს პირველივე წუთზე შეეძლო სტუმრების დამწუხრება, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა. ცოტა ხანში კი დათა რიგვავას კარგი გადაცემით ნიკა საბანაძემ ვერ ისარგებლა.

თბილისელები გაცილებით ფრთხილად ირჯებოდნენ, თითქოსდა უფრო მეტოქის შეცდომებზე იყვნენ ჩასაფრებულნი, თუმცა ტორპედოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი დაცვაში დიდი ყურადღებითა და თავდადებით თამაშობდნენ და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ.

მატჩის დებიუტშივე "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი დაუშავდა, რომელიც გიორგი დევდარიანმა ალვაროთი ჩაანაცვლა; თუმცა შემდეგ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ესპანელი ნახევარმცველი 18 წუთში ჯაბა ჯიღაურით შეცვალა. როგორც დინამოელთა თავკაცმა მატჩის შემდეგ გვითხრა, ალვაროს მისთვის თავადვე უთხოვია შეცვლა.

პირველ ტაიმში ქუთაისელები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ და გოლსაც ნელ-ნელა "ამწიფებდნენ". მართალია, ერთ ეპიზოდში დავით დიღმელაშვილს არ გაუმართლა და თითქმის ცარიელ კარს ააცილა ბურთი, მაგრამ მასპინძელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო. ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის ჯარიმის შემდეგ მცველებიდან გამოვარდნილ ბურთთან პირველი რევაზ გოცირიძე გაჩნდა და გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა.

"დინამოს" შეხვედრის განახლებისთანავე შეეძლო გათანაბრება. გოგიტა გოგუა, რომელიც პირველ ტაიმშიც აქტიური იყო, მცველებს გაექცა და კარშიც ძლიერად დაარტყა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა იყოჩაღა და რთული ბურთი მოიგერია. დამატებაზე კი კოტომ ააცილა. საერთოდაც, მეორე ტაიმში თბილისური კლუბი გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდა და მწვავედაც უტევდა.

გოგუამ მარცხნიდან მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ტორპედოელებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა. ამასობაში "დინამოს" აქტიურმა გულშემატკივრებმა თითქოსდა მათი გუნდის წარმატება იწინასწარმეტყველესო, ტრიბუნაზე პეტარდები დაანთეს და ანგარიშიც მალევე გათანაბრდა.

დინამოელებმა ჯარიმა გაითამაშეს. ნიკა კვეკვესკირის ჩაწოდების შემდეგ მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს და ის კარის წინ უყურადღებოდ დარჩენილ გულვერდ თომაშვილს მიუვიდა, რომელსაც ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია გატანა.

თბილისელთა გოლამდე გოცირიძემაც შეარხია სტუმართა კარის ბადე, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა, რამაც ადგილობრივი გულშემატკივრების გაცეცხლება გამოიწვია.

გატანილმა გოლმა თბილისელებს ფრთები შეასხა. "დინამოელებმა" კიდევ ერთი უაღრესად სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, თუმცა ჩისკოს სიზუსტე დააკლდა.

ფრეს არცერთი გუნდი არ ეგუებოდა და შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. გეგუჩაძემ თამაშში იოსელიანი, ბოლქვაძე და ფირცხალავა ჩართო, რომლებმაც გუნდს ახალი ენერგია შესძინეს. განსაკუთრებით გივი იოსელიანის რეიდებია გამოსარჩევი. ერთ ეპიზოდში კი მის ჩაწოდებას ნიკა ფირცხალავას სახიფათო თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც სულ ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

მატჩის მიწურულს კი "ტორპედო" თავად გადაურჩა გაშვებულ გოლს. თომაშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაური ახლოდან თავით ურტყამდა და, ქუთაისელთა საბედნიეროდ, ბურთი პირდაპირ მიგინეიშვილისკენ წავიდა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ "დინამოს" რიგებში უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა ვახტანგ ფოცხვერიას, რომელიც გიორგი დევდარიანმა საპასუხისმგებლო და ემოციებით დატვირთულ ბოლო ათ წუთში ათამაშა და ახალგაზრდა ფეხბურთელს "ამინდი" ნამდვილად არ გაუფუჭებია.

საბოლოოდ, გუნდების დიდი მცდელობისა და აქტიურობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართულ კლასიკოში საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

25.03. ქუთაისი. ცენტრალური. 12000 მაყურებელი

ტორპედო-დინამო 1:1

1:0 გოცირიძე (42), 1:1 თომაშვილი (65)

ტორპედო დინამო

4-2-3-1 4-3-3

მიგინეიშვილი ლორია

რიგვავა ტვილდიანი

კვახაძე კვეკვესკირი

გამეზარდაშვილი თომაშვილი

გურული რეხვიაშვილი

გ.დათუნაიშვილი ხმალაძე

დიღმელაშვილი ძარია

დოლიძე მერებაშვილი

კუხიანიძე კოტო

საბანაძე ჩისკო

გოცირიძე გოგუა

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ.გეგუჩაძე გ.დევდარიანი

ტორპედო

69. დოლიძე - იოსელიანი

71. კუხიანიძე - ვ.ბოლქვაძე

79. დიღმელაშვილი - ფირცხალავა

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, დ.ჯანელიძე, ფანცულაია

დინამო

19. მერებაშვილი - ალვარო

37. ალვარო - ჯიღაური

82. კოტო - ფოცხვერია

სათადარიგოები: სეფიაშვილი, პაპავა, ანდრეუ, კოშკაძე

გაფრთხილება: რიგვავა (14), გოცირიძე (21), კოტო (29), დიღმელაშვილი (34), გურული (63)

არბიტრი: ლ.სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kz

ამ თამაშს ველოდი რამდენი ხანია..გოგუ მართლაც კარგი ფეხბურთელია...მთლიანობში დინამომ მაგრად გამიცრუა იმედები წელს რამდენიც არ უნდა ეფერონ მსაჯებმა არაფერი ეშველება...ჩემმა ტორპედომ სასიამოვნოდ გამაოცა ნაღდად ეკუთვნოდა გამარჯვება

• vasiko basiladze

ფეხბურთელი არ უნდა განასხვავოს მსაჯმა,მაგრამ აქ ჩემი აზრით სხვა რამე იდო,დინამოს რომ წაეგო ჩემპიონობას ეთიშებოდა ყველანაირად და მაგიტომ მიცა შანსი,წელს ჩემპიონი ზესტაფონია და ეს გუნდი იმსახურებს ყველაფერს,გამართულ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს

• reddevil

მართლა მაგარი თამაში იყო....კარგი ატმოსფერო იყო სტადიონზე....მსაჯობა მართლა ცუდი იყო და მიიღო კიდევაც საკადრისი პასუხი ტრიბუნებიდან :DD

• ვესპუჩი

ესეთი ცუდი მსაჯობა უნდა ისჯებოდეს,ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს,ტორპედოელს ისეთ უწყინარ სიტუაციაში ყვითელ ბარათს აძლევ და გოგუას რიდი გავს როცა საქმე უხეშობას ეხება,საეჭვო იყო ტორპედოელის წაქცევაც ბოლო წუთებზე,მეკარის საჯარიმოში,ანუ მსაჯობამ ვერ გაამართლა და მსაჯმა თამაში გააფუჭა,ტორპედო ნამდვილად იმსახურებდა მოგებას

• kz

რა გოლი არ ცჰაგვითვალა მსაჯმა 2:0 ვიგებდით..საიდან მოიგონა ის ტამაშგარე

• გივი

კარგი თამაში იყო მართლაც,საინტერესო და დაძაბული, ყველაფერი თავის ადგილზე იყო მსაჯობის გარდა. კარგი ფეხბურთელია გოგუა, მაგრამ მსაჯს მისი რიდი და შიში არ უნდა ჰქონდეს, იმისათვის რაზეც ტორპედოელები „გააყვითლეს“ გოგუას მსაჯმა ვერ გაუბედა

• vasiko basiladze

ძალიან მომეწონა თამაში,ესეთი თამასები რომ იქნება მივა ხალხი სტადიონზე და უქომაგებს ქართულ ფეხბურთს,მე პირადად ზესტაფონის გულშემატკივარი ვარ და ძალიან მომუწონა შედეგიც,ტორბედო ძლიერი გუნდი გახდება უახლოეს მომავალში ასევე დინამოც,დღეს ზესტაფონი ყველაზე გამართულ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს ,მწვრთნელიც შესანიშნავი ყავთ,მე უმედით უყურებ მომავალს,ნაკრებმა კი საერთოდ ვერ გაამართლა იმედები რაზეც გული მტკივა,ფედერაციაა შესაცვლელი და ისეთი უნდა მოვიდეს როგორიც ზესტაფონის თავკაცები არიან,რომელთაც მართლაც უყვართ და ტკივათ ქართული ფეხბურთი

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ