მამაკაცებს შორის სეზონის ლიდერმა როჯერ ფედერერმა მისთვის ყველაზე სასურველი მეტოქე ვერ დაამარცხა
ვიქტორია აზარენკასგან განსხვავებით, გამოცდა ვერ ჩააბარა მამაკაცებს შორის სეზონის ლიდერმა როჯერ ფედერერმა. არადა, შვეიცარიელს ტურში მისთვის ყველაზე მოხერხებული მეტოქე ჰყავდა - ენდი როდიკი, რომლისთვისაც 23-იდან 21 მატჩი ჰქონდა მოგებული.

მატჩის წინ ისე ჩანდა, რომ რიგით 24-ე შეხვედრაში ამერიკელს შანსი არ ჰქონდა. ფედერერი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო. როდიკი კი ძალიან დაქვეითდა რეიტინგში და დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ამერიკელი მალე დაასრულებს კარიერას.

მაგრამ გუშინდელმა მატჩმა დაამტკიცა, რომ ენდის ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. პირველ სეტში ფედერერს მხოლოდ დასაწყისში ჰქონდა ბრეიკის გაკეთების შანსი, მაგრამ როდიკმა გაძლო და შემდეგ დამაჯერებლად აწვდიდა. იგივე ითქმის როჯერზე - როდიკს ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. ტაი-ბრეიკი პარტიის ლოგიკური დასასრული იყო და ბედმა ამერიკელს გაუღიმა. 4:3-ზე მან მნიშვნელოვანი მინიბრეიკი გააკეთა და შემდეგ მშვიდად შეინარჩუნა უპირატესობა - 7:6(4).

მეორე სეტში ფედერერმა სისწრაფეს უმატა და სამი ბრეიკით მოიგო პარტია - 6:1. გადამწყვეტი სეტიც მისი კარნახით დაიწყო. როდიკის პირველივე მოწოდებაზე მან სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ამერიკელი გადარჩა, ცოტა ხანში კი მიღებაზე როდიკს გაუჩნდა შანსი. ენდის ოთხი ულამაზესი და ურთულესი ფორჰენდი გამოუვიდა და ამის წყალობით მან ბრეიკი გააკეთა - 2:1.

ფედერერი მატჩის ბოლომდე ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ როდიკი ძალიან კარგად აწვდიდა. მე-10 გეიმში, რომელიც ბოლო აღმოჩნდა მატჩში, ენდი 15:30 ჩამორჩა, მაგრამ დროზე მოეგო გონს და ზედიზედ სამი იდეალური მოწოდება შეასრულა.

კაცები

1/16 ფინალი

მერდი ფიში (აშშ, 10)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:4, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 20) 6:3, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-ჟულიან ბენეტო (საფ, 30) 7:6(5), 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 27) 6:3, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 11)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 23) 6:3, 7:6(3); ენდი როდიკი (აშშ, 31)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 7:6(4), 1:6, 6:4; ხუან მონაკო (არგ, 21)-გაელ მონფილსი (საფ, 14) 4:6, 6:3, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 17)-ალბერტ რამოსი (ესპ) 6:2, 5:7, 6:3.

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-გასკე (17); დელ პოტრო (11)-ფერერი (5); როდიკი (31)-მონაკო (21); ალმაგრო (12)-ფიში (10); დიმიტროვი-ტიპსარევიჩი (9); სიმონი (13)-მიურეი (4); ცონგა (6)-ფ. მაიერი (19); ნიშიკორი-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის