მოლდოვური "ზიმბრუ", იუბილესთან დაკავშირებით, კიშინიოვში ლონდონელთა მიწვევას აპირებს
მოლდოველები იმედოვნებენ, რომ მალე კიშინიოვში ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებენ. საქმე ისაა, რომ მოლდოვური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი კლუბი, კიშინიოვის "ზიმბრუ" მალე დაარსებიდან 65 წელს აღნიშნავს.

კლუბი 1947 წლის 16 მაისს ჩამოყალიბდა და სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან მონათლეს "ბურევესტნიკად", შემდეგ გადააკეთეს "მოლდოვად", "ავანტულად", "დინამოდ"; ყველაზე ცნობილი მაინც "ნისტრუს" სახელით გახდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რომ ასპარეზობდა.

კლუბის ამჟამინდელმა მეპატრონემ, ჩეჩენმა ბიზნესმენმა ადლან შიშხანოვმა საიუბილეო თარიღის საზეიმოდ აღნიშვნა და გულშემატკივრებისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა. შიშხანოვმა მოლდოვურ მედიასთან დაადასტურა, რომ "ზიმბრუს" იუბილეზე მიწვევა და ამხანაგური მატჩის ჩატარება ლონდონის "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩს შესთავაზა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, შეხვედრა 16 მაისს ჩატარდება, როდესაც ინგლისში ჩემპიონატი დასრულდება.

ძნელი სათქმელია, იციან, საერთოდ, ლონდონელებმა, რა გუნდია "ზიმბრუ-ნისტრუ" და დათანხმდებიან კი მის მიწვევას? ცოტა საეჭვოა, არ უთხრან, ტოლი ნახეთ, კოჭი გააგორეთო, მაგრამ ჩატარდეს, ჩვენგან რა მიდის? ბოლოს და ბოლოს, იმით მაინც იქნება ჩვენთვის აღსანიშნავი, რომ "ზიმბრუში" ქართველი პლეიმეიკერი, 31 წლის ლევან კორღალიძე თამაშობს და კარიერაში ამ დასამახსოვრებელ მატჩსაც ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა