მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე რვა ტურის შემდეგ ჩვენებურს 6 ქულა აქვს
როგორც ვწერდით, პლოვდივში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე კვირას საქართველოს ექვსმა წარმომადგენელმა, ბულგარეთში ზაფხულის დროზე გადასვლასთან დაკავშირებით, მე-6 ტურზე დააგვიანა და ყველას წაგება ჩაეთვალა. მათ შორის - უკრაინელ ანტონ კორობოვთან შოთა აზალაძეს (2419), რომელსაც 5 ტურის შემდეგ 2900 პერფომანსი ჰქონდა, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა.

28 მარტს მე-8 ტურში თავად შოთამ ჩაიწერა მუქთა ქულა გათამაშების ცხრილში - მასთან სათამაშოდ ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა აზერბაიჯანელმა შაჰრიარ მამედიაროვმა (2752) 1,5 წუთით დააგვიანა.

იყოჩაღა ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორმა ბაადურ ჯობავამ (2706), რომელმაც თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე გერმანელი დანიელ ფრიდმანი (2653) დაამარცხა. მიხეილ მჭედლიშვილი რუს ალექსეი დრეევს დაუზავდა, ლევან ფანცულაიამ კი სომეხ სერგეი მოვსესიანთან წააგო.

ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: დავით ბენიძე - რობერტ ჰოვანისიანი (სომხეთი) 0.5:0.5, დავით ლომსაძე - მარინ ბოსიჩიჩი (ხორვატია) 0.5:0.5, ზბინეკ ჰრაჩეკი (ჩეხეთი) - ლუკა პაიჭაძე 1:0, გაიოზ ნიგალიძე - იავორ ტოდოროვი (ბულგარეთი) 1:0, იულია მაკა (საბერძნეთი) - გიორგი ხელაია 1:0.

მეწინავეთა დაპირისპირებაში ერთპიროვნული ლიდერი ბელარუსი სერგეი აზაროვი შავი ფიგურებით რუს ვლადიმირ მალახოვს დანებდა, ვიქტორ ბოლოგანმა (მოლდოვა) მაქსიმ მატლაკოვთან (რუსეთი) წააგო. ვლადიმირ აკოპიანმა (სომხეთი) დენის ხისმატულინი (რუსეთი) დაამარცხა.

დაზავდნენ: ანტონ კორობოვი (უკრაინა) - ერნესტო ინარკიევი (რუსეთი), ანდრეი ისტრატესკუ (საფრანგეთი) - ლორენ ფრესინე (საფრანგეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - იური კუზუბოვი (უკრაინა), ფაბიანო კარუანა (იტალია) - გავაინ ჯონსი (ინგლისი), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) - მარკუს რაგერი (ავსტრია).

რვა ტურის შემდეგ 6,5-6,5 ქულით მალახოვი, მატლაკოვი და აკოპიანი დაწინაურდნენ. 17 მონაწილეს, მათ შორის ჯობავას, 6-6 ქულა აქვთ.

5,5-ქულიანებს (32 მოჭადრაკე) აზალაძე უდგას სათავეში. ამდენივე ქულა მოაგროვა მჭედლიშვილმაც. დანარჩენ ჩვენებურთა მონაგარი: ფანცულაია-5, ბენიძე, ლომსაძე-4.5-4.5, პაიჭაძე, ნიგალიძე-3.5-3.5, ხელაია-1,5 ქულა.

29 მარტს მე-9 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით მოსკოველ მიხეილ ქობალიას დაუპირისპირდება. ლიდერთა ჯგუფში ითამაშებენ: ვლადიმირ აკოპიანი-ვლადიმირ მალახოვი, ნიკიტა ვიტიუგოვი-მაქსიმ მატლაკოვი, სერგეი აზაროვი-ეტიენ ბაკრო, ერნესტო ინარკიევი-ივან სოკოლოვი, გავაინ ჯონსი-ანდრეი ვოლოკიტინი, ლორენ ფრესინე-ანტონ კორობოვი, იური კუზუბოვი-ფრანჩესკო ვალეხო, დმიტრი ანდრეიკინი-ანდრეი ისტრატენკო, იგორ ხენკინი-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი. ქართველები კი ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ვიქტორ ბოლოგანი-მიხეილ მჭედლიშვილი, მარკუს რაგერი-შოთა აზალაძე, ლევან ფანცულაია-ზახარ ეფიმენკო, ტომაშ მარკოვსკი-დავით ბენიძე, დარიუშ სვირჟი-დავით ლომსაძე, ლუკა პაიჭაძე-გერხარდ შროლი, ემანუელ შიენდორფი-გაიოზ ნიგალიძე, გიორგი ხელაია-ვოლოდიმირ ვდოვენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა