კიევის "არსენალის" ქართველმა ხარკოვის "მეტალისტის" ძლევაში მთავარი როლი შეასრულა
უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა "უა-ფუტბოლმა" ქვეყნის პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. შეგახსენებთ, რომ კიევის "არსენალის" ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ბოლო ტურში ხარკოვის "მეტალისტის" დამარცხებაში (4:2) გოლითა და კარგი თამაშით ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა (იხილეთ ვიდეო).

მართალია, ინტერნეტ-პორტალმა ქართველის ამაგი სიტყვიერად დააფასა და ძალიანაც შეაქო, მაგრამ სიმბოლურში მაინც არ შეიყვანა.

მატჩის შემდეგ სანდრო დაელაპარაკა უკრაინულ "სპორტ-ექსპრესს". 24 წლის ქართველის თქმით, "არსენალის" მიზანი ევროპის ლიგაზე მოხვედრაა.

"მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს საამისოდ საუკეთესო შანსები გააჩნია. თუკი ყველა მეტოქესთან ისე ვითამაშებთ, როგორც "მეტალისტთან", ჩვენი შანსები რეალური გახდება. მგონია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გუნდი კიდევ მოუმატებს.

მეტოქის მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილნი, რადგან ხარკოველები ევროპის ლიგის მეოთხედფინალამდე გავიდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი გამარჯვება მოულოდნელიც არ მგონია.

რა თქმა უნდა, ამაღლებული განწყობა გვქონდა. ჯერ ერთი, ქულები ჰაერივით გვჭირდებოდა; მეორეც, "მეტალისტი" ის გუნდია, რომელთანაც სამი ქულის მოპოვება ძნელია.

"არსენალი", უპირველესად, ძლიერი კოლექტიური თამაშით არის ცნობილი. ყველა ჩვენგანს საკუთარი ამოცანა ჰქონდა. ჩემი ამოცანა კი თამაშის გამწვავება და საკუთარ თავზე ინიციატივის აღება იყო.

დავალებები შევასრულეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. მშვენივრად ითამაშა კოვპაკმა - მან ორი გოლი გაიტანა. საერთოდ, პარტნიორების დახმარების გარეშე ვერც მე და ვერც კოვპაკი ვერაფერს გავაკეთებდით", - ამბობს საქართველოს ნაკრების მოთამაშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა