მეცხრე ტურში ჩვენებურებმა 9 შეხვედრიდან ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და ექვსი ორთაბრძოლა წააგეს
საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთაგან ევროპის წინა 12 ჩემპიონატში ზურაბ აზმაიფარაშვილმა თითო ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ბაადურ ჯობავა თითო ვერცხლსა და ბრინჯაოს დასჯერდა.

პლოვდივში მიმდინარე მე-13 ჩემპიონატში იგი რვა ტურის შემდეგ ახლოს იყო კიდევ ერთ საპრიზო ადგილთან, მაგრამ კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა მოსკოველმა თანამემამულემ - მიხეილ ქობალიამ გადაუღობა.

გალელ დიდოსტატს შუა თამაშში თითქოს ურიგო პოზიცია არ ჰქონდა, მაგრამ 30-ე სვლისთვის ცაიტნოტში აღმოჩნდა. ბოლო წუთნახევარში ზუსტი სვლების მოძებნა ვერ მოახერხა და მეორმოცეზე გამარჯვება მიულოცა მეტოქეს, რომელმაც, დაწინაურებულთა მსგავსად, 7 ქულას მოუყარა თავი.

6,5-ქულიანები ვლადიმირ აკოპიანი (სომხეთი) და ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი) დაზავდნენ, ხოლო მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი) 6-ქულიან თანამემამულე ნიკიტა ვიტიუგოვს შეუთანხმდა ყაიმზე. მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ერნესტო ინარკიევი (რუსეთი) - ივან სოკოლოვი (ჰოლანდია) 1:0, გავაინ ჯონსი (ინგლისი) - ანდრეი ვოლოკიტნი (უკრაინა) 0,5:0,5, ლორენ ფრესინე (საფრანგეთი) - ანტონ კორიბოვი (უკრაინა) 1:0, იური კუზუბოვი (უკრაინა) - ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი) 0:5:0,5, დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - ანდრეი ისტრატესკუ (საფრანგეთი) 1:0, იგორ ხენკინი (გერმანია) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი 0,5:0,5.

ამდენად, 9 ტურის შემდეგ აკოპიანს, მალახოვს, მატლაკოვს, ინარკიევს, ანდრეიკინს, ფრესინეს 7-7 ქულა აქვთ, 21-მა მოჭადრაკემ 6,5-6,5 ქულა მოაგროვა.

ამგვარ სიტუაციაში, თანაც, ჩემპიონატის დამთავრებამდე როცა ორი ტურია დარჩენილი, ჯობავას მედლებისთვის ბრძოლა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

უკიდურეს შემთხვევაში, თეორიული შანსის დაშვება შესაძლებელია და, ღმერთმა ქნას, ასეც მოხდეს. აი, დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეებისთვის გუშინდელი პარტიების შემდეგ კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა საერთოდ ჩაიხერგა: მიხეილ მჭედლიშვილი 41-ე სვლაზე დანებდა ვიქტორ ბოლოგანს (მოლდოვა), შოთა აზალაძე 32-ე სვლაზე დამარცხდა მარკუს რაგერთან (ავსტრია), ხოლო ზახარ ეფიმენკომ (უკრაინა) ლევან ფანცულაიას მე-40 სვლაზე გააჩერებინა საათი. ტომაშ მარკოვსკი (პოლონეთი) - დავით ბენიძე 1:0, დანიუშ სვერჟი (პოლონეთი) - დავით ლომსაძე 1:0, ლუკა პაიჭაძე - გერხარდ შროლი (ავსტრია) 0.5:0.5, ემანუელ შიენ დორფი (შვეიცარია) - გაიოზ ნიგალიძე 0:1, გიორგი ხელაია - ვოლოდიმირ ვდოვენკო (უკრაინა) 1:0.

29 მარტს ჩვენებურებმა 9 შეხვედრიდან ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და ექვსი ორთაბრძოლა წააგეს, რაც ნამდვილი იმედგაცრუება იყო ფინიშის სწორზე გასვლის წინ.

ქართველთა მონაგარი 9 ტურის შემდეგ: ჯობავა - 6, მჭედლიშვილი, აზალაძე - 5,5-5,5, ფანცულაია - 5, ბენიძე, ლომსაძე, ნიდალიძე - 4,5-4,5, პაიჭაძე - 4, ხელაია - 2,5 ქულა.

ორი საინტერესო ფაქტიც: გუშინ შეჯიბრებას გამოეთიშა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი შაჰრიარ მამედიაროვი (2752). აზერბაიჯანელმა დიდოსტატმა ზედიზედ ექვსი ყაიმის შემდეგ მეშვიდე პარტია კი მოიგო, მაგრამ მერვეში აზალაძესთან თამაშზე დააგვიანა და წაგება ჩაეთვალა. გუშინ, მე-9 ტურში, იგი 40 სვლამდე შეუთანხმდა ყაიმზე (რაც აკრძალულია) ალონსო როსელს. ორივეს ტექნიკური დამარცხება ჩაუწერეს, რის გამოც მამედიაროვმა განცხადება დაწერა და შეჯიბრება მიატოვა.

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ აზერბაიჯანელი ელთაჯ საფარლი და ტალ ბარონი (ისრაელი). ისინიც 40 სვლამდე დაზავდნენ, ოღონდ მას შემდეგ, რაც პოზიცია სამჯერ გამეორდა. მსაჯთა გადაწყვეტილება მოჭადრაკეებმა გააპროტესტეს, მაგრამ მათი აპელაცია არ დააკმაყოფილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა