...რა უნდა მომხდარიყო, ჩემპიონს "დაგეგმილი" გამარჯვება რომ ვერ მოეპოვებინა? არც არაფერი - დღესდღეობით "ოლიმპი" თავის მეტოქეზე...

...რა უნდა მომხდარიყო, ჩემპიონს "დაგეგმილი" გამარჯვება რომ ვერ მოეპოვებინა? არც არაფერი - დღესდღეობით "ოლიმპი" თავის მეტოქეზე ყველაფრით მაღლა დგას და თემურ მახარაძის გუნდმაც ახალ სეზონში თავის მეორე გამარჯვებას უპრობლემოდ მიაღწია. თანაც, იმის მიუხედავად, რომ მასპინძლებმა მეორე (ანუ, "დამამშვიდებელი") გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გაიტანეს - მთელი შეხვედრის განმავლობაში "ოლიმპის" უპირატესობა ეჭვს ნამდვილად არ იწვევდა.

...მატჩის დღეს რუსთავში არ გადაუღია: დილიდან საღამომდე წვიმდა, მაგრამ "ფოლადის" ხელოვნურსაფარიანი მოედანი იდეალურ მდგომარეობაში იყო. ანუ, უამინდობას ფეხბურთელებისათვის ხელი არ უნდა შეეშალა: პირიქით, სიგრილეში უწევდათ საკუთარი ოსტატობის დემონსტრირება.

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატში "ოსტატობის" ხსენებაზე, ალბათ, დაფიქრებაც გვმართებს: ისე როგორც სხვა დროს, ამ კონკრეტულ მატჩშიც ორივე გუნდის ფეხბურთელთა მოქმედებებში უამრავი წუნი შეიმჩნეოდა. თუმცა, ალბათ, სჯობს, რომ ქართული ფეხბურთის არახალ პრობლემაზე საუბარს თავი დავანებოთ და "ოლიმპი"-"სპარტაკის" მატჩის მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი მომენტები ვახსენოთ.

თუმცა მანამდე ისიც ვთქვათ, რომ პირველად ახალ სეზონში, "ოლიმპის" სამატჩო განაცხადში... 18 ფეხბურთელი იყო! ამასთან, მასპინძელთა ძირითადში დებიუტანტიც ვიხილეთ: 21 წლის გიორგი ქავთარაძე. ამპლუით საყრდენ ნახევარმცველს მშობლიური ქალაქის გუნდის ღირსების დაცვა პირველად მოუხდა (ბოლო წლებში თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა) და ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. სხვათა შორის, "ოლიმპის" ოთხწლიანი ისტორიის განმავლობაში, თუ არ ვცდებით, პირველად მოხდა, როცა ძირითად შემადგენლობაში რუსთავის ფეხბურთის 3 აღზრდილი გამოჩნდა - გიორგი ქავთარაძე, გრიგოლ ბედიაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი.

...მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და "სპარტაკის" კარს, თავდაპირველად, ხიფათს მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ. განსაკუთრებით მონდომებულად კი თეიმურაზ ღონღაძე გამოიყურებოდა - "ოლიმპის" მარჯვენა მცველმა თავის ფლანგზე გაილაღა და მისი ერთ-ერთი მორიგი რეიდის შემდეგ გიორგი ბერიაშვილის თავური დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა.

სულ მალე კი მასპინძელთა "მთავარი იარაღი" ამოქმედდა - ისე როგორც წინა მატჩებში, კვლავაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა რევაზ გეწაძემ; ამ ზაფხულს აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა მარცხენაფლანგელმა მთელი შეხვედრა უაღრესად მოტივირებულმა ჩაატარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც, უდავოდ, სწორედ, იგი გახლდათ. სწორედ გეწაძის გამჭოლ გადაცემას მოჰყვა კიდეც ამ შეხვედრის გოლი: მეტოქის საჯარიმოში შექმნილ სიტუაციაში ყველაზე სწრაფად გიორგი ბერიაშვილი გაერკვა და თავის ახალ გუნდში პირველ წარმატებასაც მიაღწია.

ტაიმის ბოლომდე "ოლიმპს" კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო: ამჯერად მარჯვენა ფლანგზე გადასულმა გეწაძემ საკმაოდ შორი მანძილიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მაგრამ "სპარტაკი" მორიგ უსიამოვნებას გამოცდილი სოსო გრიშიკაშვილის რეაქციამ გადაარჩინა. სტუმართა მეკარემ გიორგი ქავთარაძის ასევე შორეული დარტყმა მოიგერია და აი, სულ ეს იყო "ოლიმპის" მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები. თუმცა მასპინძლებს რას "ვერჩით", როცა "სპარტაკი", ფაქტობრივად, არც ფიქრობდა შეტევებზე; ყოველ შემთხვევაში, თეიმურაზ შონიას და ტიერი-ანს კლოვისის დარტყმები გრიგოლ ბედიაშვილისათვის საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენდა.

თამაშის შინაარსი არც მეორე ტაიმში შეცვლილა: "ოლიმპს" სრული უპირატესობა ჰქონდა და თავისთვის უჩვეულო, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოასპარეზე ირაკლი მოდებაძეს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. ერთ ეპიზოდში კი სტუმრები ისევ გრიშიკაშვილმა გადაარჩინა, როდესაც ღონღაძის შორეული დარტყმა მოიგერია.

ისევე, როგორც პირველ ტაიმში, "სპარტაკი" კვლავაც პასიურად გამოიყურებოდა და ერთადერთხელ შეუტია მასპინძლებს: ბესიკ დეკანოიძის აქტიურობას კუთხური მოჰყვა, ამ სტანდარტულის დროს კი ნიკა მგელაძის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ამასობაში კი "ოლიმპის" ფეხბურთელთა შესრულებით მართლაც ეფექტური კომბინაცია ვიხილეთ: შეტევა ირაკლი მოდებაძემ წამოიწყო, ახალგაზრდა ჯაბა უგულუვამ ორიგინალურად გააგრძელა და საბოლოო დარტყმას "არანაკლებ ეფექტურად" რევაზ გეწაძე ასრულებდა, მაგრამ ბურთი მიზანს აცდა.

თუმცა "ოლიმპის" მარცხენაფლანგელს გარჯა მაინც დაუფასდა: ამჯერად უკვე საპირისპირო ფლანგზე მყოფმა გეწაძემ ლაშა ჯაფარაძისგან შორეული პასი მიიღო, ცენტრისკენ შემოიწია და თავის საფირმო "ცაციათი" ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში ზუსტად გაგზავნა!

დარჩენილ დროში "ოლიმპს" კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ რეხვიაშვილის თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. აი, ასე - უპრობლემოდ და დამაჯერებლად მოიპოვა "დაგეგმილი" 3 ქულა "ოლიმპმა"; რაც შეეხება "სპარტაკს", ამ გუნდმა კვლავაც თუ ასე... შიშითა და სიფრთხილით ისპარეზა დანარჩენ მეტოქეებთან, მაშინ ცუდად ყოფილა ამ გუნდის საქმე; ყოველ შემთხვევაში, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ "სპარტაკის" ფეხბურთელები ამ მატჩში დამარცხებას, ფაქტობრივად, წინასწრაშეგუებულნი იყვნენ...

11.09. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

ოლიმპი-სპარტაკი 2:0

1:0 ბერიაშვილი (25. გეწაძის პასით), 2:0 გეწაძე (83. ჯაფარიძის პასით)

ოლიმპი სპარტაკი

4-2-3-1 4-2-3-1

ბედიაშვილი გრიშიკაშვილი

თ. ღონღაძე ჭაფოძე

ა. კვახაძე ბოიომო

რეხვიაშილი თავბერიძე

ჯაფარიძე კორსანტია

დობროვოლსკი მგელაძე

ქავთარაძე შონია

მოდებაძე სარალიძე

რაზმაძე კლოვისი

გეწაძე შ. კაშია

ბერიაშვილი დეკანოიძე

ოლიმპი

69. დობროვოლსკი - ჯ. უგულავა

88. მოდებაძე - ქემოკლიძე

90. გეწაძე - ხოჭოლავა

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ახალკაცი, გ. ჭელიძე, ყაზაიშვილი

სპარტაკი

67. სარალიძე - მაისურაძე

77. მგელაძე - ვ. ბოლქვაძე

86. კლოვისი - ბუზალაძე

სათადარიგოები: გალდავა, აქუბარდია, ჩალაძე, ხაჭვანი

გაფრთხილება: ჯაფარიძე (7), კორსანტია (60)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

რუსთავი-თბილისი

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა