გასულ უქმეებზე ამერიკის ქალაქ სენტ-პიტერსბერგის ქუჩებში ინდიკარის სარბოლო სერიის პირველი ეტაპი გაიმართა
გასულ უქმეებზე ამერიკის ქალაქ სენტ-პიტერსბერგის ქუჩებში ინდიკარის სარბოლო სერიის პირველი ეტაპი გაიმართა.

მის მიმართ დიდი ყურადღება იყო, რადგან მიმდინარე სეზონში ახალი თაობის მანქანებს იყენებენ. ბოლიდი კომპანია Dallara-ს მიერ არის შექმნილი და ის საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ეს ნაბიჯი უსაფრთხოების მიზნით გადაიდგა, რათა ტრასაზე ბრძოლის დროს ბოლიდები საბურავებით არ შეეხონ ერთმანეთს.

უსაფრთხოების მხრივ ახალი ბოლიდების ღირსებას სწრაფ ოვალებზე შეაფასებენ, სენტ-პიტერსბერგში კი პილოტებს ევალებოდათ მაქსიმალურად სწრაფად მოძრაობა და ბარიერებთან შეხების თავიდან აცილება. ამ ამოცანას ყველაზე უკეთ ინდიკარის ცნობილი ოსტატები - სკოტ დიქსონი და ჰელიო კასტრონევეში გაუმკლავდნენ.

მათ შორის დუელში კი გამარჯვებული კასტრონევეში გამოვიდა. ჰელიომ 2010 წლის შემდეგ პირველი რბოლა მოიგო და ეს გამარჯვება ბრიტანელ დენი უელდონს მიუძღვნა, რომელიც შარშანდელი ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე ტრაგიკულად დაიღუპა.

სხვათა შორის, სწორედ უელდონის სახელი მიანიჭეს ახალ შასის - DW12-ს. რა თქმა უნდა, მანქანის დებიუტს ტექნიკური პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია.

მაგალითად, ელექტროსისტემაში ხარვეზებმა კარგი შედეგის ჩვენების საშუალება არ მისცა ტაკუმა სატოს. ფორმულა 1-ის იაპონელი ექსპილოტი დამაჯერებლად ინარჩუნებდა ადგილს ლიდერთა შორის, მაგრამ 73-ე წრეზე ჩამოშორდა რბოლას. მალე ტექნიკური პრობლემის გამო იგივე დაემართა სებასტიან ბურდეს.

დებიუტი ჰქონდა ინდიკარის სერიაში რუბენს ბარიკელოს. მან მიაღწია ფინიშამდე, მაგრამ საბოლოო ოქმში მოხვედრილ 18 პილოტს შორის მე-17 ადგილი დაიკავა. გულშემატკივრებმა თბილად მიიღეს ბრაზილიელი, რომელიც სენტ-პეტერსბერგში თავის მეუღლესთან - სილვანასთან ერთად ჩავიდა.

"მომეწონა პირველი რბოლა, - განაცხადა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გამოცდილმა პილოტმა. - სამწუხაროა, რომ ცუდად მუშაობდა საწვავის დონის მაჩვენებელი, რის გამოც ზედ ფინიშთან ავზის შევსება მომიწია. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი დავრჩი რბოლითა და მეტოქეებს შორის ბრძოლით, თუმცა მერჩივნა უფრო ახლოს ვყოფილიყავი ლიდერებთან. მთავარია, რომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. სიამოვნებით დავუბრუნდები საჭეს და რამდენიმე დღეში მორიგ სტარტს ჩავატარებ".

ბარიკელო KV Racing Technology-ს ღირსებას იცავს. ამ საჯინიბოს შეფი კევინ კალჰოვენი დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელს გარკვეული ხანი დასჭირდება ახალ პირობებთან შესაგუებლად, შემდეგ კი შეეძლება კარგი შედეგების ჩვენება.

"დრო სჭირდება ცივ საბურავებსა და რესტარტებთან შეგუებას. მჯერა, რომ მას ბევრის მიღწევა შეუძლია, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, რუბენსი შესანიშნავი პილოტია. გარდა ამისა, მასთან მუშაობა სასიამოვნოა", - აღნიშნა კალჰოვენმა.

ეტაპის მეორე პრიზიორის, სკოტ დიქსონის აზრით, ინდიკარის სერიაში 40 წლის ვეტერანის გამოჩენა დადებითად იმოქმედებს ტურნირის პოპულარიზაციაზე: "სერიისთვის ძალიან კარგია ცნობილის გამოჩენა. ეს ინდიკარს საერთაშორისო დონეზე გასვლის საშუალებას აძლევს. წელს ჩვენ ახალი მანქანები და ძრავების ახალი მწარმოებლები გვყავს, რუბენსის გამოჩენა კი დამატებით ყურადღებას აჩენს".

ინდიკარის მეორე ეტაპი პირველ აპრილს ალაბამას კლასიკურ ავტოდრომზე გაიმართება.

ლუისს ფილმში იღებენ

ჩვენ უკვე ვწერდით ამერიკელი რეჟისორის, რონ ჰოვარდის ახალი ფილმის გადაღებების შესახებ, რომელიც ფორმულა 1-ის 1976 წლის ჩემპიონატში ნიკი ლაუდასა და ჯეიმს ჰანტის ბრძოლაზე მოგვითხრობს. სურათის ერთ-ერთი კონსულტანტი გახდა "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი. როგორც რეჟისორი ამბობს, ლუისმა, შესაძლოა, ახალ ფილმში როლიც მიიღოს.

"ლუისი - შესანიშნავი ადამიანია. მასში ყველაზე საოცარი ის არის, რომ მოკრძალებული წარმომავლობის მიუხედავად, დიდ სიმაღლეებს მიაღწია.

ფილმზე მუშაობის დაწყებამდე მას ბევრი ვესაუბრე. ფაქტობრივად, ის ფილმის კონსულტანტი გახდა. არ ვიცი, დათანხმდება თუ არა, მაგრამ ფილმში მისთვის როლი გამოინახება", - განაცხადა ჰოვარდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა