ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილმა მფლობელმა ედი ჯორდანმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილმა მფლობელმა ედი ჯორდანმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო ავტოსპორტში მიღწევებისა და საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის.

64 წლის ჯორდანმა საკუთარი გუნდი 1990 წელს შექმნა. "ჯორდანის" პილოტებმა ჯამში 250 გრანპრიში მიიღეს მონაწილეობა და ხუთჯერ მიაღწიეს გამარჯვებას. 2005 წელს გუნდი კომპანია "მიდლენდმა" შეიძინა. ამჟამად მას "ფორს ინდია" ეწოდება.

"ეს შესანიშნავი მომენტია ჩემს ცხოვრებაში, - განაცხადა ირლანდიელმა, რომელიც BBC-ზე ტელეკომენტატორად მუშაობს. – ძალიან მიხარია ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ოჯახის, "ჯორდანის" გუნდის, საქველმოქმედო ორგანიზაცია CLIC Sargent-ისა და BBC-ზე ჩემი კოლეგების დახმარების გარეშე".

"ჯორდანი" კიდევ იმით არის ცნობილი, რომ 1991 წელს მისი ბოლიდით დებიუტი ჰქონდა მომავალში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს. ასევე "ჯორდანის" ბოლიდით სატესტო რბოლებში მონაწილეობას იღებდნენ აირტონ სენა და დეიმონ ჰილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა