ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A. ახალი მილანის დებიუტი და კალაძე ძირითადში

სერია A. ახალი მილანის დებიუტი და კალაძე ძირითადში

სანაკრებო ბატალიები მორჩა, საფეხბურთო ევროპა საკლუბო პაექრობებზე გადაერთო და გამონაკლისი ამ მხრივ არც იტალიაა. გუშინდელი "გაძეტა დელო სპორტი" ასეთი სათაურით გამოვიდა...

დღეს

ინტერი-უდინეზე 20:00

კალიარი-რომა 22:45

ჩეზენა-მილანი 22:45

ხვალ

ბრეშა-პალერმო 14:30

კატანია-პარმა 17:00

ჯენოა-კიევო 17:00

იუვენტუსი-სამპდორია 17:00

ლაციო-ბოლონია 17:00

ლეჩე-ფიორენტინა 17:00

ნაპოლი-ბარი 22:45

სანაკრებო ბატალიები მორჩა, საფეხბურთო ევროპა საკლუბო პაექრობებზე გადაერთო და გამონაკლისი ამ მხრივ არც იტალიაა. გუშინდელი "გაძეტა დელო სპორტი" ასეთი სათაურით გამოვიდა: "ვუბრუნდებით სერია A-ს"... ჩვენც დავუბრუნდეთ და მეორე ტურის წინასიტყვაობა ვთქვათ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღე კარს მოგვადგა, ტურის სამი შეხვედრა დღეს გაიმართება. ბუნებრივია, რომ ის გუნდები გავლენ მინდორზე, რომლებსაც შუა კვირაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში უწევთ ასპარეზობა. ტურს ჩემპიონი, "ინტერი" გახსნის და საკუთარ კედლებში "უდინეზეს" მიიღებს. პირველი წარუმატებელი მატჩის შემდეგ რაფაელ ბენიტესის შეგირდებისგან გულშემატკივრები უსათუო გამარჯვებას ითხოვენ, რაც გუნდს მძიმე ფსიქოლოგიურ განწყობას უქმნის. ამის შესახებ პრესასთან თავად ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა:

"პირველ შეხვედრაში არც თუ კარგად გამოვიყურებოდით და ქულებიც დავკარგეთ, მაგრამ ამხელა აჟიოტაჟის შექმნა არ იყო საჭირო. ბევრმა ჩამოგვწერა კიდეც, რისი ახსნაც ძალიან მიჭირს. "უდინეზესთან" პაექრობაში ყველა უპირობო გამარჯვებას გვთხოვს და ეს ჩვენი მიზანიც არის, მაგრამ ასეთმა წნეხმა შესაძლოა გუნდზე უარყოფითად იმოქმედოს. ფეხბურთელებს მშვიდად ყოფნის და თამაშისთვის მომზადების საშუალება უნდა მივცეთ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, დარწმუნებული ვარ, რომ უკნიდან ითამაშებენ და კონტრშეტევებზე შეეცდებიან გოლის გატანას. აქტიურად გამოიყენებენ ფლანგებს, რასაც მომზადებულნი უნდა შევხდეთ".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, რაფაელ ბენიტესი 4-2-3-1 ტაქტიკას გამოიყენებს და შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოს გაამწესებს. არგენტინელი ფორვარდის უკან ერთაბაშად სამი ფეხბურთელი გაირჯება: გორან პანდევი, სამუელ ეტო'ო და ვესლი სნეიდერი. საყრდენის პოზიციაზე ესტებან კამბიასო და ხავიერ ძანეტი გაირჯებიან - ერთი სიტყვით, რაფა ზუსტად ისე ათამაშებს გუნდს, როგორც ჟოზე მოურინიო და ვნახოთ, ექნება თუ არა იგივე შედეგები. ჯერჯერობით, ყველაფერი ისე ვერ მიდის, როგორც ესპანელ ტაქტიკოსს გაეხარდებოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ - კამბიასო, ძანეტი - ეტოო, პანდევი, სნეიდერი - მილიტო.

უდინეზე (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - საპატა, ბენატია, დომიცი - პინცი, ინლერი, ასამოა, პასკუალე - სანჩესი, ფლორო ფლორესი - დი ნატალე.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება ჩეზენაში, სადაც ადგილობრივი გუნდი "მილანს" უმასპინძლებს. დებიუტანტებმა პირველ შეხვედრაში "რომას" აწაპნეს ქულა და შეეცდებიან კიდევ ერთი სენსაცია გამოაცხონ. "მილანის" მიმართ კი ყურადღება განუზომლად დიდია და ეს სრულიად ბუნებრივია: დიდია შანსი, "როსონერის" შემადგენლობაში ერთბაშად ორ ფეხბურთელს ჰქონდეს დებიუტი - თანაც რა ფეხბურთელებს: ზლატან იბრაჰიმოვიჩს და რობინიოს. ეს უკანასკნელი ალბათ სათადარიგოთა სკამზე იქნება და მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში, შვედი კი ძირითადში იასპარეზებს. რადგან სიტყვა შემადგენლობაზე ჩამოვარდა, ქვემოთ სწორედ ეს თემა განვავრცოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იბრაჰიმოვიჩი ძირითადში იქნება და ყველა ლოგიკით, ალეშანდრე პატუსა და რონალდინიოსთან ერთად შეუტევს მეტოქის კარს. ნახევარდაცვაში მასიმო ამბრიზინი, ანდრეა პირლო და ჯენარო გატუზო გაირჯებიან. კლარენს ზეედორფს ტრავმა აქვს და "გაძეტას" ინფორმაციით, განაცხადს მიღმა დარჩება. იგივე შეიძლება ითქვას ალესანდრო ნესტაზე, რომელმაც კუნთი გაიჭიმა და სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის პაექრობასაც გამოტოვებს. ნესტას არყოფნაში, ტიაგო სილვას დანიელე ბონერა შეუწყვილდება, დაცვის მარჯვენა ფრთას სოკრატის პაპასტატოპულოსი ჩაიბარებს, მარცხენას კი ლუკა ანტონინი.

მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ მთავარია მეტოქის შეუფასებლობას არ ჰქონდეს ადგილი და ყველაფერი კარგად იქნება: "მხოლოდ ჩვენვე თუ შევუქმნით საკუთარ თავს პრობლემებს და ეს არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათ. სერია ა-ში იოლი მეტოქე არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ "ჩეზენა" მედგარ წინააღმდეგობას გაგვიწევს. პირველ ტურში რომში აიღეს ქულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კარგად დაყენებული გუნდი ჰყავთ და მათი დაცვის გარღვევა იოლი საქმე არ იქნება. შემადგენლობაზე დღეს ვერაფერს გეტყით, დაელოდეთ შეხვედრის დაწყებას და ყველაფერს გაიგებთ".

სავარაუდო შემადგენლობები

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - ჩეკარელი, ვონ ბერგენი, პელეგრინო, ნაგატომო - აპია, კოლუჩი, პაროლო - შელოტო, ბოგდანი, ჯაკერინი.

მილანი (4-3-3): აბიატი - პაპასტატოპულოსი, ტიაგო სილვა, ბონერა, ანტონინი - პირლო, გატუზო, ამბროზინი - რონალდინიო, პატუ, იბრაჰიმოვიჩი.

დღესვე გამართავს თავის შეხვედრას "რომა" და სარდინიაზე "კალიარის" შეერკინება. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ დედაქალაქელებს პირველ ტურში ხელი მოეცარათ და ისევე როგორც "ინტერს", მათაც სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე. არადა, ეს იოლი საქმე არ იქნება, რადგან კუნძულელთა მისსავე მოედანზე დამარცხება ტრადიციულად მეტად რთულია.

კლაუდიო რანიერის ადრიანოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, რომელსაც ტრავმა აქვს და სარდინიაში არც კი გაემგზავრა. ძირითადში უნდა ვიხილოთ მარკო ბორიელო, რომელსაც ახალ გუნდში დებიუტი ექნება. მარკო მირკო ვუჩინიჩთან შექმნის შემტევ ტანდემს, მათ უკან კი ფრანჩესკო ტოტი გაირჯება. ძნელია იმაზე საუბარი, რას უნდა ველოდოთ "რომასგან" - ერთი შეხედვით, გუნდი არ არის ოპტიმალურ ფორმაში და ეს პირველმა ტურმაც დაადასტურა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩავარდნა ნებისმიერ მომენტში შეიძლება რომ დაძლეულ იქნეს და გუნდი აღმავლობის გზას დაადგეს. "რომას" რომ მაღალ დონეზე შეუძლია ასპარეზობა, ყველას კარგად მოგვეხსენება და ვნახოთ, როდის დაგვანახებენ რეალურ შესაძლებლობებს რანიერის შეგირდები.

სავარაუდო შემადგენლობები

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, არიაუდო - ბიონდინი, კონტი, ლაძარი - კოსუ, მატრი - ნენე.

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ბურდისო, ჟუანი, კასტელინი - პეროტა, პისარო, დე როსი - ტოტი - ვუჩინიჩი, ბორიელო.

კვირის შეხვედრებიდან, ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ტურინში შედგება, სადაც "იუვენტუსი" "სამპდორიას" მიიღებს. გენუელებს გასული სეზონის მსგავსად, მაღალი მიზნები ამოძრავებთ - რომ აღარაფერი ვთქვათ "ბიანკონერიზე" და ყველა ლოგიკით, "ოლიმპიკოზე" ფიცხელი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

ლუიჯი დელ ნერი თითქოს მთელ საფეხბურთო სამყაროს დაუპირისპირდა და მაშინ, როდესაც მწვრთნელთა აბსოლუტური უმეტეობა სამი შემტევით თამაშობს, სინიორ ლუიჯი ჯიუტად დგას 4-4-2-ზე და პოზიციას არაფრის დიდებით არ იცვლის.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ ალესანდრო დელ პიეროს, ვისაც შეტევაში ფაბიო კვალიარელა შეუწყვილდება. თადარიგში დარჩება ვინცენცო იაკვინტა, კარვალიო ამაურის კი მცირე ტრავმა აქვს და თანაგუნდელებს ვერაფრით დაეხმარება.

ნახევარდაცვაში ალბერტო აკვილანის გამოჩენას ველოდებით, რომელიც ტურინელებმა სულ ახლახანს გადაიბირეს. ახალგაზრდა შუახაზელს სავარაუდოდ შემდეგი სამეული დაუმშვენებს გვერდს: სიმონე პეპე, ფელიპე მელო და მილოშ კრასიჩი.

ორი თავდამსხმელით შეუტევს "სამპდორიაც" და აქაც დელ ნერის ხელი ურევია - დიახ, ასეთი ფორმაციის "სამპა" სწორედ ლუიჯიმ შექმნა და დომენიკო დი კარლოს გადააბარა. შეტევის წინა ხაზზე გენუელთაგან ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე პაცინის ვიხილავთ, მათ უკან კი სტეფანო გუბერტი გაირჯება. დელ ნერის ერთი უპირატესობა აქვს, მან საკუთარი ხუთი თითივით იცის რას წარმოადგენს ეს "სამპდორია" და წესით, სწორი სტრატეგიის შერჩევა არ უნდა გაუჭირდეს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე - კრასიჩი, ფელიპე მელო, აკვილანი, პეპე - დელ პიერო, კვალიარელა.

სამპდორია (4-3-1-2): კურჩი - ძაური, გასტალდელო, ლუკინი, ციგლერი - სემიოლი, პალომბო, დოსენა - გუბერტი - კასანო, პაცინი.

არ შეიძლება, რომ "ჯენოაზე" არ ვთქვათ, სადაც კახა კალაძეს დებიუტი ექნება. "გაძეტას" ვერსიით, ქართველი უკანახაზელი ძირითად შემადგენლობაში იქნება და ანდრეა რანოკიასთან ერთად ცენტრალურ მცველთა ტანდემს შექმნის. გენუური კლუბი "კიევოს" მიიღებს და შეეცდება დაგეგმილი ქულა აიღოს. ბუნებრივია, ამას იქით, "ჯენოას" მიმართ ჩვენი ინტერესი ერთი-ორად გაიზრდება.

და ბოლოს, იმ სკანდალის შესახებ, რომელიც შესაძლოა იტალიურ საკლუბო ფეხბურთში აგორდეს. საქმე იმაშია, რომ ფედერკალჩო სულ მალე ახალი კანონის მიღებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, კლუბებს შეუძლიათ ამა თუ იმ მოთამაშის ბედი მათი აზრის გაუთვალისწინებლად გადაწყვიტონ. ანუ, თუ კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არსებული კონტრაქტი გაუწყდება და ყველანაირი კომპენსაციის გარეშე, უგუნდოდ დარჩება.

ამის წინააღმდეგ ფეხბურთელთა უმეტესობამ გაილაშქრა და ნაწილი ბოიკოტითაც დაიმუქრა - არ არის გამორიცხული, ფეხბურთელებმა 25-26 სექტემბერს გასამართი ტურის მატჩებში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!