"სამტრედიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" ბაზასთან დიდი აურზაური იყო. მიზეზი გასაგებია...
"სამტრედიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" ბაზასთან დიდი აურზაური იყო. მიზეზი გასაგებია - თბილისის "დინამოს" შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი (საქართველოს სამგზის ჩემპიონი, სამგზის ვერცხლის პრიზიორი, ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, თასის ორგზის მფლობელი) ქართული კლუბი უმაღლეს ლიგას წელს დიდი ამბიციით დაუბრუნდა, თან რა პატრონი გამოუჩნდა - კომპანია "ვისოლი", მთავარ მწვრთნელად კი "ვიტ ჯორჯიას" ექსთავკაცი, 2008 წელს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული რამაზ მუმლაძე მიიწვიეს და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მიიყვანეს (მაქსიმე ქვილითაია, დაჩი ფოფხაძე, ნოდარ მაჭავარიანი, თენგიზ ჩიკვილაძე, თორნიკე თარხნიშვილი, პავლე დათუნაიშვილი, დავით დიღმელაშვილი, ვახტანგ კვარაცხელია).

ეს უკანასკნელის ქუთაისელთა მეპატრონეებმა "ვიტ ჯორჯიადან" 100 ათას დოლარად გამოისყიდეს, რაც საქართველსო შიდა ბაზარზე ბოლო წლების სარეკორდო მაჩვენებელია. ამ ყველაფერმა გულშემატკივარში უდიდესი იმედები გააღვიძა, რომ კლუბი თავიდანვე საჩემპიონო ბილიკს გაუყვებოდა...

თუმცა ოთხი ტურის შემდეგ, "ტორპედო" ბოლო ადგილზე იმყოფება. როგორც ჩანს, გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელი უფულო "სამტრედიასთან" იმერულ დერბიში წაგება (0:1) გამოდგა. ქუთაისური კლუბის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" საღორიას ბაზასთან შეიკრიბნენ და გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოხატეს. ისინი მთავარ მწვრთნელ რამაზ მუმლაძესა და ფეხბურთელებთან შეხვედრას, წარუმატებელი სტარტის მიზეზების ახსნას ითხოვდნენ.

იყო მთავარი მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნაც, თუმცა "ტორპედოს" მეპატრონეები მუმლაძეს ენდობიან - ის პოსტზე რჩება და მუშაობას აგრძელებს. ისიც გავიხსენოთ, რომ თავის დროზე მუმლაძემ დამაჯერებლად ვერც "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო მუშაობა, მაგრამ საბოლოოდ გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. ელემენტარული აქსიომაა, რომ მწვრთნელს გუნდის ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება, სამი თვე საამისოდ მეტისმეტად მცირე პერიოდია.

"გულშემატკივარი მართალია, როცა ჩვენგან შედეგს ითხოვს. თუმცა ასეთ ცუდ სტარტსაც აქვს თავისი ახსნა. გუნდი სეზონის დაწყებამდე შეიკრიბა და ჯერ შეუთამაშებელია. მეორე ფაქტორი ის სტრესული მდგომარეობაა, რომელშიც ფეხბურთელები აღმოვჩნდით. ბევრი ჩვენგანი ლიდერ კლუბში თამაშობდა: დიღმელაშვილი "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი იყო, ჩიკვილაძეს "დინამოში" გოლი გოლზე გაჰქონდა, დათუნაიშვილი "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი გახლდათ, ისევე, როგორც კვარაცხელია.

მაქსიმე ქვილითაია "ლოკომოტივში" სასწაულად თამაშობდა, თარხნიშვილი ერთ-ერთი პერსპექტიული მოთამაშეა და გულშემატკივარიც ჩვენგან ბევრს ელოდა... თუმცა ცუდი დასაწყისის გამო ავნერვიულდით... "სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ ანერვიულებული გულშემატკივრები ბაზაზე მოვიდნენ, ვილაპარაკეთ... მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ის უფრო გვანერვიულებს, იმედებს რომ ვერ ვუმართლებთ.

არადა, ასეთ გულშემატკივარს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. ხალხს გულახდილად ვუთხარით, რაც გვჭირს. ასეთი სტრესით შეუძლებელია თავისუფლად ვითამაშოთ. ჩვენ დრო გვჭირდება, უნდა დავმშვიდდეთ... საკმარისია ერთი მოგება და დარწმუნებული ვარ, ავთამაშდებით. მთავარი ისაა, რომ დღევანდელ "ტორპედოში" დიდი პოტენციალია და ლიდერებში დამკვიდრება შეგვიძლია", - გვითხრა "ტორპედოს" მცველმა ნოდარ მაჭავარიანმა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა