ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფერნანდო ალონსო და სერხიო პერესი კვირას რბოლაში "მაკლარენსა" და "რედ ბულს" დაჩრდილავდნენ
როცა ფერნანდო ალონსო და სერხიო პერესი გაჭირვებით გადავიდნენ კვალიფიკაციის ფინალურ სეგმენტში, იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისინი კვირას რბოლაში "მაკლარენსა" და "რედ ბულს" დაჩრდილავდნენ; აღარაფერს ვამბობთ "მერსედესსა" და "ლოტუსზე".

გმირები

2012 წლის 25 მარტს ფორმულა 1-ში ახალი ვარსკვლავი დაიბადა, რომელსაც 22 წლის წინ სერხიო დაარქვეს. როგორც აღმოჩნდა, მის ბრწყინვალე გამოსვლას საფუძველი მალაიზიის გრანპრის პირველ წრეზე ჩაეყარა, როცა პერესმა ყველაზე სწრაფად მოიფიქრა საშუალედო საბურავების წვიმის რეზინით შეცვლა. ამ სვლამ პერესს ერთბაშად მესამე ადგილი მოუტანა, რესტარტისა და მეორე პიტსტოპების შემდეგ კი ორივე "მაკლარენი" უკან აღმოჩნდა და გზა გაუხსნა ესპანელსა და ახალგაზრდა მექსიკელს.

უკან მიმავალ ჰემილტონს არც უცდია პერესის გასწრება, თავად მექსიკელს კი ზღაპრამდე სულ ცოტა დააკლდა: პირველ შემთხვევაში "ზაუბერმა" პიტსტოპისთვის კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან, რადგან ბოლო მომენტამდე ელოდა წვიმის გაძლიერებას, შემდეგ კი თავად სერხიომ ვერ გაუძლო კოლოსალურ დაძაბულობას... სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ალონსომაც არ მისცა კონკურენტს გასწრების მინიმალური შანსი.

"ფერარის" ეს წარმატება, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილი სენსაციაა. დღეისთვის ბუკმეიკერებს "სკუდერია" ტიტულისთვის ბრძოლაში მეოთხე ადგილზე ჰყავთ გამწესებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს "ფერარის" ბოლიდის სუსტ ტემპს.

ასევე უნდა გამოვყოთ ბრუნო სენა. "უილიამსის" გულშემატკივრებს სიხარულის საბაბი მიეცათ: მათი ბოლიდი ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში კონკურენტუნარიანია და ტოპ-ექვსეულში მოხვედრა შეუძლია. სენამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა ის, რაც პასტორ მალდონადომ ავსტრალიაში ვერ შეძლო - მეექვსე ადგილი დაიკავა. სავარაუდოდ, ბრაზილიელი პილოტის მიმართ კრიტიკოსების ტონი შერბილდება.

ანტიგმირები

რომენ გროსჟანი ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს, რას წარმოადგენს ფორმულა 1-ის რბოლა, ანუ ბრძოლა კონკურენტებთან და არა წამზომთან. თუ ავსტრალიაში მისი გამოვარდნა მალდონადოს დაბრალდა, ამჯერად ფრანგმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს.

საოცარია, მაგრამ გროსჟანი აღმოჩნდა ერთადერთი პილოტი, რომელმაც სველ ტრასაზე სერიოზული შეცდომა დაუშვა. კიმი რაიკონენის დამაჯერებელი გამოსვლა სერიოზულ ზიანს აყენებს ფრანგის ამბიციებს. უახლოეს გრანპრიზე რომენის მთავარი ამოცანაა - ისწავლოს რაიკონენისგან რბოლის საიდუმლოებები და მისი მიწვევის გამო სინანულის გრძნობა არ გაუჩინოს "ლოტუსის" ხელმძღვანელობას.

საკუთარ თავს არ ჰგავდა ჯენსონ ბატონი. მეორე პიტსტოპის შემდეგ ბრიტანელი ალონსოს უკან აღმოჩნდა და ამ ფაქტით გაწბილებულმა სიფრთხილის გრძნობა დაკარგა და ნარაიან კართიკეიანის ბოლიდს შეეჯახა.

ამის შემდეგ ჯენსონმა ათეულში შესვლა ვეღარ შეძლო. იმედია, ბატონი ამ ინციდენტისგან სწორ დასკვნებს გააკეთებს და ისევ გახდება ძლიერი და ჭკვიანი პილოტი, როგორსაც აქამდე ვიცნობდით.

ძალიან გაუჭირდება კამუი კობაიაშის. ახლა იაპონელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ გამოვიდეს სერხიო პერესის ჩრდილიდან. ეს კი რთული იქნება, რადგან მექსიკელი აშკარად ეშხში შევიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა