კიდევ კარგი, აკრძალვა იქამდე იმოქმედებს, სანამ სპორტსმენები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე იქნებიან
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება არცთუ ძალიან სტუმართმოყვარე მასპინძელი გამოდგა - თითქმის 20 ათას ექვსთვიან ვიზაში იქნება პუნქტი, რომელიც უცხოელ ათლეტებს და მათ მწვრთნელებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე თავიანთი სოციალური მდგომარეობის შეცვლის ნებას არ მისცემს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში შიშობენ, რომ ბრიტანეთში დაოჯახებულებმა შემდეგ შესაძლოა იქ ცხოვრება მოითხოვონ. სპორტსმენებს სამეფოში სასწავლო ვიზის მიღებაზეც უარს ეტყვიან.

სამინისტროს მტკიცებით, ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რათა დიდ ბრიტანეთში არალეგალური ემიგრანტების და ტერორისტების შესვლა არ დაუშვან.

შარშან, თანამეგობრობის ახალგაზრდულ თამაშებზე, რომელიც მანჩესტერში გაიმართა, ორი 16 წლის კამერუნელი სპორტსმენი აეროპორტიდან გაიპარა; 2002 წლის თანამეგობრობის თამაშებზე, რომელიც მანჩესტერში გაიმართა, სიერა-ლეონეს 30-კაციანი დელეგაცია გაუჩინარდა.

დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა ოლიმპიადის მონაწილე 204 ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს აცნობა, რა აკრძალვები დაუწესდებათ მათ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ოლიმპიადის დროს. თამაშებში მონაწილეობას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც დაამტკიცებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაშვებულ 6 თვეზე მეტს არ დარჩებიან და სპორტის გარდა, სხვა არაფრით დაკავდებიან.

ოლიმპიადის მონაწილეებს იმის დადასტურებასაც მოსთხოვენ, რომ მათ უკან დასაბრუნებელი თანხა ნამდვილად აქვთ.

მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა