ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლის დარბაზში 1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის პირველობა ჩატარდა
ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ნუგზარ მესაბლიშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლიდანაა.

კიევში ყოველ წელს ტარდება მისი სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი ვეტერანის მიწვევით, სისტემატურად მონაწილეობენ ახმეტელი ჭაბუკი ძიუდოისტები.

28 მარტს ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლის დარბაზში, სწორედ კიევში გასამგზავრებელთა შესარჩევად ჩატარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის პირველობა 1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის 9 წონით კატეგორიაში. საუკეთესოები 70 მონაწილის დაძაბულმა ორთაბრძოლებმა გამოავლინა.

პირველ ადგილზე გავიდნენ: მიშიკო შათირიშვილი (30 კგ, სოფ. მატანი), დათო ფაქიზაშვილი (34, ახმეტა), გიორგი ახალაური (38), რობი მღებრიშვილი (42), გიორგი სუხოშვილი (46), ილია ბათურიშვილი (50), ბაჩანა სარქისაშვილი (55, ყველა - სოფ. მატანი), გიორგი ქიბროწაშვილი (60, ახმეტა), გიორგი კვიცაშვილი (მძიმე, სოფ. ქისტაური).

ლელა ხეჩოშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა