ინგლისის რაგბის კავშირი უახლოეს დღეებში ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობას დაასახელებს
ინგლისის რაგბის კავშირი უახლოეს დღეებში ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობას დაასახელებს. სპეციალურ გასაუბრებაზე უკვე მიწვეული ჰყავდათ დროებითი თავკაცი სტიუარტ ლანკასტერი და სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტი, რომელიც აქამდე იტალიის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში.

საერთო აღიარებით, უპირატესობა ლანკასტერს აქვს, თუმცა ასპარეზზე გამოჩნდა კიდევ ერთი კონკურენტი კლაივ ვუდვორდი, რომელმაც "პომებს" 2003 წელს ავსტრალიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება მოაგებინა.

ინგლისური რაგბის ხელმძღვანელი ორგანოს გენერალურმა დირექტორმა იან რიჩმა საბოლოო გადაწყვეტილება 48 საათში უნდა წარუდგინოს ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ახალ მწვრთნელს ოფიციალურად დაამტკიცებს.

ინგლისური გაზეთი "დეილი მეილი" ამტკიცებს, რომ ყველაზე ძლიერი პოზიცია სტიუარტ ლანკასტერს უჭირავს. მან გასაუბრებისას თავდადებით დაიცვა თავისი თანაშემწეები ენდი ფარელინ და გრემ რაუნტრი, რომლებმაც მასთან ერთად უდიდესი სამუშაო გასწიეს წლეულს გამართულ ექვსი ერის გათამაშების მსვლელობისას.

ინგლისის რაგბის კავშირს სურვილი ჰქონია მწვრთნელთა შტაბს "ოლ ბელქსის" ყოფილი მწვრთნელი უეინ სმიტი დაამატოს, რასაც ლანკასტერი არ დაეთანხმა. შესაბამისად, სმიტი "პომებთან" მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ მთავარ მწვრთნელად ნიკ მალეტს დანიშნავენ.

ამასთან ერთად, გაზეთი "დეილი ექსპრესი" ამტკიცებს, რომ ნაკრების მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატი კლაივ ვუდვორდია. თუმცა ახლახან "ლონდონ აირიშის" დირექტორად დანიშნულმა, ინგლისის ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელმა ბრაიან სმიტმა თქვა:

"კლაივ ვუდვორდს შესაძლოა კონსულტანტის თანამდებობა შესთავაზონ. მას დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს, რაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელთა მომავალ შტაბს ძალიან წაადგება.

ვფიქრობ, საბოლოოდ არჩევანი ლანკასტერზე გაჩერდება, რადგან ის კარგად იცნობს ახალგაზრდა ინგლისელ მორაგბეებს, სტიუარტი ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ხომ მათ განვითარებაზე აგებდა პასუხს.

ლანკასტერი თანაშემწეებს უცვლელად დატოვებს. ამას დაუმატეთ ვუდვორდის ცოდნა და გამოცდილება. ვფიქრობ, შესანიშნავი გუნდი გამოვა, რომელსაც იოლად შეეძლება ურთულეს სიტუაციებში გუნდის სწორად მართვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა