ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და ფოტომოდელმა საკუთარი სარბოლო მანქანა წარმოადგინა
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და ფოტომოდელმა პამელა ანდერსონმა საკუთარი სარბოლო მანქანა წარმოადგინა - 2012 წელს საჯინიბო Downforce1 by Pamela Anderson გამოვა სარბოლო სერიების - European Le Mans Series-ასა და International GT Open-ში. ანდერსონის გუნდი GT-ის კლასში იასპარეზებს.

პამელას თქმით, ის ავტოსპორტის დიდი თაყვანისმცემელია და განსაკუთრებით მოსწონს ნასკარისა და ფორმულა 1-ის რბოლები. ამიტომაც გადაწყვიტა მან საკუთარი გუნდის შექმნა.

"ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელსაც Downforce1 ჰქვია, - განაცხადა ანდერსონმა. - ამ ჯენტლმენებმა შეუძლებელი შეძლეს, როცა სულ რაღაც ოთხ თვეში შექმნეს სარბოლო გუნდი. ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავ ჩემს მანქანებს ტრასაზე.

არ მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივიდა. მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როცა რბოლაში მონაწილე მანქანებს საკუთარი თვალით ვიხილავ. თქვენც იოლად გაარჩევთ მათ - ისინი ჩემს საყვარელ თეთრ და ლურჯ ფერებში იქნება გადაწყვეტილი".

ანდერსონის გუნდის ერთ-ერთი პილოტი იქნება ავსტრიელი მარკუს ფუქსი. მეორე პილოტის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებიათ.

რბოლებში Downforce1 by Pamela Anderson გამოიყენებს ბრიტანული Aston Martin Vantage V8 GT2-ის კუპეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა