ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრემიერლიგა. წითლები და გვარები

პრემიერლიგა. წითლები და გვარები

"ევერტონმა" მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლი გაიტანა და უკვე არხეინად მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფრე გამობრდღვნა ხელიდან...

"ევერტონმა" მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლი გაიტანა და უკვე არხეინად მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფრე გამობრდღვნა ხელიდან. ცნობისთვის: ამ შეხვედრაში "იუნაიტედმა" სექს სკანდალში გახვეული უეინ რუნი არ ათამაშა. მეტიც, რუნი საერთოდ არ ჩასულა მშობლიურ ქალაქში ბავშვობის გუნდთან სათამაშოდ. ადრევე მოგახსენებდით, რომ მისთვის "გუდისონ პარკზე" გამოჩენა ფიზიკურად თუ არა, ფსიქოლოგიურად შეიძლება სახიფათო ყოფილიყო - "ევერტონის" გულშემატკივარი მანჩესტერში გადასვლისთვის მას დღემდე მოღალატედ მიიჩნევს და ცხოვრების მძიმე წუთებში ტრიბუნიდან სიამოვნებით მოაყრიდა ჭრილობაზე მარილს. აი, სწორედ ამიტომ არ წაიყვანა სერ ალექს ფერგიუსონმა - რომლისთვისაც ეს მატჩი პრემიერლიგაში მეშვიდასე იყო - თავდამსხმელი სათამაშოდ.

ამბობენ, რომ თავიდან სტუმრები დაბნეულები უფრო სწორედ კი შებოჭილები რუნის ამბების გამო იყვნენ - ყოველ შემთხვევაში სტივენ პიენაარის გოლით "ევერტონი" დაწინაურდა, მაგრამ დარენ ფლეტჩერმა, ნემანია ვიდიჩმა და დიმიტარ ბერბატოვმა თანდათანობით საქმე სათავისოდ შემოატრიალეს. ვინღა იფიქრებდა, რომ ლივერპულის გუნდი გათანაბრებას შეძლებდა და თან როდის...

"ფეხბურთს ასეთი ხრიკები სჩვევია, - თქვა მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა, - შეხვედრაში, რომელშიც გამარჯვებამდე აღარაფერი გვაკლდა, ყველაფერი ქარს გავატანეთ. აი, სულ ეს შემიძლია ვთქვა. ამასწინათ, "ფულჰემთანაც" საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე გავუშვით გოლი და დღესაც იგივე განმეორდა. არადა, ცუდად არ გვითამაშია. ჩვენგან საუკეთესო ბერბატოვი იყო".

"არსენალისა" და "ბოლტონის" შეხვედრაში, ბოლო 26 წუთის განმავლობაში, მასპინძლები თერთმეტნი იყვნენ, სტუმრები კი ათნი - 27 წლის მსაჯმა სტიუარტ ეტუელმა გერი კეჰილი მარუან შამახზე ზურგიდან თავდასხმის გამო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააძევა მოედნიდან.

ამ შეხვედრაში ანგარიში ლორან კოშელნიმ გახსნა, რომლისთვისაც ეს პირველი გოლი იყო "მეთოფეთა" შემადგენლობაში, თუმცა 20 წუთის შემდეგ სტუმრებმა გაქვითეს, რაშიც დამნაშავე იგივე კოშელნი გახლდათ. საბოლოოდ, მოგეხსენებათ, ჩრდილო ლონდონელებმა 4:1 მოიგეს და თან, გოლი რომელიც ალექს სონგმა შეაგდო არსენ ვენგერის ეპოქაში მეათასე გახლდათ. მატჩის შემდეგ "ბოლტონის" თავკაცი ოუენ კოილი მსაჯზე ბრაზობდა:

"კეჰილის გაძევებამდე ჩუნგ-იუნგ ლი "არსენალის" მცველებმა საჯარიმოსთან ძალიან ახლოს წააქციეს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ სახიფათო ჯარიმა დაგვერტყა, თამაში გაგრძელდა და ის სიტუაცია შეიქმნა, რომლის გამოც ჩვენი ფეხბურთელი გააგდეს".

საინტერესოა, რომ მსაჯით ვენგერიც უკმაყოფილო დარჩა: "ამ შეხვედრაში ერთი წითელი ბარათი არ კმაროდა. კარგი იქნება თამაშის ჩანაწერს თუ ვნახავთ და ამაში დავრწმუნდებით".

"არსენალის" ფეხბურთელთაგან ძველებურად ათამაშდა კაპიტანი სესკ ფაბრეგასი.

"ჩელსიმ" კი ასპროცენტიანი სვლა "აპტონ პარკზე" აუტსაიდერ "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში გააგრძელა - 3:1. რა შეიძლება ითქვას ამ შეხვედრის შესახებ? ერთი რასაკვირველია ის, რომ მისი შედეგის გამო "ჩაქუჩების" ახალ მწვრთნელს ავრამ გრანტს საქმე კარგად

ნამდვილად არ აქვს, მეორე კი დაე თავად "ჩელსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ბრძანოს:

"მიკაელ ესიენის ასე ათამაშება ნებისმიერი ახალი ფეხბურთელის ყიდვას სჯობდა. გასულ სეზონში ჩვენ ის ძალიან გვაკლდა, ესიენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია".

ისტლენდზე კი "მანჩესტერ სიტის" ცივი წყალი "ბლექბერნის" მეკარემ პოლ რობინსონმა გადაასხა. რობერტო მანჩინის ამბიციების დაოკება მოუწევს, რადგან მისმა გუნდმა კვლავ დაკარგა ქულები. გოლკიპერმა, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა და განაცხადა ამიერიდან მთლიანად "ბლექბერნზე" უნდა გადავერთოო, დაამტკიცა, რომ ამას მართლაც შესანიშნავად ახერხებს. მან "სიტის" ძვირადღირებულ და მაღალხელფასიან ფეხბურთელებს ბევრჯერ ისეთ მომენტებში გაუფუჭა გუნება, ყველას გოლი რომ ეგონა. რობინსონმა ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაუშვა - ვეტერანმა ფრანგმა პატრიკ ვიეირამ შეუგდო. ვიეირამ ბლექბერნელი ნიკოლა კალინიჩის გოლი გაქვითა. ეს გოლი კი, თავის მხრივ, ისტლენდელთა მეკარეს ჯო ჰარტსა და მცველს კოლო ტურეს შორის გაუგებრობას მოჰყვა.

"ძალიან უცნაური გოლი გავუშვით, მაგრამ რას იზამ. ეს ფეხბურთია, ფეხბურთში კი ყველაფერი ხდება", - თქვა პრესკონფერენციაზე მანჩინიმ და დასძინა, დღევანდელის მიუხედავად ჰარტი მაინც კარგი მეკარეაო. რანაირი გვარია ეს დემბელე, არა? საბჭოთა ჯარის პერიოდს გაგახსენებს კაცს. მაგრამ, 23 წლის ბელგიელ მუსა დემბელეს იმ არმიისა და მაშინდელი დემობილიზაციისა სულ არაფერი გაუგია, ისე გაუტანა ორი გოლი "ვულვერჰემპტონს" და "ფულჰემს" 2:1 მოაგებინა. ეს გარემარბი დასავლეთ ლონდონელებმა 5 მილიონ გირვანქად ამ ზაფხულს "ალკმაარისგან" იყიდეს და, როგორც ჩანს, სწორადაც მოიქცნენ. მან ჯერ გაქვითა ვან დამის (!) გოლი, 90-ე წუთზე კი გამარჯვებისაც შეაგდო.

და რაკი გვარებს მივადექით, მაშინ "უიგანის" არგენტინელი თავდამსხმელი მაურო ბოსელიც ვახსენოთ. "უიგანისა" და "სანდერლენდის" შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა, მან მეექვსე წუთზე შესანიშნავი მომენტი გაუშვა ხელიდან - თავური პირდაპირ მოწინააღმდეგის მეკარეს დაუმიზნა. ბოსელის კიდევ ჰქონდა ერთი-ორი ნახევრად მომენტიც. საინტერესოა, რომ მასპინძლებმა, რომლებიც პირველი ტაიმის შუიდან მეტნი იყვნენ მოედანზე - "სანდერლენდს" "უიგანის" ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი ლი კეტერმოლი ორი საყვითლე უხეშობისთვის გაუძევეს - ანგარიშის გაქვითვა 87-ე წუთზეღა მოახერხეს. კეტერმოლზე კი უნდა ითქვას, რომ ის ამ სეზონში უკვე მეორედ გააგდეს. უკაცრავად ალიტერაციისთვის", მაგრამ ეს პირველადაც პირველ ტაიმში, პირველ ტურში "ბირმინგემის" წინააღმდეგ თამაშის დროს მოხდა.

ქებათა ქება "ბლექპულს", რომელმაც პრემიერლიგაში მორიგი თამასი მოიგო, ამჯერად მასავით ახალაღზევებულ, ოღონდ გაცილებით სახელოვან "ნიუკასლთან". "ვესტ ბრომვიჩის" ირლანდიელმა გარემარბმა კრის ბრანტმა კი კარიერის 50-ე გოლი გაიტანა და თავისი გუნდი "ტოტენჰემთან ჰოთსპურთან" წაგებისგან იხსნა. მან ლუკა მოდრიჩის გოლი გაქვითა. "სფურზის" უიღბლობები გრძელდება. გეგონება ის არ ეყოფოდა, ჯერმაინ დეფო და მაიკლ დოუსონი რომ დაუშავდა, ჰარი რედნაპს ახლა, როგორც ჩანს მოდრიჩის გამოაკლდება - შესაძლოა კვლავ შარშან მოტეხილი ძვლის პრობლემა იყოს.

ევერტონი-მანჩესტერ იუნ 3:3

ევერტონი: ჰოვარდი, ჰიბერტი (69. კოულმენი), ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი, ოსმანი, არტეტა, ჰეიტინგა (69. აიეგბენი), პიენაარი, ფელანი, ტ. კეჰილი.

მანჩესტერ იუნ: ვან დერ სარი, გ. ნევილი, ვიდიჩი, ევანსი, ევრა (81. პარკი), ფლეტჩერი, სქოულზი, ო'ში, ნანი, გიგზი, ბერბატოვი.

გოლები: 1:0 პიენაარი (39), 1:1 ფლეტჩერი (43), 1:2 ვიდიჩი (47), 1:3 ბერბატოვი (66), 2:3 ტ. კეჰილი (90), 3:3 არტეტა (90)

გაფრთხილება: 1-1; კარში დარტყმა: 25-13 (6-6); ჯარიმა: 12-19; კუთხური: 7-5; თამაშგარე: 2-5; ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 36 556

არსენალი-ბოლტონი 4:1

არსენალი: ალმუნია, ებუე, სკილაჩი, კოშელნი, გიბზი, როსიცკი, სონგი, უილშერი (59. დიაბი/72. დენილსონი), არშავინი, ფაბრეგასი, შამახი (81. ველა).

ბოლტონი: ბოგდანი, სტეინსონი, გ. კეჰილი, ნაითი, რობინსონი, ლი (81. ტეილორი), ჰოლდენი, მუამბა, მ. პეტროვი (66. ო'ბრაეინი), კ. დევისი, ელმანდერი (81. ბლეიკი).

გოლები: 1:0 კოშელნი (24), 1:1 ელმანდერი (44), 2:1 შამახი (58), 3:1 სონგი (78), 4:1 ველა (83)

გაძევება: გ. კეჰილი (64. ბოლტონი)

გაფრთხილება: 2-1; კარში დარტყმა: 21-9 (10-4); ჯარიმა: 11-11; კუთხური: 9-6; თამაშგარე: 5-1; ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 59 876

ფულჰემი-ვულვზი 2:1

ფულჰემი: შვარცერი, პენტსილი (45. ბეირდი), ჰიუზი, ჰანგელანდი, კელი, დემპსი (83. ე. ჯონსონი), ეტუჰუ, მერფი, ს. დევისი, ზამორა (30. გერა), დემბელე.

ვულვზი: ჰანემანი, ფოული, კრედოკი, ბერა, უორდი, ჯერვისი, მენსიენი, ჰენრი, ვან დამი (45. ს. ფლეტჩერი), ებანკს-ბლეიკი (85. გედიურა), დოილი (61. დ. ჯონსი).

გოლები: 0:1 ვან დამი (10), 1:1 დემბელე (49), 2:1 დემბელე (90)

გაძევება: ბერა (89. ვულვზი)

გაფრთხილება: 3-5; კარში დარტყმა: 17-8 (3-2); ჯარიმა: 9-19; კუთხური: 6-6; თამაშგარე: 6-1; ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 25 280

მანჩესტერ სიტი-ბლექბერნი 1:1

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, რიჩარდსი, კ. ტურე, კომპანი, ლესკოტი, ა. ჯონსონი (85. სილვა), ვიეირა (67. ბერი), მილნერი, რაიტ-ფილიპსი (56. ჟო), ი. ტურე, ტევესი.

ბლექბერნი: რობინსონი, სალგადო (45. შიმბონდა), სამბა, ნილსენი (40. ოლსონი), ჟივე, ფ. ჯონსი, გრელა (58. ნზონზი), პედერსენი, მ. ბ. დიუფი, ე. ჰ. დიუფი, კალინიჩი.

გოლები: 0:1 კალინიჩი (25), 1:1 ვიეირა (56)

გაფრთხილება: 2-1; კარში დარტყმა: 21-9 (10-3); ჯარიმა: 15-12; კუთხური: 14-1; თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 44 246

ნიუკასლი-ბლექპული 0:2

ნიუკასლი: ჰარპერი, პერჩი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, რატლეჯი (81. ამეობი), ბარტონი, სმიტი (63. ლოვენკრანდსი), ხონასი (73. ბენ არფა), ნოლანი, ქეროლი.

ბლექპული: გილკსი, ერდლი, კეინენი, ივეტი, კრეინი, ადამი, გრენდინი (85. ჩერნი), ვუგანი, ვერნი (85. საუთერნი), დ. ჯ. კემპბელი, ორმეროდი (65. ჰეირვუდი).

გოლები: 0:1 ადამი (45-პენ), 0:2 დ. ჯ. კემპბელი (90)

გაფრთხილება: 2-3; კარში დარტყმა: 22-8 (7-5); ჯარიმა: 16-18; კუთხური: 3-2; თამაშგარე: 4-10; ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 49 597

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 1:1

ვესტ ბრომვიჩი: კერსონი, ხარა, ტამასი, ოლსონი, შორი, ბრანტი (78. ბარნსი), მულუმბუ, შარნერი (73. რიდი), ტომასი, ფორჩუნი (86. ტჩოი), ოდემვინგი.

ტოტენჰემი: კუდიჩინი, ჩორლუკა, გალასი, კაბული, ბეილი, ლენონი (78. კრაუჩი), პალასიოსი, ჰადლსტოუნი, მოდრიჩი (32. კრანჩარი), ვან დერ ვაარტი, პავლიჩენკო (64. კინი).

გოლები: 0:1 მოდრიჩი (27), 1:1 ბრანტი (41)

გაფრთხილება: 2-1; კარში დარტყმა: 18-17 (7-6); ჯარიმა: 12-11; კუთხური: 9-4; თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 23 642

ვესტ ჰემი-ჩელსი 1:3

ვესტ ჰემი: გრინი, იაკობსენი, ბენ-ჰაიმი, აპსონი, ილუნგა, ბეჰრამი (72. პიკიონი), პარკერი, ნობლი, ბოა მორტე (45. დაიერი), კ. კოული, ობინა.

ჩელსი: ჩეხი, ფერეირა, ივანოვიჩი, ტერი (82. ალექსი) ე. კოული, ესიენი, ობი მიკელი, რამირესი, კალუ (83. მალუდა), ანელკა (76. კაკუტა), დროგბა.

გოლები: 0:1 ესიენი (2), 0:2 კალუ (17), 0:3 ესიენი (83), 1:3 პარკერი (85)

გაფრთხილება: 2-2; კარში დარტყმა: 15-18 (4-8); ჯარიმა: 15-11; კუთხური: 1-5; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 33 014

უიგანი-სანდერლენდი 1:1

უიგანი: ალ ჰაბსი, ბოისი, გაჰური, ალკარასი, ფიგეროა, სტამი (54. დი სანტო), მაკკარტი, დიამე, ტომასი (54. ნ'ზოგბია), როდალეგა, ბოსელი (76. კლივერლი).

სანდერლენდი: მინოლეტი, ონუოჰა, ბრამბლი, ა. ფერდინანდი, რიჩარდსონი (80. მენსა), ალ მუჰამადი (33. რივეროსი), ჰენდერსონი, კეტერმოლი, მალბრანკი, უელბეკი (45. გიანი), ბენტი.

გოლები: 0:1 გიანი (66), 1:1 ალკარასი (87)

გაძევება: კეტერმოლი (22. სანდერლენდი)

გაფრთხილება: 4-1; კარში დარტყმა: 19-7 (3-1); ჯარიმა: 20-11; კუთხური: 5-1; თამაშგარე: 5-0; ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 15 844

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 4 4 0 0 17-1 12

2. არსენალი 4 3 1 0 13-3 10

3. მანჩესტერ იუნ. 4 2 2 0 11-5 8

4. ბლექპული 4 2 1 1 8-8 7

5. ფულჰემი 4 1 3 0 6-5 6

6. ასტონ ვილა 3 2 0 1 4-6 6

7. მანჩესტ. სიტი 4 1 2 1 4-2 5

8. ბირმინგემი 3 1 2 0 6-5 5

9. ვულვზი 4 1 2 1 5-5 5

10. სანდერლენდი 4 1 2 1 4-4 5

11. ტოტენჰემი 4 1 2 1 3-3 5

12. ბოლტონი 4 1 2 1 6-7 5

13. ნიუკასლი 4 1 1 2 7-6 4

14. ბლექბერნი 4 1 1 2 4-5 4

15. ლივერპული 3 1 1 1 2-4 4

16. ვესტ ბრომვიჩი 4 1 1 2 2-8 4

17. უიგანი 4 1 1 2 2-11 4

18. ევერტონი 4 0 2 2 4-6 2

19. სტოკი 3 0 0 3 2-6 0

20. ვესტ ჰემი 4 0 0 4 2-12 0
ბომბარდირები: 4 - ქეროლი (ნიუკასლი), დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი), უოლკოტი (არსენალი); 3 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნ), ელმანდერი (ბოლტონი), გარდნერი (ბირმინგემი), კალუ (ჩელსი).

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ