მაიამის სუპერტურნირზე კინაღამ სეზონში პირველი მატჩი წააგო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა

მაიამის სუპერტურნირზე გუშინ სრულად გაიმართა მერვედფინალური ეტაპი. მართალია, სენსაცია არ მომხდარა, მაგრამ ფავორიტებს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ რანგით დაბალი მეტოქეებისგან.

მაგალითად, კინაღამ სეზონში პირველი მატჩი წააგო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ. ის ყოველთვის სახიფათო დომინიკა ციბულკოვას ხვდებოდა, რომელიც წელს არასტაბილურად თამაშობს. სლოვაკს აზარენკასთან მატჩში კარგი შანსი ჰქონდა, თავისი არსებობა შეეხსენებინა საჩოგბურთო სამყაროსთვის და ეს თითქმის გამოუვიდა.

დომინიკამ პირველივე გეიმიდან შეუტია მეტოქეს, თანაც, შეცდომების მინიმალური პროცენტი ჰქონდა. მსგავსმა დასაწყისმა ვიქტორია დააბნია და მან ვერაფრით მოახერხა მეტოქის შეჩერება. საბოლოოდ, ციბულკოვამ პირველი გეიმი 5:0 წააგო, საწყის 11 გეიმში კი 10 მოიგო და 6:1, 4:0 დაწინაურდა. და სწორედ ამის შემდეგ დადგა მატჩში გარდამტეხი მომენტი.

აზარენკამ აქტიურობასა და დარტყმების სიზუსტეს უმატა, დომინიკას კი შეტევისთვის ხელსაყრელი მომენტები იშვიათად ექმნებოდა. თან მან ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლო - მაგალითად, მატჩზე პირველი ჩაწოდების დროს, 5:2-ზე ციბულკოვამ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. აზარენკამ წინ გასვლა მოახერხა - 6:5, მაგრამ სლოვაკმა თავის მოწოდებაზე გეიმი კარგად ჩაატარა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ეფექტურ სტილში მოიგერია სამმაგი სეტბოლი, მაგრამ მაინც წააგო სეტი - 6:7(7).

ასეთი დასანანი წაგების შემდეგ სლოვაკის თამაში თითქოს საბოლოოდ უნდა მოშლილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მესამე სეტი აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა - ვერც ერთი ვერ ახერხებდა ერთზე მეტი სხვაობით წინ გასვლას და ორივე იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში უფრო ზუსტი და სტაბილური ვიქტორია იყო.

მე-11 გეიმში ბრეიკ-პოინტის დროს დომინიკამ ორმაგი შეცდომა დაუშვა, აზარენკამ კი მომდევნო გეიმში ანალოგიურ სიტუაციაში შესანიშნავად ჩააწოდა. მატჩბოლზე ციბულკოვამ ხელსაყრელ სიტუაციაში აუტში გაუშვა ბურთი და აზარენკამ სეტი 7:5 მოიგო. ეს მძიმე გამარჯვება ზედიზედ 26-ე იყო აზარენკასთვის.

შარშანდელი აშშ-ის ღია პირველობის რემატჩი შედგა სერენა უილიამსსა და სამანტა სტოსურს შორის. ამერიკელი რევანშისთვის იყო განწყობილი და შარშანდელი წაგებისგან დაგროვილ ბრაზს მოწოდებაში აქსოვდა. ორი სეტის განმავლობაში სერენამ 20 ეისი (!) ჩააწოდა. სხვა სათამაშო კომპონენტებში უილიამსი მთლად იდეალური არ ყოფილა, მაგრამ მაინც მოიგო - 7:5, 6:3. ახლა მას ელის შეხვედრა კაროლინ ვოზნიაცკისთან, რომელმაც იანინა ვიკმაიერი დაამარცხა - 7:6(6), 6:0. საინტერესოა, რომ სასტარტო სეტი, რომელიც საათზე მეტხანს გრძელდებოდა, კაროლინმა მხოლოდ მეშვიდე სეტბოლიდან დაასრულა.

ასევე გავიდა შემდეგ ეტაპზე უფროსი უილიამსი. დის მსგავსად, მანაც შესანიშნავად ითამაშა მოწოდებაზე და ანა ივანოვიჩს 13 ეისი ჩაუგდო, რამაც სამ სეტში გამარჯვება მოუტანა.

ქალები

1/8 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 2)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:4, 7:6(3); მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-მარია კირილენკო (რუს, 22) 6:1, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 10)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 6) 7:5, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-გარბინ მუგურუსა-ბლანკო (ესპ) 6:3, 6:2; ნა ლი (ჩინ, 8)-საბინ ლისიცკი (გერ, 12) 3:6, 6:4, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16) 1:6, 7:6(7), 7:5; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 23) 7:6(6), 6:0; ვენუს უილიამსი (აშშ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 15) 6:7(4), 6:2, 6:2.

1/4 ფინალი

აზარენკა (1)-ბარტოლი (7); ვ. უილიამსი-ა. რადვანსკა (5); ს. უილიამსი (10)-ვოზნიაცკი (4); ნა ლი (8)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის