"დეზები", მით უფრო, საშინაო შეხვედრაში, აშკარად ფავორიტები იყვნენ
ტოტენჰემი-ბოლტონი 3:1

ტოტენჰემი: კუდიჩინი, უოკერი, კინგი, ნელსენი, ასუ-ეკოტო, მოდრიჩი, ჯ. ლივემორი, პარკერი (71. დეფო), ბეილი, ვან დერ ვაარტი (80. როუზი), ადებაიორი (79. საა)

ბოლტონი: ბოგდანი, ალონსო, ბოაიტა (76. კ. დევისი), ნაიტი, რეო-კოკერი, მ. დევისი, პრეტლი (28. რიმი), იგლზი, კლასნიჩი, მიაიჩი (79. შანლი)

გოლები: 1:0 ნელსენი (74), 2:0 ბეილი (77), 2:1 კ. დევისი (90), 3:1 საა (90+3)

სანდერლენდი-ევერტონი 0:2

სანდერლენდი: მინიოლე, ბერდსლი, კირიაკოსი (54. ვონი), ტერნერი, ბრიჯი (63. კემპბელი), ლარსონი, ლ. კატერმოლი, გარდნერი, მაკლინი, სესინიონი, ბენდტნერი

ევერტონი: ჰოვარდი, ნევილი, ჰეიტინგა, დისტენი, ბეინსი, ოსმანი, გიბსონი, ფელაინი (82. იაგიელკა), ტ. კეჰილი (90. ჰიბერტი), იელავიჩი (87. სტრაკვალურსი)

გოლები: 0:1 იელავიჩი (24), 0:2 ვონი (57-ს. კ.)

ნახევარფინალში ჩელსისთან

ფაბრის მუამბას ამბავი ყველას მოგეხსენებათ. 23 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემი"-"ბოლტონის" შეხვედრის პირველ ტაიმში გულის შეტევით გახდა ცუდად და ექიმებს მისი სიცოცხლის გადასარჩენად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.

მუამბას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ის ფეხბურთს ალბათ ვეღარასოდეს ითამაშებს, მაგრამ "ბოლტონის" ხელმძღვანელობა გარანტიას აძლევს, რომ კლუბის სტრუქტურაში დაასაქმებს და მის მომავალს ასე უზრუნველყოფს. თუმცა ეს სხვა თემაა... 17 მარტს "უაით ჰართ ლეინზე" განვითარებულმა მოვლენებმა ორივე გუნდის ფეხბურთელები ისე დაზაფრა, რომ ჰოვარდ ვებმა ადგილზე მცირე თათბირის შემდეგ თამაში შეწყვიტა.

საფეხბურთო ასოციაციამ კი მატჩი თავიდან დანიშნა და მისი ჩატარება 27 მარტს გადაწყვიტა.

"დეზები", მით უფრო, საშინაო შეხვედრაში, აშკარად ფავორიტები იყვნენ, თუმცა სტუმარი დიდხანს ახერხებდა კარის მშრალად შენახვას.

დამაჯერებლად იდგა კარის ხაზზე ადამ ბოგდანი. 24 წლის უნგრელის დაშამათება პირველად რაიან ნელსენმა შეძლო, რამაც "ბოლტონი" ერთიანად მოშალა.

ორიოდე წუთში ამას გარეთ ბეილის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. მართალია, შეცვლაზე შესულმა კევინ დევისმა თავის გუნდს იმედი დაუბრუნა, მაგრამ ლუის საამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. "ტოტენჰემს" 1/2-ფინალში "უემბლიზე" 15 აპრილს "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ამ გუნდების დერბი ორჯერვე ფრედ დასრულდა (1:1, 0:0) და ახლა გუნდებს ერთმანეთისთვის უპირატესობის დამტკიცება თასზე მოუწევთ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჰარი რედნაპმა შემდეგი განაცხადა: "პირველ ტაიმშიც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიტანეთ, აშკარად ვდომინირებდით. "ბოლტონის" მეკარით აღფრთოვანებული დავრჩი. არასოდეს მინახავს, რომ მეკარეს ამდენჯერ გადაერჩინოს საკუთარი გუნდი.

ის დიდებული იყო. შესვენებისას ვუთხარი ბიჭებს, რომ იმავე სტილში გაეგრძელებინათ, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგი აუცილებლად მოვიდოდა. ბოგდანმა მეორე ნახევარშიც განაგრძო სასწაულების ჩვენება. ის იყო, დავიჯერე, რომ იმ დღეს გატანა არ გვეწერა, რომ როგორღაც მივაღწიეთ მიზანს".

ლივერპულელები ლონდონში

"სტედიუმ ოფ ლაითის" მატჩამდე "სანდერლენდი" და "ევერტონი" ერთმანეთს ლივერპულში 10 დღით ადრე დაუპირისპირდნენ. მაშინ გუნდებმა უძლიერესის ვინაობა ვერ გაარკვიეს. მასპინძელი ამ შემთხვევაში უპირობო ფავორიტად ნამდვილად არა, მაგრამ შემდგომ ეტაპზე გასვლის მეტი შანსის მქონედ კი მიიჩნეოდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მარუან ფელაინი იყო. სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ორივე საგოლე კომბინაციაში. სწორედ ბელგიელმა ჩაჭრა ორივე შემთხვევაში მეტოქის გადაცემები.

ერთხელ მან მაგაი გუიე გაიყვანა კარგ პოზიციაზე, ვისი ჩაწოდებაც ნიკიცა იელავიჩმა გამოიყენა. მეორედ კი თავად გადააწოდა პასი ხორვატ თავდამსხმელს. უკანასკნელის დარტყმა შეცვლაზე შესულმა დევიდ ვონმა ჩაჭრა საკუთარ კარში. "ევერტონს" 14 აპრილს 1/2-ფინალში "ლივერპულთან" მოუწევს შებმა.

აი, რა თქვა თამაშის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა დევიდ მოიესმა: "ასოციაციის თასის ნახევარფინალში მოხვედრა უკვე მიღწევაა.

"ევერტონს" აღნიშნულ ეტაპზე გამოსვლის მდიდარი ისტორია აქვს. როცა ამ ზღვარს ვაღწევდით ხოლმე, როგორც წესი, მერე ვიმარჯვებდით კიდეც. სამწუხაროდ, ჩემი ხელმძღვანელობით გუნდს იშვიათად აქვს ეს ბედნიერება. დღევანდელი შეხვედრა რომ არ მოგვეგო, ალოგიკური იქნებოდა.

უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით და გამარჯვებულის გამოვლენა ბევრად ადრე შეგვეძლო. მომდევნო ეტაპზე "ლივერპული" აშკარა ფავორიტი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ მათ მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ დაგვამარცხეს. მერე რა, დაე იყვნენ ფავორიტები. ამ თამაშისთვის განსაკუთრებულად მოვემზადებით".

კოლეგას დაეთანხმა "სანდერლენდის" თავკაცი მარტინ ონილიც: "ჩვენ ცუდად ვითამაშეთ და აქედან გამომდინარე, "ევერტონმა" დამსახურებულად მოიგო. საკუთარ კარში გოლის გატანა მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მერე რა, რომ მეტოქე გვჯობდა, იმ მომენტისთვის თამაშის შემოტრიალება ჯერ კიდევ შეგვეძლო. საბოლოო ჯამში ჩვენი თამაში არადამაკმაყოფილებელი იყო, რადგან ბურთის კონტროლი ვერ შევძელით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა