ვეტერან ქართველს შანსი აქვს, ბუნდესლიგის მატჩების რაოდენობით ლეგიონერთა რეკორდი დაამხოს
უახლოესი კვირების განმავლობაში ლეგიონის უქმეების ერთ-ერთი უმთავრესი თემა ლევან კობიაშვილის სარეკორდო შანსი იქნება და რაკი ამ შაბათ-კვირას ღირსშესანიშნავი ბევრი არაფერი მომხდარა, თქვენს ყურადღებას სწორედ ამ უაღრესად საინტერესო ფაქტზე შევაჩერებთ.

შეგახსენებთ, ვეტერან ქართველს რეალური შესაძლებლობა აქვს, სულ მალე გერმანიის რეკორდსმენი გახდეს პირველ ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

დღეისთვის კობიაშვილის ანგარიშზე 331 შეხვედრაა, რითაც მან ბოსნიელ სერგეი ბარბარესს გადაუსწრო. ერთპიროვნულ ლიდერს, ბრაზილიელ ზე რობერტოს კი ბუნდესლიგაში 336 მატჩი ჩაუტარებია. შესაბამისად, ლევანს მისი რეკორდის დამხობა ამ სეზონშივე შეუძლია.

კობიაშვილმა ბუნდესლიგის წინა ტურში მიუნხენის "ბაიერნთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, შაბათს კი "ჰერტას" კაპიტნის რანგში დაუბრუნდა. ბერლინელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და, იმის მიუხედავად, რომ ჯერაც გასავარდნ ზონაში არიან, ელიტაში დარჩენის არცთუ ურიგო შანსს ინარჩუნებენ.

სხვა მხრივ კი, ქართველი ლეგიონერებისთვის გასული უქმეები დიდად გამორჩეული ვერ გამოდგა. სასიამოვნოა სანდრო კობახიძის (იხილეთ ვიდეო), გიორგი ბერიაშვილისა და ნუგზარ კვირტიას გოლები, უსიამოვნო კი - დავით სირაძისა და უჩა ლობჟანიძის გაძევებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა