"მიხეილ მესხი" დღეს ერთიანი ბრძოლის ველია, ყოველი ქომაგი კი ფარი და ხმალია ჩვენი 17-წლამდელებისთვის!
2003 წელს რაგბიში, მსოფლიოს თასსზე ინგლისის ნაკრებმა საქართველოს 84:6 მოუგო. შედეგი ჩვენთვის და ალბათ, არც არავისთვის, გასაკვირი არ იყო, თუმცა ინგლისელი ჟურნალისტები შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ. ერთ-ერთმა ბრიტანულმა გაზეთმა მატჩის რეპორტაჟს ასეთი სათაური დაარქვა - Well Done Georgia, ანუ "ყოჩაღ საქართველოს," ამაზე დიდი ანგარიშით რომ არ წააგო.

ისეთი სათაურია, გინდ დაცინვად მიიღებ, გინდ ქებად, თუმცა ორაზროვნებაში სწორედაც რომ ირონია უფროა, ვიდრე სხვა რამე და სათაურიც არასასიამოვნო იყო ჩვენთვის.

ისიც მახსოვს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისს შინ რომ ეთამაშებოდა. თამაშამდე რამდენიმე ხნით ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოდარ ახალკაცმა-უფროსმა პრესკონფერენცია გამართა და ინგლისელ ჟურნალისტებზეც ისაუბრა. ეს უფრო ლექცია იყო. ახალკაცმა ინგლისელი ჟურნალისტების თავისებურებებზეც ჩამოაგდო სიტყვა, მოკლედ და ამომწურავად დაგვიხასიათა ისინი.

როგორც კი სარაგბო ნაკრებზე ასეთი სათაური გამოგვიცხვეს, მყის ახალკაცის ბლიც-ლექცია გამახსენდა, სადად და ზუსტად თქმული სიტყვები.

სამი დღის წინ კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა. ჭაბუკების ფეხბურთი სხვა დონეა, მაგრამ გამარჯვებას აქაც მოაქვს სიხარული და სიამაყე.

ესპანეთი და ინგლისი - ვასილ მაისურაძის გუნდმა ორი ფინალი უკვე ითამაშა, დღეს მესამე ელის უკრაინასთან - თუ მოვიგეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავალთ.

Dდიდი გული ჰქონიათ ჩვენს 17-წლამდელებს, სხვანაირად ორ ფინალს წარმატებით ვერ ითამაშებდნენ. ისინი უკვე მომავალს, საკუთარ თავს ქმნიან, დიდი ასპარეზზე არიან გასულები და დღეს მთელი ქვეყანა მათ უყურებს. რომ არა ინგლისთან მოგება, ასე ვერ იქნებოდა.

უკრაინის 17-წლამდელთა გუნდი დიდი კერკეტი რამეა. ესპანეთს კინაღამ მოუგო, ინგლისს კი ათი კაცით ეომებოდა. უკრაინაში ეროვნული ჩემპიონატი 7 აპრილს იწყება და ეს უკვე ხელისშემშლელი ფაქტორია მათი ნაკრებისთვის. უკრაინა თავის მისხალ შანსს ჩაეჭიდება და ალბათ უფრო თავისუფლადაც ითამაშებს ჩვენთან.

მაისურაძის გუნდის საქმე კი სხვანაირადაა - დღეს ხომ ეს გუნდი საქართველოს იმედია, დღევანდელი ახალი ამბები საქართველო - უკრაინათი დაიწყება.

31 მარტს ჩვენს თინეიჯერებს კაცური საქმისთვის ხალხის მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. ეს ის შემთხვევაა, როცა ხალხს მართლა ბევრი შეუძლია. სტადიონზე მისული ყოველი ქომაგი ფარი და ხმალია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის. მაისურაძის გუნდი ფინალურ ეტაპზე ხალხმაც უნდა გაიყვანოს, "მიხეილ მესხის" სტადიონი დღეს ერთიანი ბრძოლის ველია.

უკრაინის ნაკრები ორი დღის წინ "დინამო"-"დილას" მატჩს დაესწრო "დინამო არენაზე", ვინძლო დროის მოსაკლავად, ვინძლო იმის სანახავად, თუ როგორ თამაშობენს ფეხბურთს ქართველები. ბევრი რამე იცვლება, მაგრამ ასევე ბევრი რამე უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინგლისთან გამუდმებით არ უტევდა, მაისურაძის ნაკრებმა მეტოქეს ქართულად მოუგო, გათამაშებული "კედელიცა" და გოლიც ქართულ გენს ჰგავდა.

ცოტა არ იყოს, პათეთიკური რაღაცეებიც გამერია. ესეც ჩვენი 17-წლამდელების ბრალი უნდა იყოს. მათ ფეხბურთში სიამაყე დაგვიბრუნეს ერთი გემრიელი გამარჯვებით.

ყველანი სტადიონზე!

17-წლამდელთა ელიტ რაუნდი უეფას ტურნირია და ორგანიზაციული მხარე დიდად მნიშვნელოვანი გახლავთ. საქართველო-ინგლისი რომ დასრულდა, გახარებული გულშემატკივარი მოედანზე გადავიდა. მათი შემჩერებელი არავინ იყო. კიდევ კარგი, მარცხი არავის მოსვლია, თუმცა ყოველთვის ასე არ გაგვიმართლებს.

არ ვიცი, ფეხბურთის ფედერაციას ფული დაენანა დაცვის სამსახურის დასაქირავებლად თუ სხვა რამეში იყო საქმე, მაგრამ ასეთი რამ რომ არ უნდა მომხდარიყო, წყალი არ გაუვა.

არც ის მგონია კარგი საქმე, სტადიონზე შესვლა უფასო რომ არის. რა თქმა უნდა, ფეხბურთი სახალხო სპორტია და ფეხბურთზე მისვლა ყველას უნდა შეეძლოს, მაგრამ ფეხბურთიც ისეთი სანახაობაა, რომლის ნახვაც ფული ღირს. პოპულისტური ჟესტები კი ფეხბურთისთვის რისი მომტანია?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tirana
"პათეთიკურ რაღაცეებ გარეულო" ასეთი საცოდავი როგორ ხარ,ყველაფერს უკუღმა რო უყურებდე.... სტადიონზე ბილეთი ფასიანი რო იყო დიდი ფანებივით გაიძახოდით ყველა მუტრუკი, სადაა ფული(რამდენიმე ლარი)შიმშილით ვიხოცებით თორე ყველა მივიდოდითო... უფასოა და ასე როგორ შეიძლებაო.... ბოდიში და შ..გ ხო არა გაქ?
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა