"მილანის" ბრაზილიელი მცველი გუნდს ტრავმის გამო ერთი თვე ვერ დაეხმარება
გასულ უქმეებზე "მილანმა" "რომასთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ, თუმცა ამაზე უფრო ხშირად პრესაში ტიაგო სილვას დაშავების ამბავი განიხილება. ვისაც არ ეზარება, ყველა იმას იწერება, რომ ბრაზილიელი მცველის გარეშე "როსონერის" "ბარსელონასთან" პაექრობაში ძალიან გაუჭირდება. ეგ კი არა, ბევრმა "მილანი" სულაც ჩამოწერა და ეს სწორედ ტიაგო სილვას ტრავმით ახსნა.

მოკლედ, მილანში ერთგვარი პანიკა შეინიშნება, რამაც თვით ადრიანო გალიანი ააღელვა - მოვუსმინოთ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს:

"ორი დღეა, მხოლოდ იმაზე მესმის ლაპარაკი, რომ ტიაგო სილვას დანაკლისი აუნაზღაურებელია და "ბარსასთან" უშანსოდ ვართ დარჩენილები. ასე ნამდვილად არ არის და კარგი იქნება, თუ ცრუ განგაშს არ ავტეხავთ. კი ბატონო, სილვა უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია გუნდისთვის, მაგრამ არა შეუცვლელი და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მით უმეტეს, ალესანდრო ნესტა გამოჯანმრთელდა და ბოლო ინფორმაციით, "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს.

"მილანისთვის" როტაცია ჩვეულებრივი ამბავია და ხშირად იმ მატჩებში უკეთესად გვითამაშია, სადაც ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები გვაკლდნენ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება".

მიმდინარე სეზონში "მილანს" ტრავმების გამო მუდმივად აკლია ფეხბურთელები და ეს თემა იტალიაში აქტიური განხილვის საგანია - ჟურნალისტთა ნაწილმა კლუბის ექიმთა კვალიფიკაციაში ეჭვიც კი შეიტანა. აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით გალიანი:

"თანამედროვე ფეხბურთში ტრავმები ჩვეულებრივი მოვლენაა და ნამდვილად არ მიკვირს, რომ ლაზარეთი მუდმივად სავსე გვაქვს. ეგ კი არა, იმ ფეხბურთელთა ნაწილიც გამაყუჩებლებით ასპარეზობს, ვინც თითქოს ჯანმრთელია. თუნდაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ავიღოთ, რომელიც კარგა ხანია, წელის ტკივილებს უჩივის და თამაშის წინ ნემსებს იკეთებს. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მიმდინარე სეზონში ძალიან დავიჩაგრეთ და ეს უფრო დამთხვევაა, ვიდრე კანონზომიერება. ექიმთა ეს შტაბი დიდი ხანია კლუბში მუშაობს და ადრე მსგავსი პრობლემები არ შეგვქმნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ფონს არსებული რესურსით გავიდეთ".

ბოლოს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ტიაგო სილვას ამბავს და დავძინოთ, რომ ბრაზილიელმა მცველმა ტრავმა "რომასთან" პაექრობის მეათე წუთზე მიიღო, რის გამოც შესაცვლელი გახდა. დეტალურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ტიაგომ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთ თვეს დაისვენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სილვას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა