"ატლანტას" ქართველმა ცენტრმა 7 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, მისი გუნდი კი 101:108 დამარცხდა
ზედიზედ მოპოვებული 4 გამარჯვების შემდეგ "ატლანტა ჰოუქსმა" წააგო. ჯორჯიული კლუბის შედეგიანი სერიის წამხდენი "მილუოკი ბაქსი" აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში - 108:101 იმარჯვა.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ ატლანტელები 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდი 22:30 დათმეს და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც.

შეიძლება ითქვას, რომ ატლანტელებს ძალა აღარ ეყოთ. სამ დღეში ზედიზედ ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ "ქორებმა" ერთი დღე დაისვენეს და მილუოკიში "ბაქსთან" სათამაშოდ ჩაფრინდნენ. 3 პერიოდი ყოჩაღადაც იომეს, მაგრამ...

ქართველმა ცენტრმა ნორმალურად ითამაშა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანი 7 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა. ზაზამ მოედანზე მთლიანობაში 32:22 წუთი გაატარა და 5-იდან სამ ორქულიანთან ერთად ორში ერთი საჯარიმოც ჩააგდო.

კარგად გაისარჯა ფაჩულიას მარქაფი ივან ჯონსონი, რომელმაც თამაშიდან ნასროლი შვიდივე სროლა ჩააგდო და შეხვედრა კარიერის საუკეთესო შედეგით - 17 ქულით დაასრულა. შესანიშნავად ითამაშა ჯოშ სმიტმა, რომელმაც ატლანტელებს 30 ქულასთან ერთად 18 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოუტანა, თუმცა მას სათანადოდ მხარი ვერ აუბა ჯო ჯონსონმა, რომლის უნიათო გარჯის ბრალი იყო, ატლანტელებმა რომ ვერ იმარჯვეს.

30 მოგება და 21 მარცხი - ატლანტელთა ეს შედეგი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილის ტოლფასია. ჩაუქობს "ინდიანა", რომელიც მე-5 ადგილს ხან უთმობს და ხანაც ართმევს ატლანტელებს. "ქორებს" არც ამჯერად აქვთ შესვენება - ხვალ ისინი უკვე შინ "ჩიკაგოს" უმასპინძლებენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა