კლუბის დროებითი ადმინისტრაციის მიერ კლუბის პოტენციურ მყიდველთა წინადადებების განხილვა რამდენიმე დღეა, დაიწყო და ამ პროცესს პირველი "მსხვერპლი" უკვე მოჰყვა

"რეინჯერსის" დროებითი ადმინისტრაციის მიერ კლუბის პოტენციურ მყიდველთა წინადადებების განხილვა რამდენიმე დღეა, დაიწყო და ამ პროცესს პირველი "მსხვერპლი" უკვე მოჰყვა.

ლაპარაკია სარაგბო კლუბ "სეილ შარქსის" მესაკუთრე ბრაიან კენედიზე. "დაფ ენდ ფელპსის" წარმომადგენელთა თქმით, ინგლისელის წინადადება შეუსაბამო იყო.

ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს დაკავშირებული თავად კენედის მწვავე განცხადებებთან, რომელმაც ადმინისტრატორებს საქმის გაჭიანურებაში დასდო ბრალი, განაცხადა რა, რომ "რეინჯერსის" ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა, თუკი პოლ კლარკი ("დაფ ენდ ფელპსის" წარმომადგენელი კლუბში) და მისი ხელქვეითები პროცესს მაქსიმალურად სწრაფად წარმართავდნენ.

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა კენედის ბრძოლიდან ჩამოცილების შესახებ, ბიზნესმენის პრესსამსახურმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა: იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არა გაკვირვებულებიო. ამ ეტაპზე რაიმე მინიშნება, რომ ის გაუმჯობესებულ წინადადებას წარმოადგენს და "პროტესტანტების" ხელში ჩასაგდებად იბრძოლებს, არ ჩანს.

მოგვიანებით "სქაი ნიუსისთვის" მოკლე კომენტარი გააკეთა თავად კენედიმაც: "მოხარული ვარ, რომ პროცესი დაიძრა და იმედს გამოვთქვამ, რომ ადმინისტრატორების არჩევანი პოლ მიურეისა და "ცისფერი რაინდების" წინადადებაზე შეჩერდება, რადგან მგონია, რომ ყველაზე უკეთ "რეინჯერსის" ღირსეულ მომავალზე სწორედ ისინი იზრუნებენ".

"სქოთიშ სანი" წერს, რომ არსებობს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ "რეინჯერსის" ამჟამინდელი მესაკუთრე კრეიგ უაიტი, ვისმა საეჭვო პოლიტიკამაც კლუბი ლამის გაკოტრებამდე მიიყვანა, უარს აცხადებს მიურეისა და მისი ბიზნესპარტნიორებისთვის თავისი წილის გადაფორმებაზე.

ჩვენ, რასაკვირველია, ვერაფერს გეტყვით ამ საქმის იურიდიულ ასპექტებზე, ის კია, რომ პოლ კლარკის თქმით, ამჟამინდელ სიტუაციაში უაიტს არ აქვს უფლება კლუბის ბედი განკარგოს, რადგან "დაფ ენდ ფელპსი" "რეინჯერსის" მმართველად კანონმდებლობის სრული დაცვით არის დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა